ბათუმში, მეტროპოლ პარალელის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო
ფოტო: მეტროპოლი
დეველოპერულმა კომპანია მეტროპოლმა ბათუმში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მეტროპოლ პარალელის მშენებლობა დაიწყო. ახალი კორპუსების ტერიტორიაზე მეტროპოლის წარმომადგენლები, აჭარის მთავრობის წევრები და მომავალი მობინადრეები შეიკრიბნენ და მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს.
ფოტო: მეტროპოლი
ახალი კომპლექსი ბათუმის საერთაშორისო მოედნის მიმდებარედ, აბუსერიძის ქუჩაზე შენდება. კომპლექსი ორ 33 და 35-სართულიან კორპუსს აერთიანებს. A და B ბლოკები აჭარის მთისა და ზღვის ხედებით ერთმანეთის პარალელურად განთავსდება. დეველოპერულმა კომპანიამ წინასწარი გაყიდვები უკვე დაიწყო.
მამუკა იმედაშვილი, მეტროპოლის გენერალური დირექტორის მოადგილე: მეტროპოლ პარალელის მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულა ჩავდეთ და ამით ოფიციალურად დავიწყეთ ბათუმში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის სამუშაოები. მეტროპოლ პარალელი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და კომფორტული ცხოვრებისათვის ყველა აუცილებელი პირობით იქნება გამორჩეული.
მრავალსართულიანი კორპუსები მეტროპოლის ხარისხით, ხელსაყრელი მდებარეობითა და უნიკალური ხედებით იქნება გამორჩეული. გვაქვს ამბიცია, ჩვენს პოტენციურ მობინადრეებს ქალაქის შუაგულში ცხოვრების ახალი გამოცდილება შევთავაზოთ, რომელიც მათ ჩანაფიქრს მთლიანად დაემთხვევა.
გადახდის პირობები მომხმარებლის ინტერესებს მოვარგეთ და წინასწარი გაყიდვები უკვე დავიწყეთ. მშენებლობა 2027 წელს დასრულდება და მესაკუთრეებს ჩავაბარებთ ბინას, რომელიც ჩაიფიქრეს“.
განახლებული გმირთა ხეივნის მიმდებარედ, აბუსერიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კომპლექსი რამდენიმე წუთის სავალზეა იმ ობიექტებიდან, რომლებიც ქალაქის მცხოვრებლებისათვის მნიშვნელოვანია. მათ შორის არის სკოლა და საბავშვო ბაღი, იუსტიციის სახლი, სავაჭრო ცენტრები, საერთაშორისო მოედანი და რა თქმა უნდა, ზღვა. წლები ამ ტერიტორიაზე ავარიული შენობა იდგა, სადაც მცხოვრები 57 ოჯახი ახლა უახლეს საცხოვრებელ კორპუსში მიიღებს ბინას.
ფოტო: მეტროპოლ
მსურველებს კი უკვე შეუძლიათ, შეიძინონ ბინა ამ განსაკუთრებული მდებარეობით. წინასწარი გაყიდვების დაწყებასთან დაკავშირებით, ნოემბრის ბოლომდე ნებისმიერი ფართის აპარტამენტი 8%-მდე ფასდაკლებით გაიყიდება. მომხმარებელზეა მორგებული გადახდის შემდგომი პირობებიც.
ჯამში, 474 აპარტამენტი მეტროპოლ პარალელის ორ მრავალსართულიან კორპუსში გადანაწილდება. საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ მომხმარებელი თავად აირჩევს სასურველი ტიპის ბინას, იქნება ეს ერთსაძინებლიანი სტუდიო თუ პენტჰაუზი. მინიმალური ფართი — 32.5 m2, ხოლო მაქსიმალური 184.3 m2-ია.
ფოტო: მეტროპოლი
მეტროპოლის სხვა პროექტების მსგავსად, პარალელის შემთხვევაშიც კომპლექსი ეკოლოგიურად სუფთა მასალებით აშენდება. მშენებლობის ვადები სამ წელიწადზეა გაწერილი. 2027 წელს მესაკუთრეები ბინას შავი კარკასის მდგომარეობით მიიღებენ.
ამჟამად კომპანია მეტროპოლს თბილისსა და ბათუმში ჯამში 6 მიმდინარე პროექტი აქვს.
მეტროპოლის შესახებ: დეველოპერული კომპანია მეტროპოლი საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ექვს პროექტს ახორციელებს. თბილისში სამი საცხოვრებელი კომპლექსის მეტროპოლ ბაგების, მეტროპოლ ქავთარაძისა და მეტროპოლ ორთაჭალას მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი მეტროპოლ კუბი და მეტროპოლ ოვალი შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყო ახალი პროექტის პარალელის მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.
მეტროპოლის მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. დეველოპერული კომპანია 2000-ამდე დასაქმებულს აერთიანებს და მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1,050,000,000 ლარია.
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე? რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე?
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები