მაგსის ბურგერი თბილისში მარტიდან გამოჩნდა, პატარა, მყუდრო ობიექტით, ფალიაშვილის ქუჩაზე.

მენიუ პირველ ეტაპზე მხოლოდ ერთი სახეობის ბურგერისგან და კარტოფილი ფრისგან შედგებოდა, ამის მიუხედავად საბურგერემ ძალიან სწრაფად დააგროვა კმაყოფილი მომხმარებლის დიდი ბაზა, ფეისბუკზე კი მისი აუდიტორია თითქმის 30 000 ადამიანამდე გაიზარდა.

"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სტუმრები მაღალ შეფასებებს გვაძლევენ" - უთხრეს On.ge-ს საბურგერეში.

მაგსის ბურგერმა ერთი კვირის წინ ვაჟა-ფშაველას #63-ში ახალი ობიექტი გახსნა და რაც ყველაზე სასიამოვნოა, ის მომხმარებელს უკვე ოთხ სხვადასხვა სახეობის ბურგერს სთავაზობს.

ამას გარდა, მენიუს დაემატა ქათმის ფრთები, ყველის ჩხირები ბეკონით, ქათმის ნაგეთსი და fresh სალათა.

"მაგსი'ს კონცეფცია ბაზარზე არსებულმა სიტუაციამ გვიკარნახა, თბილისში ნატურალური, გაუყინავი პროდუქტებით დამზადებულ ბურგერებზე საკმაოდ მაღალი ფასებია. ჩვენი აზრით კი გემრიელი ბურგერი, შეიძლება გაკეთდეს ყოველდღიურად ახალი, ხარისხიანი პროდუქტებისგან და არ ღირდეს ძვირი. ბაზარზე მსგავსი ტიპის ბურგერებზე საშუალო ფასი 9 ლარია, ჩვენთან ბურგერის ფასი 4.9 ლარით იწყება და მხოლოდ 8.9 ლარამდე ადის.

კერძებისთვის პროდუქტებს ყოველდღიურად ვყიდულობთ, ყველაზე დიდ ყურადღებას ამ პროცესში ვუთმობთ ხორცს, რომელსაც მხოლოდ უმაღლესი ხარისხისას ვხმარობთ და ადგილზე თვითონ ვამუშავებთ. ახალ, მაღალი ხარისხის და გაუყინავ პროდუქტებს ვიყენებთ სხვა კერძებისთვისაც. რაც შეეხება სოუსებს, მას ჩვენი რეცეპტებით ადგილზე ვამზადებთ, საბოლოოდ კი ამ ყველაფერს მომხმარებელი პირველივე გასინჯვისას გრძნობს" - ამბობენ Mugsy's თანამშრომლები.