დიღმის მასივში, მეოთხე კვარტალში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. აფეთქების ფაქტი On.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, აფეთქება 5-სართულიანი კორპუსის მესამე სართულზე მოხდა. აფეთქებამ ნგრევა გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, თუმცა, ისინი ნანგრევებში არ მოყოლილან. ადგილზე 10 სახანძო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.