აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე გადააყენა
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.g
აჭარის ტელევიზიის გენერალურ დირექტორს, ნათია კაპანაძეს მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტი გამოუცხადა. მომხრე ოთხი მრჩეველი იყო, წინააღმდეგი — ერთი. სავარაუდოდ, გადაყენებას მხარი არ დაუჭირა ბეჟან გობაძემ.
კაპანაძე ტელევიზიის დირექტორად 2016 წელს დაინიშნა სამი წლით. ვადის ამოწურვამდე მას ექვსი თვე ჰქონდა დარჩენილი.
იმპიჩმენტის საფუძველი
კაპანაძის იმპიჩმენტი მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა მოითხოვა: ირაკლი დარცმელიძემ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის კვოტით არის წარდგენილი და გიგა ჩხარტიშვილმა, რომელიც ქართული ოცნების კვოტითაა საბჭოში. ნატა იმედაიშვილი კი თავიდანვე ამბობდა, რომ იმ საკითხებზე, რაც კაპანაძის იმპიჩმენტის მიზეზად დასახელდა პრეტენზიები მასაც ჰქონდა.
საბჭოს წევრები აცხადებდნენ, რომ დირექტორი არ ასრულებს პრიორიტეტებს და არსებობს ხელფასების პრობლემა. კერძოდ, საბჭო მოთხოვდა რომ მაუწყებელზე გასულიყო საგანმანათლებლო გადაცემა და დოკუმენტური ფილმები. წევრები ამბობდნენ, რომ კაპანაძის მმართველობისას დაეცა ტელევიზიის რეიტინგიც.
საბჭოს ოცნების კვოტით არჩეული წევრი გიგა ჩხარტიშვილი აცხადებდა, რომ კაპანაძის უნდობლობის "მრავალრიცხოვანი" მიზეზი არსებობს. მათ შორისა შესაძლო სამართლებრივი გადაცდომები, უტენდერო შესყიდვები, განმეორებითი შესყიდვები, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა.
ის კაპანაძეს საბჭოს მიმართ უპატივცემულობასა და თანამშრომლებისთვის საბჭოს წევრთან ურთიერთობის აკრძალვაში ადანაშაულებდა. ჩხარტიშვილმა კაპანაძეს ფაშისტი უწოდა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ, ძებნილ თავმჯდომარეს, ასლან აბაშიძეს შეადარა.
იმპიჩმენტის მოთხოვნაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კაპანაძემ თქვა, რომ საფრთხე ექმნება სარედაქციო დამოუკიდებლობას და მაუწყებლის გამართულ მუშაობას. მისი თქმით, მაუწყებელი პრიორიტეტებს იმ შესაძლებლობების ფარგლებში ასრულებდა, რაც აქვს.
კაპანაძე ამბობდა, რომ პრობლემების ნაწილზე ტელევიზია მუშაობდა და გამოასწროა კიდეც. რაც შეეხება რეიტინგს, მისი თქმით, ტელევიზიის რეიტინგს ფილმები წერდა, თუმცა ფილმები ვერ შეცვლის ქედასა და ხულოში ადამიანების ცხოვრებას. გუშინ, 17 აპრილს კი კაპანაძემ საბჭოს ახალი საგრანტო პროექტი წარუდგინა, რომელიც მაუწყებელს ახალ საგანმანათლებლო გადაცემას მოუტანდა.
სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხეს ხაზი გაუსვა აჭარის ტელევიზიმაც. მაუწყებლის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მიმდინარე პროცესები უპირისპირდება სარედაქციო დამოუკიდებლობას და მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას.
გამოხმაურებები და მხარდაჭერა კაპანაძეს
კაპანაძის იმპიჩმენტის ინიაციტივა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს და განაცხადეს, რომ მოვლენებს თვალს ადევნებენ. დირექტორს მხარი დაუჭირა საქართველოს სახალხო დამცველმა.
ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს საელჩო. მათი თქმით, მაუწყებლისა და კაპანაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს თვალ-ყურს ადევნებენ. საელჩომ იმედი გამოთქვა, რომ ტელევიზია და მისი ხელმძღვანელობა საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარების საქმეში დადებითი როლის შესრულებას გააგრძელებენ.
კაპანაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ მუსლიმთა კავშირმა. მათი თქმით, კაპანაძის დირექტორობისას ტელევიზია ხელმისაწვდომი გახდა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისთვის, მრავალფეროვანი კულტურის უკეთ წარმოჩენა გახდა შესაძლებელი. მათივე თქმით, კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი შესაძლებელია გახდეს დიდი ზიანის მომტანი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებისა და მედიის თავისუფლებისათვის.
დირექტორს გაემიჯნა ტელევიზიის 103 თანამშრომელი. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა კაპანაძის მონაპოვარი არ არის და მას შემდეგ არსებობს, რაც ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდა. მათი თქმით, კაპანაძე ერთპიროვნულ და არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც ცუდად ისახება ტელევიზიის საქმიანობასა და იმიჯზე.
პოლიტიკური პარტიები
ნაციონალურ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ იმპიჩმენტის დაყენების საკითხი პოლიტიკური გავლენის მოპოვების მცდელობაა. პარტიაში მიაჩნიათ, რომ აჭარის ტელევიზია ღია ზეწოლის მსხვერპლია და ხელისუფლება სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დახმარებით ცდილობს გადააყენოს პროფესიონალი. გაერთიანებული ოპოზიციის აჭარის ადგილობრივ წარმომადგენლობას კი მიაჩნია, რომ დირექტორის იმპიჩმენტი ბორდის წევრებს ხელისუფლებამ დაავალა.
ევროპული საქართველოს დეპუტატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ კაპანაძის გადადგომა ხელისუფლების ინტერესია, რადგან აჭარის ტელევიზია დღეს ობიექტური და მიუკერძოებელია. რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას, ნათია კაპანაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა თავისუფალი დემოკრატების წევრმა ნინო გოგუაძემ. მისი თქმით, პოლიტიკოსებს არ მოსწონთ, როცა ტელევიზიაში მათი ინტერესების გატარება არ ხდება
ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი გაჩეჩილაძე ფიქრობს, რომ აჭარის ტელევიზია გამოირჩევა საქართველოს მედიასივრცეში, როგორ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი არხი. მას მიაჩნია, რომ მმართველი გუნდის ინტერესი არაა 2012 წლის შემდეგ შექმნილი დემოკრატიული იმიჯის შელახვა.
ნათია კაპანაძის დირექტორობა
ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის 24 ოქტომბერს სამწლიანი ვადით აირჩიეს. უფლებამოსილების შესრულებას ის ამავე წლის 21 დეკემბრიდან შეუდგა.
მისი დირექტორობის პერიოდში ეთერში რამდენიმე სხვადასხვა გადაცემა გავიდა. მათ შორის, რადიო თავისუფლების პროექტები, რომელთა გაშვებაზეც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა უარი განაცხადა.
წელს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) ანგარიშში განაცხადა, რომ აჭარის ტელევიზია იყო "ერთადერთი ტელესადგური, რომელმაც შესთავაზა მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება".
2018 წელს კაპანაძემ, დირექტორის რანგში ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიიღო.
ამავე თემაზე:
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა
გადახედვა
-
"თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე "თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე
გადახედვა
კომენტარები