NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის მესამედზე მეტს, 37 პროცენტს მიაჩნია, რომ არც ერთი პოლიტიკური გაერთიანება თუ პარტია მათ შეხედულებებთან ახლოს არ დგას. ამავე კვლევის მიხედვით, მხოლოდ 21 პროცენტი ამბობს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს დგას ქართული ოცნება, ხოლო 15 პროცენტი — ნაციონალური მოძრაობა.

ფოტო: NDI

კვლევა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2019 წლის 28 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს გზით წარმომადგენლობითი შერჩევით 2 927 ადამიანთან ჩატარდა. კვლევა, ასევე, წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის 2,3 პროცენტი.

NDI კვლევებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ატარებს, საველე სამუშაოები კი CRRC საქართველოს შესრულებულია.