საჩხერეში ამომრჩევლების წასაყვანად თბილისში, დიღმის მასივში ავტობუსებია მობილიზებული. ინფორმაციას ონლაინგამოცემა ლიბერალი ავრცელებს.

ავტობუსთან შეკრებილმა ადამიანებმა გამოცემას დაუდასტურეს, რომ საჩხერეში მიდიან. ერთ-ერთმა კი აღნიშნა, რომ საჩხერეში ხუთი ათასი ადამიანი უნდა წაიყვანონ.

დღეს, 28 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. საქართველოს მასშტაბით დილის 8 საათზე საარჩევნო უბნები გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი დაიწყო.

მეორე ტურში მონაწილეობას გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იღებენ.

ამავე თემაზე: