1986 წლის, 25 აპრილის ღამის პირველ საათსა და 24 წუთზე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგებლოკში ორი ყრუ აფეთქების ხმა გაისმა. ჰაერში გაფრქვეული გაზის სვეტი 1 000 მეტრის სიმაღლეზე ავიდა. დილის ხუთი საათისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა საზარელი იისფერი ნათება სადგურის ირგვლივ კიდევ დიდ ხანს შენარჩუნდება. 33 წლის წინ, ამ დღეს, ისტორიაში ყველაზე დიდი ტექნოგენური კატასტროფა მოხდა.
რეაქტორზე გაჩენილ ხანძარს თავიდან წყლით აქრობდნენ. მეოთხე ენერგობლოკის ტყვიითა და ქვიშით დამარხვის პროცესს მხოლოდ მას შემდეგ იწყებენ, რაც ადგილზე სამთავრობო კომისია ჩადის. მეორე დღეს ადგილზე ვერტმფრენები არიან, ხოლო მეხანძრეებს სასწრაფოდ მოსკოვის რადიოლოგიურ კლინიკებში აგზავნიან.
1986 წლის 26 აპრილს, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ რადიაციული ფონი ბუნებრივს 80 ათასჯერ აღემატება. რეაქტორი შემდეგი 10 დღის განმავლობაში კიდევ სუნთქავს. ტყვიის სარკოფაგი მეოთხე ენერგობლოკის თავზე დეკემბერში იხურება. 27 აპრილს საბჭოთა კავშირის ცენტრალური ტელევიზია ახალი ამბების გამოშვებაში ჩერნობილის სადგურზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ახსენებს. 29 აპრილს გაზეთი პრავდა ორ დაღუპულზე წერს მასალას, სადაც ნათქვამია, რომ "რადიაციული ფონი უმნიშვნელოდ გაიზარდა".
ქალაქ პრიპიატში ევაკუაცია იწყება. იმავე დღეებში ორჯერ უთხრეს უარი აშშ-ს სამედიცინო და ტექნიკური დახმარების შესახებ. ამასობაში რადიაციული ღრუბელი ნორვეგიის, ფინეთისა და შვედეთის ტერიტორიას ფარავს. შიდა პოლიტიკური და საერთაშორისო აზრის სიმშვიდისთვის 30-კილომეტრიანი ზონის ევაკუაცია 10 დღის შემდეგ იწყება.
პრიპიატის ევაკუირებულ მაცხოვრებლებს ეუბნებიან, რომ თან არაფერი ზედმეტი არ უნდა წაიღონ და სამი დღის შემდეგ ყოველი მოქალაქე ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. კატასტროფიდან ერთი კვირის შემდეგ საფრთხის მასშტაბზე და დაცვის მექანიზმებზე არაფერია ცნობილი.
ამ დროს ჩერნობილიდან 100 კილომეტრში კიევში საპირველმაისო დემონსტრაციაა. პიონერები სპორტსმენები, პარტიული მუშაკები, ვეტერანები მთელი მოსახლეობა ქალაქის მთავარ მოედანზე იკრიბება. ამ დროს ხრეშატიკზე რადიაციული ფონი ნორმას ოთხმოცჯერ აღემატება.
ჩერნობილის ავარიის შედეგად 28 ადამიანი პირველ სამ თვეში გარდაიცვალა. შემდგომი ათი წლის განმავლობაში რადიაციისგან 125 ათასი ადამიანი მოკვდა. 135 ათასს ადამიანი გადაასახლეს, თუმცა 3 მილიონი ადამიანი საცხოვრებლად კვლავ აკრძალულ ზონაში დარჩა.
ასე გამოიუყურებოდა ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის მეოთხე ენერგობლოკი აფეთქების შემდეგ
პოლკოვნიკი ვიაჩესლავ ტელიატნიკოვი ევაკუაციისა და სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ლიკვიდაციის ოპერაციას ხელმძღვანელობდა. ამ სურათში ტელიატნიკოვი რეაქტორის გაუვნებელყოფის გეგმას განიხილავს
ტყვიითა და ქვიშით დატვირთული ვერტმფრენი, რომელიც მეოთხე ენერგობლოკისკენ მიფრინავს
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია, თანამშრომელი რადიაციულ ფონს ზომავს
მეოთხე ენერგობლოკი კატასტროფიდან რამდენიმე კვირის შემდეგ
გარდაცვლილი მეხანძრეების საერთო სასაფლაო
ჯამში, 1 400-მდე ტანკი, ვერტმფრენი, ჯავშანტრანსპორტი და ტრაქტორი მონაწილეობდა დაზიანებული რეაქტორის გაუვნებელყოფის ოპერაციაში. ფოტოზე გამოსახულია ამ ოპერაციაში გამოყენებული და უკვე საშიში რადიოაქტიური ტექნიკა
პირველ მაისს, მშრომელთა დღეს, კომუნისტური პარტიის მეთაურების გადაწყვეტილებით ზეიმი მაინც შედგა. ამ დროს დემონსტრაციების ადგილას რადიაციული ფონი ნორმას ოთხმოცჯერ აღემატებოდა
ფოტო 1986 წელს ვარშავაშია გადაღებული. მაშინ პანიკამ მთელი ევროპა და განსაკუთრებით მეზობელი ქვეყნები მოიცვა. მოქალაქეები რადიაციის წინააღმდეგ იმუნიზაციის სხვადასხვა ხერხებს მიმართავდნენ
ფოტო გადაღებულია დახურული ზონის მახლობლად. ასახულია სკოლის მოსწავლეები სასწავლო განგაშის პროცესში
ჩერნობილის ავარიის მუზეუმი, ქალაქი კიევი. ფოტოზე გამოსახულია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები
ქალაქ პრიპიატის ერთ-ერთი კვარტალი კატასტროფიდან რამდენიმე წლის შემდეგ
ატომური ელექტროსადგურის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავი
"მიტოვებული ლენინი"
წარწერა ამკრძალავ ნიშანზე რადიაციული საშიშროების შესახებ გვამცნობს
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური ავარიიდან 20 წლის შემდეგ
მეოთხე ენერგობლოკის მმართვის პულტი, ფოტო გადაღებულია 2000 წელს, ამ დროს რადიაციული ფონი ნორმას 16 ათასჯერ აღემატებოდა
10 წელი ავარიიდან. სურათი გადაღებულია მეოთხე ენეგობლოკთან სალიკვიდაციო სამუშაოების დროს
ფოტო გადაღებულია 2006 წელს, როდესაც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პირველი ბლოკიდან სრულად ამოიღეს ბირთვული ნარჩენები
რეაქტორის გაუვნებელყოფის სამუშაოები შემდგომ ათწლეულებში გაგრძელდა
ბირთვული ფიზიკის სპეციალისტმა, კონავალოვმა 1988 წელს ამ მუტირებული კვიცის ფიტული მოსკოვის საბჭოების სასახლეში მიიტანა, იმის ასახსნელად, თუ რა დაემართა ველურ ბუნებას ავარიის შემდეგ. ფიტული კი ცნობილი გახდა, როგორც გორბაჩოვის კვიცი
სტენსილი მიტოვებული შენობის კედელზე
მიტოვებული სახლი ჩერნობილის მახლობლად
ჩერნობილის ავარიის შემდეგ წლებში ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი სხვადასხვა ონკოლოგიური ავადმყოფობით იტანჯებოდა
ადამიანებისგან დაცლილ ტერიტორიაზე გარეული ცხოველები დაბრუნდნენ
ქალაქ პრიპიატის სამშობიარო სახლი
ფოტო გადაღებულია 2011 წელს, როდესაც ქალაქ პრიპიატის მაცხოვრებელმა საკუთარი სახლი მოინახულა
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკის ტერიტორია. ფოტოზე ასახულია ჩერნობილის ტრაგედიისადმი მიძღვნილი მონუმენტი. ძეგლი 2006 წელს აღიმართა
ქალაქ პრიპიატის მიტოვებული სკოლის შენობა
ავარიის მიუხედავად ათასობით ადამიანმა უარი თქვა სახლების მიტოვებაზე და საცხოვრებლად აკრძალულ ზონაში დარჩა
67 წლის ნასტია ვასილიევა, რომელმაც ავარიის მიუხედავად უარი თქვა ევაკუაციაზე. სოფელი რუდნაია, სადაც ვასილიევა ცხოვრობს, ჩერნობილის სადგურიდან 28 კილომეტრში მდებარეობს
ტურისტები ჩერნობილის ატომურ ელექტრო სადგურთან. რადიაციის მაჩვენებელუი კვლავაც აღემატება ნორმას
2017 წელი, აკრძალული ზონა, სოფელ კოპაჩი. ტურისტები მიტოვებულ შენობას ათვალიერებენ
კომენტარები