პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსის მიხედვით, რომელსაც ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (Reporters Without Borders) ადგენს, საქართველოს 28,98 ქულით მე-60 ადგილი უკავია. წინა წელთან შედარებით საქართველო ერთი ადგილით დაწინაურდა.

როგორც RWB წერს, საქართველოში მედიაგარემო პლურალისტურია, თუმცა ჯერ კიდევ პოლარიზებული. მათივე თქმით, ბოლო წლების რეფორმებმა მედიასაშუალებების მფლობელობის კუთხით გამჭვირვალობისა და სატელიტური ტელევიზიის პლურალიზმის კუთხით წინსვლა მოიტანა, თუმცა მფლობელები სარედაქციო გადაწყვეტილებებზე ხშირად გავლენას ახდენენ.

"დიდი გავლენა აქვს მიმდინარე დავას მთავარი ნაციონალური ოპოზიციური ტელევიზიის, რუსთავი2. ჟურნალისტების მიმართ ძალადობა იშვიათად ხდება, თუმცა ხშირია მუქარები. 2017 წელს გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიებას კვლავ დასადები აქვს დამაჯერებელი შედეგები", — ნათქვამია ანგარიშში.

პრესის თავისუფლების ამავე ინდექსის თამამად რუსეთი 149-ე ადგილს იკავებს, აზერბაიჯანი — 166-ე, სომხეთი — 61-ე.

პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:

  • ნორვეგია;
  • ფინეთი;
  • შვედეთი;
  • ნიდერლანდები;
  • დანია;
  • შვეიცარია;
  • ახალი ზელანდია;
  • იამაიკა;
  • ბელგია;
  • კოსტა-რიკა.