30 წლის შემდეგ პირველად, შესაძლოა ოსკარი წამყვანის გარეშე ჩატარდეს
ოსკარის რიგით 91-ე დაჯილდოების ცერემონიამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. თუმცა ჯერ კიდევ უცნობია ეყოლება თუ არა წამყვანი შოუს.
რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ დოლბის თეატრის სცენიდან მაყურებელს კევინ ჰარტი მიესალმებოდა, თუმცა მოგვიანებით მან ცერემონიის წაყვანაზე უარი თქვა, მიზეზი კი მისი მისამართით გაჟღერებული კრიტიკა გახდა - ჰარტს წლების წინ ტვიტერზე გამოქვეყნებული ჰომოფობიური განცხადებები გაახსენეს.
მოგვიანებით, ელენ დეჯენერესის გადაცემაში სტუმრობის დროს ჰარტმა თქვა, რომ კვლავ დაფიქრდებოდა გაუძღვებოდა თუ არა კინოსამყაროს ყველაზე დიდ მოვლენას, თუმცა ცოტა ხნის წინ მსახიობმა და კომიკოსმა თქვა, რომ ამ თემაზე დისკუსიას ასრულებს და ოსკარის წაყვანაზე საბოლოოდ ამბობს უარის.
"ამ ყველაფერს დასასრული არ უჩანს. მეტი აღარ შემიძლია, რადგან ეს დაუსრულებლად გრძელდება. მინდა ყველამ იცოდეს, რომ დავასრულე ამ თემის განხილვა - მე ოსკარის წამყვანი არ ვიქნები", - თქვა ABC-ის ეთერში ჰარტმა.
ჰარტის საბოლოო განცხადების შემდეგ, კვლავ აქტუალური გახდა კითხვა - ვინ იქნება ოსკარის წამყვანი?
ამ კითხვაზე პასუხი კი ჯერ არავის აქვს და როგორც Variety წერს, პირველად 30 წლის შემდეგ, შესაძლოა ჰოლივუდის ყველაზე დიდ ღამეს წამყვანი არ ჰყავდეს.
ამბობენ იმასაც, რომ ოსკარის პროდიუსერებმა ჰარტის პასუხის შემდეგ, 91-ე ცერემონია სრულიად სხვაგვარად დაგეგმეს და გადაწყვიტეს, რომ წამყვანის ამპლუა ჰოლივუდის A კლასის ვარსკვლავებს გადაუნაწილონ.
ოსკარის ისტორიაში ცერემონია წამყვანის გარეშე სულ სამჯერ ჩატარდა, ბოლოს ეს 1989 წელს მოხდა. მაშინ პროდიუსერებმა ცერემონია მუსიკალური ნომრებით გაამდიდრეს.
უცნობია ისიც, შესთავაზა თუ არა აკადემიამ ვინმე სხვას ცერემონიის წაყვანა. ტაბლოიდები აქტიურად წერენ, რომ წამყვანი შერჩეულია და აკადემიას სურს როგორც მაყურებელმა, ისე დოლბის თეატრში შეკრებილმა საზოგადოებამ მისი ვინაობა მხოლოდ 24 თებერვალს, ცერემონიის ღამეს გაიგონ.
ოსკარის წაყვანა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, მნიშვნელობა არ აქვს როგორ ჩაივლის ცერემონია, სანაცვლოდ მხოლოდ კრიტიკას იღებ. როცა ოსკარი მიგყავს, ყველაფრისთვის უნდა იყო მზად - მომდევნო კვირების განმავლობაში გააკრიტიკებენ ყველაფერს რაც იმ ღამეს გააკეთე. ამის საპირწონედ კი რამდენიმე კვირიანი (ხანდახან თვიანი) რეპეტიციები, ღამის გათენება და ხუმრობების ისე თქმა დევს, რომელიც ნაწყენს არავის დატოვებს.
იმ შემთხვევაში, თუ შოუ წამყვანის გარეშე დარჩება პროდიუსერებს ორი გამოსავალი აქვთ - პირველი, ან შოუს ქრონომეტრაჟი უნდა შეამცირონ და ნომინაციები ერთმანეთის მიყოლებით გამოაცხადონ, ან კიდევ უფრო მეტი მუსიკალური, თუ გასართობი ნომერი დაამატონ შოუს.
სავარაუდო არჩევანი მეორეზე გაკეთდება, რადგან ქრონომეტრაჟის შემცირება პირდაპირ ნიშნავს ნაკლებ რეკლამას და ნაკლებ შემოსავალს, რაც არც აკადემიას და არც არხს, რომელზეც ოსკარი პირდაპირ ეთერში გადის არ აწყობთ.
საბოლოოდ, რა მოხდება - აირჩევს აკადემია წამყვანს, თუ დარჩება მასპინძელის გარეშე, ამას დიდი ალბათობი 24 თებერვალს გავიგებთ, როდესაც დოლბის თეატრი მსოფლიოს უდიდეს ვარსკვალვებს უმასპინძლებს და კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვან ჯილდოს 91-ედ გადასცემენ 2019 წლის ფავორიტებს.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
კომენტარები