ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსის ეროვნული საზოგადოება (NSS) ყოველ წელს კოსმოსის განვითარების საერთაშორისო კონფერენციას ატარებს. წლევანდელი კონფერენცია დღეს დაიწყო და 9 ივნისის ჩათვლით გასტანს. ის ვაშინგტონის გვერდით, ვირჯინიის შტატის ქალაქ არლინგტონში მიმდინარეობს, სადაც ქართული ფოლკლორული ანსამბლი "ჩაკრულოცაა" მიწვეული.

ბავშვთა ანსამბლმა პარასკევს, 7 ივნისს, 1 საათიანი კონცერტი ჩაატარა, რომლის საკვანძო ნაწილიც კოსმოსში 42 წლის წინ გაგზავნილი სიმღერა "ჩაკრულო" იყო.

კონფერენციის დახურვამდე ანსამბლის წევრებმა არლინგტონის სასაფლაოზე გენერალ ჯონ-მალხაზ შალიკაშვილის საფლავი მოინახულეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

არლინგტონის სასაფლაოდან ბავშვებმა ლინკოლნის მემორიალთან გადაინაცვლეს და მუსიკალური ფლეშმობი დადგეს.