ბრიტანეთს შეუძლია, ბრექსიტი ერთპიროვნულად გააუქმოს — ევროკავშირის სასამართლო
ფოტო: AFP
ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიდ ბრიტანეთს ერთპიროვნულად, სხვა ქვეყნებთან შეუთანხმებლად შეუძლია, ბრექსიტი გააუქმოს. სასამართლომ გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ბრექსიტის საკითხის განხილვამდე ერთი დღით ადრე, 10 დეკემბერს მიიღო. ბევრი ფიქრობს, რომ თემთა პალატა ბრექსიტის შეთანხმებას მხარს არ დაუჭერს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი ცდილობს, რომ პარლამენტის წევრები მხარდაჭერაში დაარწმუნოს. გარდა ამისა, შეთანხმების წინააღმდეგ ხმას აძლევენ არა მხოლოდ ბრექსიტის მოწინააღმდეგეები, არამედ მისი მომხრეთა ნაწილი კონსერვატიული პარტიიდან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი უვარგისია.
ჯერ უცნობია რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი ბრექსიტის შეთანხმებას მხარს არ დაუჭერს. თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტერეზა მეის ნდობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
ევროკავშირის ლიდერებმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლისა და სამომავლო ურთიერთობების შეთანხმებას მხარი 25 ნოემბერს დაუჭირეს. შეთანხმება, რომელიც ჯერ დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ევროკავშირიდან გასვლის პროცედურების მნიშვნელოვანი დასაწყისია.
ტერეზა მეის თქმით, ეს შეთანხმება "დიდი ბრიტანეთის წარმატებულ მომავალს განსაზღვრავს". ბრიუსელში სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა მეიმ მიმართა ყველას, ვინც "დარჩენას" და "გასვლას" მისცა ხმა, რომ გაერთიანდნენ ამ შეთანხმების უკან და "ბრექსიტზე კამათზე ნუ დაკარგავენ დროს".
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 1973 წელს შეუერთდა და პირველი ქვეყანაა, რომელიც მას დატოვებს. ის ევროკავშირიდან საბოლოოდ 2019 წლის 29 მარტს უნდა გამოვიდეს. დოკუმენტის პროექტში საუბარია 21-თვიან გარდამავალ პერიოდზე და ე.წ. გაყრის კანონპროექტის დეტალებზე, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთმა ევროკავშირს 39 მილიარდი ფუნტ სტერლინგი უნდა გადაუხადოს.
ბრექსიტის შეთანხმების განხილვას უთანხმოების გარეშე არ ჩაუვლია ქვეყნის შიგნით. უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ჩრდილოეთ ირლანდიისა და ირლანდიის რესპუბლიკის საზღვარი. მხარეები ვერ თანხმდებოდნენ ბრექსტისის შემთხვევაში როგორ აეცილებინათ საზღვარზე ფიზიკური შემოწმება.
დიდი ბრიტანეთიც და ევროკავშირიც მიიჩნევენ, რომ ირლანდიის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის სრულყოფილი საზღვარი არ უნდა არსებობდეს, რაც პასპორტის კონტროლსა და მკაცრ შემოწმებას გულისხმობს. ბოლო შეთანხმებით კი, საზღვარი ღია იქნება ეს კი "მკაცრი ბრექსიტის" პრინციპებს ღალატობს. 14 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ბრექსიტის პროექტს მხარი დაუჭირა. ამ შეთანხმებას მინისტრთა კაბინეტის 11-მა წევრმა არ დაუჭირა მხარი, მათგან ორი კი გადადგა, მათ შორის, ბრექსიტის საკითხების მინისტრი.
ამავე თემაზე:
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები