ფსიქიატრიულში ადამიანის უკანონო მოთავსების გამო საავადმყოფოს 5000 ლარის გადახდა დაეკისრა
"2017 წლის ოქტომბერში, მარიანა მანველიანი თავის სახლში, საკუთარი ოთახიდან გამოსვლისას მოულოდნელად რამდენიმე პოლიციელისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის წინაშე აღმოჩნდა", — წერს არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის.
მათივე ცნობით, მარიანა დედის გამოძახების საფუძველზე, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით გადაიყვანეს. საპატრულო პოლიციასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს არ მოუსმენიათ მარიანას ახსნა-განმარტება ოჯახში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
"საშინლად ვიყავი შეშინებული, დეპრესიულად ვიქცეოდი ყველაფერმა ჩემ წინაააღმდეგ იმუშავა. ავადმყოფობის ისტორიაში ასე ჩაწერეს, — "იყო აგრესიული" იმიტომ, რომ ვყვიროდი და დედაჩემს ვადანაშაულებდი. ეს (არანებაყოფლობითი მკურნალობა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში) იმდენად ძლიერი შოკი და სტრესი იყო, რომ ნერვულმა სისტემამ მიღალატა. საწოლზე დამაწვინეს, გამაკავეს ხელები და ფეხები სხვადასხვა მხარეს გამიბეს. მერე დამამშვიდებელი ნემსი გამიკეთეს და დამაძინეს", — ამბობს მარიანა მანველიანი.
მარინა მანველიანმა საქალაქო სასამართლოში იჩივლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიანა მანველიანი სტაციონარში 11 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. მას მოთავსების დღიდან გათავისუფლებამდე არ ჩატარებია ფსიქიატრიული მკურნალობის კურსი, არ მიუღია არანაირი მედიკამენტი.
PHR-ის იურისტებმა მიიჩნიეს, რომ არ არსებობდა ქალის ფსიქიატრულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით მოთავსების კანონიერი საფუძველი. შესაბამისად, ორგანიზაციამ საქალაქო სასამართლოს აღნიშნული ბრძანება გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
შედეგად, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა PHR-ის იურისტების პოზიცია და გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. სასამართლომ დაადგინა, რომ არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით მარიანა მანველიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება იყო უკანონო.
სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ: "პაციენტის სტაციონარში იძულებით მოთავსება უკავშირდებოდა არა პაციენტის დაავადებას, არამედ იმ ოჯახურ კონფლიქტს, რაც წინ უძღვოდა საპატრულო პოლიციის გამოძახებას".
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ ვერ შეაფასა მარიანა მანველიანსა და მის მშობელს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა და ხანგრძლივი ოჯახური კონფლიქტი, რომლის მიზეზსაც პირის რელიგიური მსოფლმხედველობა წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მარიანა მანველიანმა მიმართა საქალაქო სასამართლოს და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის გამო ფსიქიატრიული დაწესებულებისგან მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
საქალაქო სასამართლომ გაიზიარა PHR-ის იურისტების პოზიცია და 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ქალის საავადმყოფოში არანებაყოფლობით მოთავსებით მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 5000 ლარის გადახდა დააკისრა.
"სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტულია, რადგან განსახილველ საკითხებზე პირველად გაიმართა მსჯელობა, მიღებული გადაწყვეტილება კი, მნიშვნელოვნად გააძლიერებს ადამიანის უფლებების დაცვას ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ადამიანის დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია, გარემოებების ადეკვატური გამოკვლევის გარეშე, შესაძლოა გახდეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მისი არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით მოთავსების საფუძველი, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის სტანდარტს. მათივე დასკვნით, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, სათანადო მოკვლევისა და გამოძიების გარეშე, ხდება ადამიანის გადამისამართება ფსიქიატრიულ საავადმყოფიში, რაც არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები