ადამიანმა დედამიწაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, ეს განსაკუთრებით შესამჩნევი ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ გახდა. ტყეების გაჩეხვა, ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილება, დაბინძურება, ამ ქმედებებით მიღებული შედეგები უფრო და უფრო თვალნათელი ხდება.
გრენლანდიასა და ანტარქტიკაზე ყინული სწრაფად ლღვება, ოკეანეების ტემპერატურა მუდმივად იმატებს, ხოლო ბოლო ხუთი წელი ამ დრომდე აღწერილთა შორის ყველაზე ცხელი იყო.
ამჟამად დედამიწაზე დაახლოებით 7,7 მილიარდი ადამიანია. 2100 წლისთვის პლანეტაზე ადამიანების რაოდენობა სავარაუდოდ 11,2 მილიარდს მიაღწევს.
22 აპრილს, მსოფლიო, დედამიწის დღეს 49-ედ აღნიშნავს, ამ ღონისძიებაში მონაწილეობას 192 ქვეყნიდან ერთ მილიარდზე მეტი ადამიანი მიიღებს. დედამიწის დღის ორგანიზატორებს კი სურთ დაგვანახონ, თუ რამდენად შევცვალეთ პლანეტა ბოლო საუკუნის განმავლობაში.
1. უკუქცეული მყინვარების მაგალითზე ყველაზე კარგად ჩანს, თუ რა გავლენას ახდენს გლობალური დათბობა დედამიწაზე. მარცხენა ფოტო 1941 წელს არის გადაღებული და მასზე ალასკაზე არსებული მუირის მყინვარი ჩანს, მარჯვენა ფოტოზე კი იგივე მყინვარია, ოღონდ 2004 წელს.
2. პედერსენის მყინვარის უკუქცევა, მარცხენა ფოტო 1917 წელს არის გადაღებული, მარჯვენა კი 2005 წელს.
3. პერუში არსებული ქორი კალის მყინვარი, 1978 და 2011 წელს გადაღებული ფოტოები.
4. ტემპერატურის მატება მწვერვალებზე თოვლის საფარსაც ამცირებს. სურათებზე მატერჰორნი მოჩანს, მარცხენა ფოტო 1960 წელსაა გადაღებული, მარჯვენა კი 2005 წელს.
5. ბრაზილიის შტატი რონდონია, მარცხენა ფოტო 1975 წელს არის გადაღებული, მარჯვენა კი 2009-ში.
6. არალის ზღვა 2000-დან 2014 წლამდე ზომაში მნიშვნელოვნად შემცირდა
7. ცვლილებები მხოლოდ ხმელეთზე არ ხდება. ოკეანის მომატებული ტემპერატურა მარჯნის რიფებისა და შესაბამისად მათში მცხოვრები ორგანიზმების დაღუპვას იწვევს.
8. ფოტოზე რონის მყინვარი ჩანს, რომელის შვეიცარიის ალპებში მდებარეობს. ქვედა ფოტო 2009 წელსაა გადაღებული. გლაციოლოგები ფიქრობენ, რომ შვეიცარიაში არსებული პატარა მყინვარების ნახევარი მომავალ 25 წელიწადში გაქრება.
9. ყინულის ლღვობა ეკვადორში, მარცხენა ფოტო 1986 წლის მარტშია გადაღებული, მარჯვენა კი 2007 წლის თებერვალში.
10. ტყეების ჩეხვა დიდი პრობლემაა ბრაზილიაშიც, ქვემოთ მოცემულ ფოტოზე რონდონიის შტატის ერთი რეგიონი ჩანს. მარცხენა ფოტო 1975 წელსაა გადაღებული, მარჯვენა კი 2009-ში.
კომენტარები