გორის დილას ფეხბურთელმა, გურამ გოშთელიანმა ვიტ ჯორჯიასთან გატანილი გოლი სოლიდარობის ჟესტით აღნიშნა. გოშთელიანმა ცალ თვალზე ხელი აიფარა, რაც 20 ივნისის აქციის დაშლის შემდეგ შემდეგ პროტესტის სიმბოლოა.

"ცალი თვალითაც გხედავ" — სწორედ ამ მესიჯს ატარებს ჟესტი, რომელიც უკვე არაერთმა სპორტსმენმა გამოიყენა.

20 ივნისის აქციის დაშლის შედეგად:

  • ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კლინიკაში გადაიყვანეს 240 ადამიანი;
  • დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ;
  • აქციის მონაწილეებიდან 3 რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება;
  • დაშავდა მინიმუმ 34 ჟურნალისტი;
  • შსს-მ დააკავა აქციის 305 მონაწილე.

ამავე თემაზე: