ლომჯარია: 13 წლის ბავშვის მკვლელობის დღეს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი გადატვირთული იყო
ფოტო: სახალხო დამცველი
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ 10 თებერვალს, რუსთავში 13 წლის ბავშვის მკვლელობის დღეს თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში კაცების განყოფილება გადატვირთული იყო. საქმე ეხება კაცს, რომელიც ბრალდებულია ძმის შვილის მკვლელობის საქმეში. ახლობლების თქმით, მკვლელობის დღეს მან ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს მიმართა, თუმცა სტაციონარში ადგილი არ იყო.
ომბუდსმენის განმარტებით, ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ ეს საკითხი დაბრკოლებას არ შექმნიდა პაციენტის კონსულტირებისა და სხვა დაწესებულებაში გადამისამართებისთვის. მისივე თქმით, შესაძლოა, პერსონალს ჰქონდა კომუნიკაციის პრობლემა, რადგან პაციენტსა და მის თანმხლებ პირებს ვერ მიაწოდეს საკმარისი ინფორმაცია სერვისებისა და სტაციონირებისთვის საჭირო პროცედურების შესახებ.
ომბუდსმენის განცხადებით, მიუხედავად ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის ზრდისა, კვლავ პრობლემურია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ჰოსპიტალსგარე მიღება, როგორიცაა თემზე დაფუძნებული და ამბულატორიული სერვისები. მისი თქმით, ეს განაპირობებს შემთხვევათა გამწვავებას და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების სტაციონარში განთავსების მაღალ მაჩვენებელს.
ლომჯარია განმარტავს, რომ რადგან არ არის განვითარებული საცხოვრისის ტიპის მომსახურება, პაციენტების დიდი ნაწილი, რომელთაც ქრონიკული, სოციალური და არა მწვავე სამედიცინო საჭიროებები აქვთ, წლობით ცხოვრობს სტაციონარულ დაწესებულებებში, რაც იწვევს გადატვირთულობას და ხშირად ხდება მწვავე მდგომარეობის მქონე პირების ფსიქიატრიული სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩენის მიზეზი. მისი თქმით, მწვავე პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან ფსიქიატრიული დახმარების ხარისხის მონიტორინგიც.
ომბუდსმენი აცხადებს, რომ დასახელებული პრობლემების აღმოფხვრისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს როლი. მათ შორის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის, თემზე დაფუძნებული მომსახურებების განვითარებისთვის ეფექტური ნაბიჯების გადადგმის კუთხით.
სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველას, საკითხის შეფასების პროცესში გამოიჩინონ სიფრთხილე, რათა არ მოხდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მიმართ სტიგმის გაძლიერება.
13 წლის მოზარდის მკვლელობის საქმე
10 თებერვალს რუსთავში 13 წლის მოზარდი მოკლეს, მისი მკვლელობის ბრალდებით კი ბიძა დააკავეს. საქმის პროკურორის ინფორმაციით, გარდაცვლილს საყოფაცხოვრებო დანით 20 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
საქმეზე გამოძიება განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ დაკავებულმა დანაშაული შეუცნობლად ჩაიდინა. პროკურორის თქმით, დაკავებისას ბრალდებულს ფსიქიკური აშლილობა აღენიშნებოდა რის საფუძველზეც დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
დაკავებულის მეზობლებმა და მეგობრებმა მედიასთან საუბარში განაცხადეს, რომ მკვლელობის დღეს ბრალდებული ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში მიიყვანეს, თუმცა იქ პაციენტი ადგილების არქონის გამო არ მიიღეს. მათი თქმით, პაციენტი ჩაიყვანეს ნარკოლოგიურ ცენტრშიც, თუმცა იქ მიღებისთვის წინასწარ მოსთხოვეს თანხა, რომელიც არ ჰქონდათ. ამიტომ, პაციენტი სახლში დააბრუნეს.
აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ ცენტრში. დაწესებულების ექიმი აცხადებს, რომ ფსიქიატრიულ განყოფილებაში ყველა პაციენტი მიიღეს, ვინც მათ მიმართა. ცენტრის დირექტორის თქმით, ნარკოლოგიურში მიყვანისას პაციენტი უარს აცხადებდა სტაციონირებაზე და მისი იძულებით დატოვების უფლება არ ჰქონდათ. თანამშრომლები უარყოფენ თანხის წინასწარ მოთხოვნის საკითხსაც.
საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების "ბ" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადოდ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები