#გოგონებისთვის — არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო
ფოტო: კადრი ვიდეოდან
#გოგონებისთვის — ამ სახელწოდებით ფეისბუქზე ვიდეოკამპანია დაიწყო. ქალთა უფლებებზე მომუშავე აქტივისტები ვიდეომიმართვებს ავრცელებენ და საზოგადოებას ჩართულობისკენ მოუწოდებენ. მიმართვის შინაარსი არასრულწლოვან გოგოებთან დაკავშირებულ ისეთ პრობლემებს უკავშირდება, როგორიც სექსუალური ძალადობა, შევიწროება და იძულებითი ქორწინებაა. ისინი სამართალდამცავებს, სახელისუფლებო შტოებს მიმართავენ და ძალადობის შემთხვევების დროს სწრაფი და სწორი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
ონლაინკამპანიის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია საფარის ხელმძღვანელი ბაია პატარაიაა. ვიდეომიმართვების ჩაწერის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც რეგინფომ ორჯერ გაუპატიურებული არასრულწლოვნის შესახებ დაწერა. ის კახეთში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელია, მოძალადე გაუპატიურების პირველი შემთხვევიდან დღემდე თავისუფალი იყო. უფრო მეტიც, გოგო მასთან ცხოვრობდა და ამბობდა, რომ "ყველაფერი აპატია". შსს-მ სავარაუდო მოძალადე მას შემდეგ დააკავა, რაც რეგინფომ სტატია გამოაქვეყნა, ხოლო სოციალურ ქსელში მხარდამჭერი ვიდეოები აიტვირთა.
ბაია პატარაიას თქმით, საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი არასრულწლოვანი გოგოები განსაკუთრებული პრობლემების წინაშე დგანან, როგორიცაა იძულებითი ქორწინება, მოტაცება და გაუპატიურება ცოლად შერთვის მიზნით.
"თუ ეთნიკურად ქართველ გოგოებს აქვთ მსგავსი პრობლემები ბევრად უფრო ნორმალურად რეაგირებს სახელმწიფო, ხოლო ეთნიკურად აზერბაიჯანელ გოგოებთან დაკავშირებით გვაქვს გულგრილობა", — უთხრა On.ge-ს ბაია პატარაიამ.
მისი განცხადებით, საგარეჯოში მომხდარი შეხვედრის დროს საკითხი სავარაუდო მოძალადის დაკავებით არ ამოწურულა და ახლა სახელმწიფომ მთელი რიგი ღონისძიებები უნდა განახორციელოს, მათ შორისაა გოგოს თავშესაფარში გადაყვანა, ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა და სხვა მხარდამჭერი პროგრამები.
ის ამბობს, რომ კამპანია, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული. ისინი, ეტაპობრივად, სხვადასხვა პრობლემურ თემას წამოჭრიან და გადაჭრის გზებზეც იმუშავებენ.
"ქალების პრობლემები ერთია და გოგოებს აქვთ განსხვავებული პრობლემები. აქ განათლების სამინისტროსა და სოციალური მუშაკის როლი არის ძალიან დიდი, რომელბიც პასიურები არიან", — აცხადებს ბაია პატარაია.
კამპანიის ფარგლებში გავრცელებული ვიდეომიმართვები
ეთნიკურად აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, კამილა მამედოვა: მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენს სახლში არიან გოგოები, რომლებიც შეიძლება გაიტაცონ, როდესაც მათ თოჯინებთან თამაში სურთ, როდესაც მას კლასელებთან ურთიერთობა უნდათ და ვაუპატიურებთ ყოველ დღე ამ ბავშვებს და არ ვიცავთ იმიტომ, რომ ვეუბნებით — "ეს ტრადიციაა". ვატყუებთ და ვაჯერებთ, რომ ეს ამ თემისთვის ნორმალურია და მოდით, შევეგუოთ.
სახელმწიფო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამ ბავშვის, პატარა ქალის დაცვა, დუმს. ყველაზე მარტივია შეეგუო სტერეოტიპს იმიტომ, რომ შენ თვითონ ვერ იცავ. ვერ აძლევ ამ ბავშვს საშუალებას მიიღოს განათლება, იგრძნოს თავი დაცულად, როცა გადის სახლიდან. ეს ძალადობაა, რომელსაც ტრადიციაში ფუთავს სახელმწიფო".
ჟურნალისტი ნათია ორველაშვილი: "თუ ის ფაქტი, რომ 14 წლის ბავშვს დაემართა ასეთი რაღაც არ იწვევს საკმარის თანაგრძნობას, მაშინ წარმოიდგინეთ ამ გოგონას ადგილას თქვენთვის ძვირფასი ადამიანი და, იქნებ, მაშინ მაინც აღასრულოთ სამართალი, გააკეთეთ ეს გოგოებისთვის, თქვენი გოგოებისთვის, ჩვენი გოგოებისთვის, ადამიანებისთვის".
ქალთა მოძრაობის წევრი, იდა ბახტურიძე საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიასა და შს მინისტრის მოადგილეს ნათია მეზვრიშვილს მოუწოდებს ჩავიდნენ კახეთში და დაინტერესდნენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გოგოს ბედით. ასევე, მან მოუწოდა პარლამენტის გენდერული საბჭოს ხელმძღვანელს თამარ ჩუგოშვილს ჩაიბაროს ანგარიში ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის საკითხებზე.
"რატომ ხდება ისევ ამ ქვეყანაში, როცა ქალების მიმართ სასტიკი დანაშაულები ხდება და დამნაშავეები თავისუფლად დაიარებიან, მიუხედავად მათ მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენისა?", — ამბობს იდა ბახტურიძე ვიდეომიმართვაში.
ორგანიზაცია ქალები რეგიონის განვითარებისთვის წარმომადგენელი ქეთევან ხიდაშელი სექსუალური ძალადობის შემთხვევების დროს განათლების სამინისტროსა და სკოლების არასწორ რეაგირებაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, 14 წლის გოგოსთვის ფსიქოლოგიური დახმარება სკოლას უნდა შეეთავაზებინა.
"სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ვერ აცნობიერებენ, რა განსხვავებაა ზრდასრულ ქალსა და არასრულწლოვანს შორის. ისინი თვლიან, რომ თუ კაცის მხრიდან ადგილი ჰქონდა ოჯახის შექმნის "დიად" მიზანს მის მიმართ უნდა გამოიყენონ ლოიალობა. ეს ისტორია კარგად ასახავს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების სამინისტროს ჩართულობას ასეთ შემთხვევებში.
შედეგად, მივიღეთ გოგო, რომელსაც წაართვეს ბავშვობა, დაუმახინჯეს ფსიქიკა. არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური დანაშაული გახშირებულია, ალბათ შსს შემოგვედავება და გვეტყვის, რომ მათ გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკა სრულიად სხვა სურათს ხატავს, თუმცა თუ საქმეების კვალიფიკაციას გადავხედავთ მივხვდებით, სად იმალება ძაღლის თავი", — ამბობს ქეთევან ხიდაშელი.
ფემინისტური ჯგუფის ქალთა მზერის დამფუძნებელი, გვანცა ხონელიძე: "ჩვენი უწყებები და სახელმწიფო სისტემები საერთოდ უგულებელყოფენ ქალების უფლებებსა და საჭიროებებს. ინფორმაციის გავრცელებისთანავე ყველა ღირსეული პოლიტიკოსი ჩავიდოდა ადგილზე და გაეცნობოდა სიტუაციას, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ამ გოგოს დავკარგავთ, თუ მისი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის არ ჩაიდება რესურსი. ეს ერთი ტრაგიკული და ჯოჯოხეთური შემთხვევა აჩვენებს იმას, თუ როგორ არის სრულიად ნეიტრალური და არ ერგება ჩვენს საჭიროებებს ჯანდაცვის სამინისტრო და სამართალდამცავი უწყებები".
ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები ხვალ, 10 ივნისს, 17:00 საათზე პრესკონფერენციას გამართავენ. აზერბაიჯანელი ქალი აქტივისტები თავად ისაუბრებენ იმ პრობლემაზე, რომელიც აზერბაიჯანელ ქალებს აქვთ საქართველოში. ეს იქნება ერთ-ერთი აქტივობა ამ კამპანიის ფარგლებში.
"ერთი პრობლემისა და ერთი შემთხვევის მოგვარება, სამწუხაროდ, არაფერს არ ნიშნავს. ტრადიციად შეფარულ დანაშაულს რომ ღია ბრძოლა უნდა გამოუცხადოს სასამართლომ, ეს ვერავის გავაგებინეთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა", — ამბობს ბაია პატარაია.
ძალადობის სტატისტიკა
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 70 შემთხვევა აღირიცხა. მათგან ნახევარი — დადასტურდა.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს, არასრულწლოვანის მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის 287 შემთხვევა დაფიქსირდა. 2017 წელს დარეგისტრირდა 224 შემთხვევა.
სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში თითქმის ყოველ დღე, ერთი ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები