თბილისის მერი კახა კალაძე ავტობუსის ფერის ასარჩევად ფეისბუქის პირად გვერდზე გამოკითხვას ატარებს. მისი თქმით, ფერის შერჩევის პროცესში მოქალაქეების ჩართულობა მნიშვნელოვანია, ამიტომ თხოვს მათ აირჩიონ: მწვანე თუ ცისფერი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც კალაძე ფერების შესარჩევად ფეისბუქგვერდებს იყენებს. აქამდე მან ფეისბუქის ლაივში მიუნხენიდან აჩვენა მოქალაქეებს ავტობუსისთვის შერჩეული ფერები. მოგვიანებით კი მერიის ფეისბუქგვერდზე ჩაატარა გამოკითხვა ორი ფერიდან ერთის ასარჩევად.

თბილისში 220 ახალი 8 მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს. სატრანსპორტო კომპანიამ ავტობუსების შემოსაყვანად გამარჯვებული კომპანია ტენდერის გამოცხადებიდან 5 თვეში გამოავლინა.