ბაღებსა და სკოლებში აცრებზე ცნობის წარდგენა სავალდებულო ხდება
სკოლებსა და ბაღებში ბავშვების აცრების შესახებ ცნობის წარდგენა სავალდებულო პირველი ივნისიდან გახდება. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ჯანმრთელობის შესახებ სავალდებულო ცნობაში აცრის სტატუსის გრაფაც დაემატება.
2019 პირველი იანვრიდან საქართველოს ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ნებისმიერი ადამიანი ვალდებულია, რომ ეროვნული კალენდრით განსაზღვრული პროფილაქტიკური აცრები გაიკეთოს.
აკაკი ზოიძე On.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ეს მშობლებისთვის დაიცვან ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ისვე აღნიშნავს, რომ სამედიცინო პერსონალი ვალდებული იქნება, მშობლებს ბავშვებისთვის აცრის გაკეთება მოსთხოვოს.
ზოიძის განმარტებით, სანქციები განსაზღვრული არ არის, თუმცა თუ მშობლები ბავშვებს ისევ არ აცრიან, სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს.
"შესაძლოა, ბაღში ჩარიცხვის შემთხვევაში უპირატესობა იმ ბავშვს მიენიჭოს, რომელსაც აცრები ექნება გაკეთებული", — აღნიშნა ზოიძემ.
პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით, 14 წლამდე ბავშვებისთვის ათი სავალდებულო აცრაა განსაზღვრული, მათგან ცხრა ხუთ წლამდე ასაკში კეთდება.
სავალდებულო ვაქცინაცია აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაშია გავრცელებული, მათ შორის საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ 6 თვეში ევროპაში მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადების, წითელას 41 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 37 გარდაიცვალა. 2017 წელს წითელას თითქმის 24 ათასი შემთხვევა იყო, 2016 წელს 5 ათასზე მეტი. ექსპერტების აზრით, წითელათი ინფიცირების ზრდის მაჩვენებელი ვაქცინაციისთვის იშვიათად მიმართვის პრობლემას უკავშირდება.
ვაქცინაციის ისტორია საქართველოში
ვაქცინაციით 2000-2016 წლებში წითელათი გარდაცვალების შემთხვევები 84 პროცენტით შემცირდა და 20 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ტუბერკულოზის, პოლიომიელიტის, დიფთერიის, ტეტანუსის, ყივანახველას და წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციით მსოფლიოში ყოველწლიურად 2,5 მილიონამდე ბავშვის, ხოლო B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციით 0,6 მილიონი ადამიანის სიცოცხლეა გადარჩენილი.
2013-2014 წლებში საქართველოში წითელას 11 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 3 გარდაიცვალა. ძირითადად ავადდებოდნენ ერთ წლამდე და 15-დან 30 წლამდე ასაკის მოსახლეობა.
2008 წელს 6-დან 27 წლამდე ასაკის მოსახლეობის მასობრივი აცრების კამპანია ჩატარდა. წინასწარ დაგეგმილი მილიონი ადამიანის ნაცვლად აიცრა მხოლოდ ნახევარი (50,3%), რამაც 2013-2014 წლების ეპიდაფეთქება განაპირობა.
2017 წელს წითელას 94 შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევების 13 პროცენტი 1 წლამდე ასაკის ბავშვებში იყო, ხოლო 33 პროცენტი — 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაში. 2018 წლის მაისის ბოლოსთვის წითელას შემთხვევების რაოდენობამ 864-ს მიაღწია. გარდაიცვალა ორი ადამიანი.
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
კომენტარები