გუდაურში ადგილობრივმა მოსახლეობამ Mountain Set: Kazbegi საფესტივალო ტერიტორია დაარბია. ამის შესახებ ფეისბუქზე კლუბ ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი წერს. მისივე ცნობით, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

"ამასობაში ადგილობრივმა მოსახლეობამ დაარბია Mountain Set: Kazbegi-ის საფესტივალო ტერიტორია, დაამტვრიეს ინფრასტრუქტურა და ფიზიკურად გაუსწორდნენ მუშახელს — ზნედაცემულებმა წმინდა მიწაზე ფეხი არ დადგათო", — წერს ნაჯა ორაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, პირველი ქურდობაა, ხოლო მეორე სხვისი ნივთის განადგურება ან დაზიანება. ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ყაზბეგში Mountain Set 28-29-30 ივნისსაა დაგეგმილი. ფესტივალის პარტნიორი Mixmag, ცნობილი ელექტრონული მუსიკის ჟურნალი.