სამშენებლო სექტორისთვის საბანკო რეგულაციები უნდა შეიცვალოს — კალაძე
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
თბილისის მერს კახა კალაძეს მიაჩნია, რომ სამშენებლო სექტორისთვის საბანკო რეგულაციები უახლოეს მომავალში უნდა შეიცვალოს. მისივე თქმით, ცვლილებები ხელს უშლის ეკონომიკურ განვითარებას.
"ცვლილებები რომელიც განხორციელდა, აშკარაა, სტატისტიკაც აჩვენებს, რომ ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდას და ამ სექტორს განვითარებას, მხედველობაში მყავს დეველოპერები და სამშენებლო კომპანიები. შესაბამისად, ცვლილებები განხორციელება, ალბათ, მოგვიწევს", — განაცხადა თბილისის მერმა.
2019 წლის პირველი იანვრიდან ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები შევიდა ძალაში. ეროვნული ბანკის ახალი პროექტი სხვადასხვა სახის შეზღუდვებს ითვალისწინებს. მათ შორის, აიკრძალება ისეთი სესხის გაცემა, რომლის ძირი თანხაც ვადის ბოლოს დაიფარება. გარდა ამისა, თუ თანამსესხებელი ოჯახის წევრი არ იქნება, ბანკი მომხმარებელს სესხს აღარ მისცემს და თუ მომხმარებელს სესხის დაფარვა საპენსიო ასაკში მოუწევს, თანხას უფრო ძნელად მიიღებს.
შეზღუდვა ხელფასის ოდენობის მიხედვით
საქართველოს ეროვნული ბანკის პროექტის მიხედვით, განსაზღვრულია ყოველთვიურად სესხის გადასახდელად განსაზღვრული ზედა ზღვრული თანხები, რომელიც ხელფასიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს ბანკებმა.
პროექტით, რაც უფრო ნაკლები შემოსავალი ექნება მსესხებელს, მით უფრო ნაკლები იქნება ყოველთვიურად სესხის დასაფარად გადასახდელი თანხა. თუ ხელფასი მსესხებელს 500 ლარამდე აქვს, ბანკმა სესხი ისე უნდა გადაანაწილოს, რომ პირს 15 პროცენტზე მეტის გადახდა არ მოუწიოს.
როგორი პროპორცია იქნება შემოსავალსა და ყოველთვიურ სასესხო გადასახადს შორის:
- 500 ლარამდე - ყოველთვიურად გადასახდელი თანხა მაქსიმუმ 75 ლარი (15%);
- 500 - 1 000 ლარამდე - ყოველთვიურად გადასახდელი თანხა 100-დან 200 ლარამდე (20%);
- 1 000 - 2 000 ლარამდე - ყოველთვიურად გადასახდელი თანხა 250-დან 500 ლარამდე (25%);
- 2 000 - 4 000 ლარამდე - ყოველთვიურად გადასახდელი თანხა 600-დან - 1 200 ლარამდე (30%);
- 4 000 - 8 000 ლარამდე - ყოველთვიურად გადასახდელი თანხა 1 400-დან 2 800-მდე (35%);
- 8 000 - 16 000 ლარამდე - ყოველთვიურად გადასახდელი თანხა 3 200-დან 6 400 ლარამდე (40%);
- 16 000 ლარზე მეტი - ყოველთვიურად გადასახდელი თანხა 8 000 ლარზე მეტი (50%).
შეზღუდვა თანამსესხებლებზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პროექტის მიხედვით, თუ თანამსესხებელი ოჯახის წევრი არაა ფინანსური კომპანია სესხს არ გასცემს. პროექტი ეროვნული ბანკის ვებგვერდზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა და მისი მიღების თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.
დოკუმენტით, რომელიც ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა, დაუშვებელია, რომ სესხის გამცემმა ორგანიზაციამ სესხი/კრედიტი გასცეს მსესხებლის/თანამსესხებლის გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე.
განმარტება: თანამსესხებელი ნიშნავს პირს, რომელთან ერთადაც საერთო სესხის იღებთ და არა — თავდებს.
ძირი ფულის დაფარვა
საქართველოს ეროვნული ბანკის პროექტით, აიკრძალება ისეთი სესხის გაცემა, რომლითაც "ძირი თანხა" ან მისი დიდი ნაწილი გადახდის ვადის ბოლოს დაიფარება. ეროვნულ ბანკს მიაჩნია, რომ ძირის გადახდა სასურველია ხდებოდეს მსესხებლის შემოსავლებზე მორგებული გონივრულად შედგენილი გრაფიკის მიხედვით.
ეს შეზღუდვა არ გავრცელდება ისეთ იპოთეკურ სესხებზე, რომლის ვადაც 6 თვეა, სხვა ტიპის სესხების შემთხვევაში კი — 3 თვე.
საპენსიო ასაკში სესხის აღების შეზღუდვა
იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი სესხის დაფარვის მომენტისთვის საპენსიო ასაკის იქნება მსესხებელმა ორგანიზაციამ დამატებითი არგუმენტებით უნდა დაასაბუთოს. ამის შესახებ საუბარია საქართველოს ეროვნული ბანკის პროექტში.
მაგალითად, თუ ხართ 59 წლის დასაქმებული და გადაწყვეტთ 10-წლიანი იპოთეკური ან სხვა სესხის აღებას უფრო მეტი არგუმენტია საჭირო თანხის მისაღებად. მსესხებელმა კომპანიამ უნდა დასაბუთდეს საპენსიო ასაკის მიღწევის შემთხვევაში სესხის დაფარვა როგორ მოხდება.
"სახელმწიფო პენსიიდან მისაღები შემოსავალი არ შეიძლება გათვალისწინებული იქნას სესხის/კრედიტის დაფარვის წყაროდ", — ვკითხულობთ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები