გაიცანით ასტროფუტკრები — საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ახალი ბინადრები
ერთი კვირის წინ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რაკეტა Antares-ით ზონდი Cygnus გაეშვა, რომელმაც ISS-ზე ათასობით კილოგრამი ტვირთი და ორი დამხმარე რობოტი აიყვანა.
ასტროფუტკრები პურის ხელა ოთხკუთხედი რობოტები არიან, რომლებსაც ფრენა შეუძლიათ. ამჟამად სადგურზე ორი ასტროფუტკარი იმყოფება, რომლებსაც უახლოეს მომავალში მესამეც მიემატება.
ასტროფუტკრები ასტრონავტებს ყოველდღიური მოსაწყენი საქმეების შესრულებაში დაეხმარებიან. მაგალითად, მათი ერთ-ერთი მოვალეობა სადგურზე დაკარგული ნივთების პოვაა.
ისინი გადასაადგილებლად პაწაწინა ელექტრონულ პროპელერებს იყენებენ. თითოეულ ბოტს სხვადასხვა დანიშნულების სამეცნიერო ინსტრუმენტების დამაგრება შეიძლება. მაგალითად, სენსორების, რომლებიც სადგურზე რადიაციისა და ნახშირორჟანგის დონეს გააკონტროლებენ. თითოეულ ბოტს პატარა მექანიკური ხელიც აქვს, რომლითაც მას სხვადასხვა ზედაპირზე მიმაგრება შეუძლია, ისევე როგორც კამერა.
თითოეულ ასტროფუტკარს გადაადგილება დამოუკიდებლად შეუძლია, ისევე როგორც და ასტრონავტების ბრძანებების მიხედვით.
ასტროფუტკრების ერთ-ერთი საბოლოო მიზანი კოსმოსური ხომალდების შენარჩუნება, მოვლა და ასტრონავტების დახმარებაა. მომავლის ასროფუტკრებმა სადგურზე ოპერირება შესაძლოა დამოუკიდებლად, ადამიანის ჩარევის გარეშე შეძლონ.
კომენტარები