ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დაავალა, რომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 11-თვიანი შინაპატიმრობისთვის თითქმის 23 ათასი ლარი გადაუხადოს.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაარღვია ნავალნის თავისუფლება და ხელშეუხებლობა, გარდა ამისა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება, რომელიც ევროპის კონვენციით არის გარანტირებული.

სასამართლომ დაადგინა, რომ ნავალნის სისხლის სამართლებრივი დევნა დაკავშირებული იყო მის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობასთან და ხელისუფლება ცდილობდა, საზოგადოებრივ მოვლენებში ოპოზიციონერს მონაწილეობა არ მიეღო.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა, ოლეგი მოსკოვის სასამართლომ კომპანია ივ როშეს სახსრების გაფლანგვაში მსჯავრდებულად სცნო. არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

ალექსეი ნავალნიმ პირობითი სასჯელი მოიხადა, ხოლო მისმა ძმამ საპატიმრო დაწესებულებაში სამწელიწად-ნახევარი გაატარა. განაჩენის გამოცხადებამდე ოპოზიციონერმა 2014 წლის თებერვლიდან 2015 წლის იანვრამდე შინაპატიმრობაში გაატარა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ძმებ ნავალნების მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება და რუსეთს 76 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა.