30 წელი "ტიანანმენის სასაკლაოდან" – ჩინეთის დემოკრატიული პროტესტის ისტორია ფოტოებში
1989 წლის გაზაფხულზე ასობით ათასი ჩინელი პეკინის მთავარ მოედანზე დემოკრატიულ ცვლილებებს, ცენზურის გაუქმებასა და კორუფციის აღმოფხვრას ითხოვდა. ივნისის პირველ დღეებში ტიანანმენზე ერთ მილიონზე მეტი დემონსტრანტი შეიკრიბა. 4 ივნისს ჩინეთის კომპარტიამ დემონსტრაციის დარბევის გადაწყვეტილებას მიიღო, შემდეგ განვითარებული მოვლენები ტიანანმენის სასაკლაოს სახელითაა ცნობილი.
1989 წლის გაზაფხულზე ჩინეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური დემოკრატიული პროტესტი დაიწყო. ასობით ათასი ჩინელი სხვადასხვა სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილების მოთხოვნით ტიანანმენის მოედანზე შეიკრიბა.
ამავე წლის აპრილში პეკინის უნივერსიტეტის ყველაზე გავლენიანი პროფესორის, ჰუ იაობანის გარდაცვალებამ მის მოსწავლეებს საკუთარი ხედვების ღიად გამოთქმისა და პროტესტისკენ უბიძგა. სტუდენტები აპროტესტებდნენ როგორც კორუფციას, ცენზურას, ასევე, სიტყვის თავისუფლების არარსებობას. დემონსტრაციის მიზანი ჩინეთის დემოკრატიული გარდაქმნა იყო.
დემონსტრაცია თითქმის ერთი თვის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა. საბოლოოდ, ჩინეთის კომპარტიის გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 4 ივნისს ცეცხლსასროლი და სხვადასხვა ლეტალური იარაღით აღჭურვილმა ჯარმა დემონსტრაციის ძალადობრივი დარბევა დაიწყო.
ჩინეთში 1989 წლის ტიანანმენის მოვლენების განხილვა აკრძალულია. დღემდე უცნობია დაღუპული დემონსტრანტების ზუსტი რაოდენობა. სხვადასხვა მონაცემებით დემონსტრაციის დარბევას 3 ათასამდე ადამიანი შეეწირა.
1989 წლის 4 მაისი — ტიანანმენის მოედანზე პირველები სტუდენტები შეიკრიბნენ
პეკინის უნივერსიტეტის სტუდენტები დემონსტრაციაზე
სტუდენტები უსმენენ პრო დემოკრატიული ცვლილების მომხრე გამომსვლელს
1989 წლის 25 მაისი — პეკინის სხავადასხვა სასწავლებლის სტუდენტები, ბანერით "ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს"
საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ატარებს პრესკონფერენციას ტიანანმენის მოედანზე
1989 წლის 18 მაისი — ჩინელი სტუდენტების პროტესტს მუშები უერთდებიან

ფოტო: Catherine Henriette/AFP/Getty Images
კომენტარები