6 ოქრო, 8 ვერცხლი და 14 ბრინჯაო — ევროპული თამაშების 9 დღის შედეგი
მეორე ევროპული თამაშების მე-9 დღეს საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
განცხადებაში წერია, რომ ისტორიულ მედალს კარატისტი გოგიტა არქანია დაეუფლა. არქანია პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც კარატეში ევროპული თამაშების პრიზიორი გახდა. გოგიტამ (კუმიტე, +84 კგ) ჯგუფურ ეტაპზე ერთი შეხვედრა მოიგო, ორიც ფრედ დაასრულა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელ ასიმან გურბანლისთან დამარცხდა, რომელმაც მოგვიანებით ოქროს მედალი მოიპოვა.
დანარჩენი ორი მედალი ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზეა. ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე. 67 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბოლქვაძემ ფინალამდე წარმატებით იასპარეზა. რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა 3 შეხვედრა ისე მოიგო, რომ მოწინააღმდეგეებს ერთი ქულაც არ ააღებინა. გადამწყვეტ შეხვედრაში 24 წლის მოჭიდავე რუს ზაურ კაბალოევს დაუპირისპირდა. შეხვედრის პირველი ნახევარი ბოლქვაძის სრული უპირატესობით წარიმართა. მსაჯებმა მოწინააღმდეგე მხოლოდ ერთხელ გააფრთხილეს.
შესვენების შემდეგ, ქართველი მოჭიდავე კვლავ აქტიურად უტევდა. კაბალოევი მხოლოდ თავდაცვის რეჟიმში იყო. მიუხედავად ამისა, მსაჯებმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღეს და ბოლქვაძე გააფრთხილეს, რის შედეგადაც მეტოქემ ისარგებლა და ორქულიანი ილეთი გააკეთა. საბოლოოდ, ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი ევროპული თამაშების ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბერძნულ-რომაული ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა. დავით ჩხარტიშვილი (60 კგ) ნახევარფინალში უნგრელ ერიკ ტორბასთან დამარცხდა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, ახალგაზრდა სპორტსმენი რუმინე რაზვან არნაუტს დაუპირისპირდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში სძლია, რის შედეგადაც ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს კიდევ ორი მედლის მოპოვების შანსი აქვს. ფინალის საგზური მოიპოვა და თამაშების დასკვნით დღეს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს იაკობ ქაჯაია (130 კგ). ქაჯაია ოქროს მედლისთვის ბელარუსელ კირილ ჰრიშანკას დაუპირისპირდება. რეპეშაჟში იასპარეზებს რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ). ხვალვე, საჩემპიონო შეხვედრას გამართავს მოკრივე სახილ ალახვერდოვი (49 კგ), რომელიც ფინალში სომეხ არტურ ჰოვჰანისიანს შეხვდება.
საქართველოს დელეგაციას ამჟამად 28 მედალი აქვს. საერთო გუნდურ ჩათვლაში, საქართველო 6 ოქროს, 8 ვერცხლისა და 14 ბრინჯაოს მედლით მე-6 ადგილზეა.
-
-
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
კომენტარები