შსს-ს განცხადებით, თბილისში, 4 მარტიდან 2 თვის განმავლობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება ბუდაპეშტის ქუჩაზე, კერძოდ კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთიდან ივ. ბერიტაშვილის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთამდე. უწყების ცნობით, გზის გადაკეტვა დაკავშირებულია ბუდაპეშტის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან.

ლისის ტბიდან ივ. ბერიტაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისათვის იქნება ნებადართული. ხოლო, ლისის ტბის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ნუცუბიძის ქუჩაზე ვ. ჩიქოვანის ქუჩის გავლით საიდანაც გზას ივ. ბერიტაშვილის ქუჩაზე გააგრძელებენ.