მორალური პრინციპებით ვიხელმძღვანელეთ — ბატიაშვილი ია კერზაიას გათავისუფლებაზე
განათლების მინისტრმა კომიტეტში მოსმენისას განაცხადა, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას "მორალური პრინციპებით" იხელმძღვანელა.
"ჩვენ გვქონდა ყველანაირი იურიდიული საფუძველი გარდა მორალურისა, რომ ქალბატონი ია გაგვეთავისუფლებინა", — განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
დეპუტატების წინაშე საუბრისას მინისტრმა თქვა, რომ მოქალაქის მიერ განცხადებაში მითითებული ყველა საკითხი ზუგდიდი სკოლის სავარაუდო დარღვევებზე აუდიტმა დაადასტურა.
"ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაზე განცხადება შემოვიდა 2018 წლის 8 ნოემბერს. განცხადებაში მითითებული იყო ინფორმაცია, სკოლაში არსებულ სანიტარულ ჰიგიენური ნორმების კომერციული საქმიანობის, სხვა კანონებისა და წესების მძიმე დარღვევის შესახებ, ასევე სახელმწიფო ქონების განკარგვის შესახებ. იმავე დღეს გამოიცა ბრძანება სკოლის ინსპექტირების შესახებ. დასკვნის საფუძველზე სკოლას 22 ნოემბერს მიეცა გაფრთხილება, სამეურვეო საბჭოს 4 დეკემბრამდე განეხილა დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გამოვლენილი დარღვევის შესახებ ასევე ეცნობა შესყიდვების და შემოსავლების სამსახურს".
მინისტრის ცნობით, 2018 წლის 22 ნოემბერს, სამინისტროში შევიდა ია კერზაიას კორესპოდენცია, რომელშიც იგი ადასტურებდა ინსპექტირების სამსახურის მიერ აღმოჩენილ დარღვევის ფაქტებს და უთითებდა, რომ მალე აღმოფხვრიდა მათ. ბატიაშვილის თქმით, კორესპოდენციაში ია კერზაია ერთმნიშვნელოვნად გამოხატავდა მზაობას, ინსპექტირების სამსახურის მიერ გამოთქმული კომპეტენტური რეკომენდაციების შესრულებაზე.
მინისტრის ინფორმაციით 2018 წლის 30 ნოემბრის სამეურვეო საბჭოს წერილში ნათქვამი იყო, რომ დარღვევების უმეტესი ნაწილი გამსწორებელი იყო, ნაწილი კი გამოსწორდებოდა უმოკლეს ვადაში.
"მათ განიხილეს დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და მიიღეს გადაწყვეტილება, არ შეეჩერებინათ უფლებამოსილება სკოლის არჩეული დირექტორისთვის. სამინისტროს შეეძლო არ დათანხმებოდა სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას და დირექტორი გაეთავისუფლებინა. სამინისტროს ქალბატონი ია არ გაუთავისუფლებია", — განაცხადა განათლების მინისტრმა სამეურვეო საბჭოს წერილზე საუბრისას.
მინისტრი აღნიშნავს იმასაც, რომ სამინისტროში შესული საჩივრის წერილის ავტორის ვინაობა მისთვის ცნობილი არაა და უწყება არც იყო ვალდებული, გაერკვია ეს:
"წერილს აწერია სახელი და გვარი და ჩვენი ვალია რეაგირება. არანაირი რეგულაცია და არანაირი ვალდებულება არ გვაქ დავიწყოთ პერსონის მოძიება".
სიტყვით გამოსვლის ბოლოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ იგი მზადაა საარჩენო პერიოდში ინსპექტირებისა და აუდიტის მორატოიუმი გამოცხადდეს, როგორც ერთგვარი "დაზღვევა სისტემის დეპოლიტიზაციისაგან".
"ჩვენ მინისტრისგან მოვისმინეთ ტყუილების კასკადი, რომელიც იწყება იმით, რომ თითქოს მინისტრმა რაღაც შანსი მისცა სკოლის დირექტორს და თურმე, არჩევნებთან არ ყოფილა დაკავშირებული", — ასე უპასუხა განათლების მინისტრს ევროპული საქართველოს წევრმა ოთო კახიძემ.
ოთო კახიძე აცხადებს, რომ ია კერზაია თავის ახსნა-განმარტებით წერილში, რაც თარიღდება 22 ნოემბრით, საუბრობს, რომ რეალურად, პრობლემები სრულიად ტექნიკური ხასიათისაა. კახიძის მტკიცებით, იმავე დღეს, 22 ნოემბერს განათლების მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლის მეორე პუნქტის შესაბამისად სკოლის დირექტორი გათავისუფლდა, რაც სარეკომენდაციო ხასიათის იყო:
"სამეურვეო საბჭომ ეს გადაწყვეტილება 30 ნოემბერს მიიღო. აქედან 2 დღეში ქალბატონი ია ცუდად გახდა რასაც ერთ კვირაში მისი გარდაცვალება მოჰყვა".
სერგი კაპანაძის თქმით, მინისტრის მიერ აღნიშნულ სავარაუდო დარღვევებზე, წყალმომარაგებაზე და იჯარაზე, ერთი თვით ადრე ჰქონდა მიმართული ია კერზაიას — 24 ოქტომბერსა და 7 ნოემბერს. მისივე ცნობით, ეს ინფორმაცია ჰქონდა ზუგდიდის რესურს ცენტრს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ თქვა, რომ ია კერზაიას გარდაცვალების საქმის გარკვევა "ღირსების საკითხია".
"ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ გამოვკითხოთ ყველა ადამიანი, ჩავატაროთ რაც შეიძლება მეტი ისეთი მოქმედება, რაც მოგვცემს ობიექტურ სურათს... ფაქტია ის, რომ ინსპექტირება მოხდა არჩევნების პერიოდში. ფაქტია ის, რომ ქალბატონი ია ინტერვიუებში საჯაროდ ამბობდა, რომ მასზე არის ზეწოლა. ფაქტია ის, რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა ამ ყველაფრის ფონზე", — განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით დეუტატები მიხეილ ბატიაშვილს უსმენენ. სხდომას გარდაცვლილი დირექტორის ოჯახის წევრებიც ესწრებიან.
ია კერზაიას გარდაცვალების საქმე
ზუგდიდის სკოლის დირექტორი, ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის 9 დეკემბერს გარდაიცვალა.
მანამდე ია კერზაია რუსთავი 2-თან ჰყვებოდა, რომ მას შემდეგ რაც არჩევნებში პედაგოგების ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე სკოლაში გენერალური ინსპექციის ორი თანამშრომელი ჩავიდა და სკოლა შეამოწმა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ამ მიზეზის გამო კი თანამდებობიდან დირექტორის გათავისუფლებას აპირებდნენ.
სკოლის დირექტორზე ზეწოლაზე საუბრობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ოპოზიცია. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და აღნიშნა, რომ ამ საქმის პოლიტიზირება მიუღებელია.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები