ბესელია: 6 წელი უქმად არ გამიტარებია, რეგლამენტი ვიცი, ბევრი ვიმეცადინე სხვებისგან განსხვავებით
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია არ ეთანხმება ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატის განცხადებას, რომ გედევან ფოფხაძე კომიტეტის პირველ მოადგილედ რეგლამენტის დარღვევით აირჩიეს.
მისი თქმით, ის გაყვა რეგლამენტს, მიუხედავად იმისა, რომ სხდომის დაწყებამდე "გარკვეული უცნაურობები ხდებოდა.
"ეს 6 წელი უქმად არ გამიტარებია. გარდა იმისა, რომ სხვა ბევრ კანონზე ვმუშაობდი, რეგლამენტსაც კარგად ვიცნობ და ბევრიც ვიმეცადინე სხვებისგან განსხვავებით, რომ რეგლამენტის ყველა ნორმა ვიცოდე, რა შემთხვევაში რომელი ნორმა მოქმედებს და კონკრეტულ სიტუაციაში როგორ უნდა მუშაობდეს პარლამენტი", — განაცხადა დეპუტატმა.
ის ამბობს, რომ კომიტეტს მიეცა შესაძლებლობა ემსჯელა და კენჭი ეყარა არა ერთი, არამედ სამი კანდიდატისთვის.
"ამ კომიტეტის თავმჯდომარე უნდა იყოს ადამიანი, ვინც პრინციპულად დაიცავს იმ ფასეულობებსა და ღირებულებებს, რომელსაც კომიტეტი და პირადად მე ვიცავდი. თავმჯდომარე უნდა იყოს ის ადამიანი, რომელსაც ასევე პრინციპული პოზიცია ექნება ისეთ საკითხთან მიმართებაში, როგორიც არის მართლმსაჯულების რეფორმა", — განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გედევან ფოფხაძის არჩევა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველ მოადგილედ რეგლამენტის დარღვევით მოხდა.
ირაკლი კობახიძე ერთადერთი არ არის, ვინც თქვა, რომ გედევან ფოფხაძე რეგლამენტის დარღვევით აირჩიეს. თავმჯდომარის აზრს იზიარებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი დავით მათიკაშვილი და სივრცე-დროა საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველ მოადგილედ ქართული ოცნების დეპუტატი გედევან ფოფხაძე აირჩიეს. მან თავმჯდომარის მოვალეობები უნდა შეასრულოს. ამავე დროს, ფოფხაძე პირველი მოადგილე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტშიც არის და არჩევის შემდეგ აღნიშნული კომიტეტი უნდა დატოვოს.
31 დეკემბრის კომიტეტი სხდომაზე კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გედევან ფოფხაძის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა, ლევან გოგიჩაიშვილი და რუსლან პოღოსიანი წარადგინა.
სხდომის დასაწყისში სამი კანდიდატურის დაყენებას უკმაყოფილება მოჰყვა ქართული ოცნების ზოგიერთი დეპუტატის მხრიდან. დავით მათიკაშვილმა ეკა ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, სხდომის დღის წესრიგში მხოლოდ ერთი კანდიდატურა იყო შეყვანილი, ხოლო სხდომაზე ბესელიამ კიდევ ორი კანდიდატურა დაამატა, რაც მისი განცხადებით რეგლამენტის დარღვევაა. ბესელიას განმარტებით, სხდომის საკითხი თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა იყო, შესაბამისად, დამატებითი კანდიდატურების წამოყენების კანონიერი უფლება ჰქონდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია თანამდებობიდან 27 დეკემბერს გადადგა. მისი თქმით, ამით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებას შეუშალა ხელი. მისი განმარტებით, ის მას შემდეგ გადადგა, რაც მისმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობების დატოვების მოთხოვნით მიმართა. ბესელიას გადადგომის შემდეგ ზარდიაშვილს მოუწევდა ამ თანამდებობაზე მუშაობა.
ეკა ბესელიას გადადგომას მმართველ გუნდში დაპირისპირება მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ბესელიას გადადგომის მიზეზები პარტიის შიდა სამზარეულოა, რომელსაც ნაწილობრივ გარეთ გამოიტანეს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი წარადგინა. ამის მიუხედავად, დღემდე არ არსებობს პროცედურა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატები უნდა წარადგინოს. ამ მიზეზით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და საბჭოს არამოსამართლე წევრებს პროცესის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე კითხვები უჩნდებათ.
ამავე თემაზე: სასამართლოს სუიციდად შეფასებული გადაწყვეტილება და უვადო მოსამართლეობის 10 კანდიდატი
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
კომენტარები