ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში შეხვედრები რეგიონულ მედიასთან საზოგადოებას მოთმინებისკენ მოუწოდა:

"ეს 9 დღეც მოვითმინოთ [არჩევნებამდე] და დასრულდება. ჩვენ მოვიგეთ ბრძოლა 2012 წელს, ეს არ იყო არჩევნები და ახლა უნდა მოვიგოთ ომი, პირობითად, რა თქმა უნდა. ქართველებმა ესეც უნდა ვისწავლოთ, ხშირად ბრძოლაში მაგრები იყვნენ ქართველები და ომებში აგებდნენ".

ბიძინა ივანიშვილმა გააკრიტიკა ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და მათ მოძალადეები უწოდა.

"ყველამ, ვინც ცოტა ფსიქოლოგია იცის, იცის, რომ მოძალადე ბუნებით მშიშარაა" - დასძინა ექსპრემიერმა.

შეხვედრები რეგიონულ მედიასთან - ასე ჰქვია ტელეკომპანია GDS-ის საარჩევნო პროექტს, რომელშიც ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობს. გადაცემას 20:30-ის ჟურნალისტები ნათია თოიძე და მიხეილ ფეიქრიშვილი უძღვებიან.