შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში მისვლას 21 დეკემბერს გეგმავს. ის დეპუტატებს სამინისტროს ერთი წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს და მზად არის, დასმულ კითხვებსაც უპასუხოს. გიორგი გახარიას წერილობითი მიმართვა უკვე პარლამენტშია და ის დეპუტატებმა მიიღეს.

შს მინისტრი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ახალი რეგლამენტის 154-ე მუხლის შესაბამისად მიდის, რომლის მიხედვით, მთავრობის წევრი მოსმენის მოთხოვნით პარლამენტს საკუთარი ინიციატივით მიმართავს და მას პარლამენტი მოთხოვნისთანავე უსმენს.