10 ევროპული ქალაქი, რომელიც ოჯახთან ერთად უნდა ნახოთ
ფოტო: TravnikovStudio / Shutterstock
ისეთ ქვეყნებში მოგზაურობას, სადაც არასდროს ვყოფილვართ, არც არაფერი სჯობს. თუმცა, თავგადასავალი გაცილებით საინტერესო და დასამახსოვრებელია, თუ ჩვენი ოჯახის წევრებიც გვერდით გვყავს და ამ კუთხით, ჩვენს შთაბეჭდილებებსაც იზიარებენ ხოლმე.
ოჯახური მოგზაურობის დაგეგმვის პროცესში კი თითოეული ოჯახის წევრის ინტერესების გათვალისწინება აუცილებელია. დიახ, საჭიროა ისეთი დანიშნულების ადგილის შერჩევა, სადაც ბავშვებიც და უფროსებიც კარგად გაერთობიან და უკან დაბრუნებულებს, მეგობრებისთვის მოსაყოლიც ბევრი ექნებათ.
სწორედ ამიტომ, დღეს იმ ქვეყნებზე მოგიყვებით, რომლებიც დიდებს თუ პატარებს თანაბრად მოეწონებათ.
1. პარიზი
პარიზის დისნეილენდის ცნობილი სასახლე
ფოტო: Shutterstock
სიყვარულის ქალაქად წოდებული პარიზი ოჯახთან ერთად მოგზაურობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს, ერთ-ერთი პირველი კი დისნეილენდია. უზარმაზარ ფართობზე გადაჭიმული ზღაპრული სამყარო მონუსხულს დაგტოვებთ, რადგან აქ საკუთარ ადგილს ყველა იპოვის - დიდიც და პატარაც.
გარდა ამისა, პარიზში არსებობს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგიის მუზეუმი და ატრაქციონების დიდი პარკი. თუ ცხოველები გიყვართ, ოჯახთან ერთად აუცილებლად უნდა ეწვიოთ ჟორჟ ვილის ფერმასაც, სადაც პატარები საკუთარი თვალით ნახავენ, როგორია ფერმერთა ცხოვრება.
Wizz Air-ით პარიზში მოხვედრა 64.99 ევროდ შეგიძლიათ.
2. ბარსელონა
ტიბიდაბოს გასართობი პარკი
ფოტო: Shutterstock
ბარსელონა თავბრუდამხვევი და ფერადი ქალაქია, რაშიც მაშინვე დარწმუნდებით, როგორც კი ტიბიდაბოს ატრაქციონების პარკში მოხვდებით. ბარსელონას არაჩვეულებრივი ხედით ტკბობა მონტჟიუკის საბაგიროებიდანაც შეიძლება.
თუ ოჯახში ფეხბურთის მოყვარულიც გყავთ, კამპ ნოუს სტადიონზეც შეიარეთ. იქ მისულებს ფეხბურთის მუზეუმსაც დაგათვალიერებინებენ, სადაც თქვენ თვალწინ ბარსელონას კლუბის ლეგენდარული წარსული გაცოცხლდება.
ქუთაისი-ბარსელონას ბილეთის ფასი 49.99 ევროდან იწყება.
3. კოპენჰაგენი
პატარა ქალთევზას ქანდაკება — დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის სიმბოლო
ფოტო: Shutterstock
თუ გსურთ, რომ რეალურ ზღაპარში აღმოჩნდეთ, ამ ოცნებას კოპენჰაგენი აგიხდენთ. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ხომ ერთადერთი და განუმეორებელი ჰანს ქრისტიან ანდერსენის ქალაქია.
აქვეა გინესის რეკორდების მუზეუმი, სადაც უნიკალური კოლექცია ინახება. თუ ბევრი სიარული არ გიყვართ, შეგიძლიათ რომელიმე ლამაზ პარკში ჩამოსხდეთ და ოჯახური პიკნიკი მოიწყოთ.
4. სტოკჰოლმი
სტოკჰოლმის ერთ-ერთი მეტროსადგური
ფოტო: Alexander Dragunov
სტოკჰოლმი ასტრიდ ლინდგრენის წიგნების მოყვარულებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ქალაქია. ლეგენდარული საბავშვო მწერლის პერსონაჟებს: კარლსონს, პეპის, ყაჩაღის ასულ რონიასა და სხვებს აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით. აუცილებლად მოინახულეთ ლინდგრენის სახლ-მუზეუმიც, რომელიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ.
გარდა ამისა, თუ ერთი წერტილიდან მეორე წერტილში გადასაადგილებლად სტოკჰოლმის მეტროს გამოიყენებთ, მეტროსადგურებით მიღებული შთაბეჭდილება თქვენც და თქვენი ოჯახის წევრებსაც სამუდამოდ გაგვყვებათ.
5. ამსტერდამი
ტიტების მინდორი, ამსტერდამი
ფოტო: Olena / Shutterstock
ამსტერდამი მაინცდამაინც ოჯახური ქალაქის სახელით არაა განთქმული, მაგრამ სინამდვილეში ჰოლანდიის დედაქალაქს ორი სახე აქვს: ერთი - ხმაურიანი, წითელი ფარნებითა და ქოფი შოპებით, მეორე - მშვიდი, უზარმაზარი ზოოპარკითა და ტიტების მდელოებით.
ამსტერდამი თავისი საკონდიტროებითაც არის ცნობილი და როდესაც სიარულით დაიღლებით, შეგიძლიათ ქუჩის კუთხეში ჩამოჯდეთ და უგემრიელესი სასუსნავებით შეიქციოთ თავი.
6. რომი
ტრევის შადრევანი რომში
ფოტო: Artography / Shutterstock
თუ რომში ოჯახთან ერთად ჩახვალთ, იცოდეთ, რომ ნამდვილად არ მოიწყენთ. ამ ქალაქ-მუზეუმში სიარულით შეიძლება ძალიან დაიღალოთ, თუმცა, ეს ყველაზე სასიამოვნო დაღლა იქნება თქვენს ცხოვრებში.
იმ შემთხვევაში, თუ ქუჩებში სიარული მოგბეზრდებათ, შეგიძლიათ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ 3D შოუს დაესწროთ, ან უბრალოდ ანგელოზის ციხესიმაგრეს ეწვიოთ და მდინარის ნაპირზე მშვიდ და წყნარ გარემოში ივახშმოთ.
ტრევის შადრევანიც არ გამოტოვოთ. ბავშვებს დიდებივით უხარიათ შადრევანში მონეტის ჩაგდება და სანუკვარი სურვილის ჩაფიქრება. სამწუხაროდ, რამდენი დროც არ უნდა გაატაროთ რომში, მაინც უამრავი ადგილი დაგრჩებათ სანახავი.
ქუთაისიდან ამ ზღაპრულ ქალაქში მოხვედრას 39.99 ევროდ შეძლებთ.
7. პრაღა
პრაღის "რკინიგზის სამეფო"
ფოტო: Alamy
პრაღა ბავშვებისთვის არაჩვეულებრივი ადგილია: ინტერაქტიული მუზეუმებით, თავგადასავლებით სავსე პარკებითა და იაფი ტკბილეულით როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის.
აუცილებლად ეწვიეთ "რკინიგზის სამეფოს", რომელიც ანდელის უბანშია განლაგებული. აქ ნახავთ პატარა მატარებლებს, რომლებიც ჩეხური ქალაქების მინი-მოდელებს შორის მოძრაობენ. ბავშვები კი შეძლებენ, სიმულაციურ თამაშებში ავტობუსისა თუ ტრამვაის მძღოლის როლი მოირგონ.
კიდევ ერთი ზღაპრული სანახაობა სარკის ლაბირინთში გელოდებათ. ეს უჩვეულო ნაგებობა მე-19 საუკუნიდან აოცებს სტუმრებს.
ქუთაისიდან პრაღაში მოხვედრა ძალიან ადვილია. ბილეთების ფასი 49.99 ევროდან იწყება.
8. ლისაბონი
ფოტო: Babyccino Kids
ლისაბონი იმ ქალაქებს მიეკუთვნება, სადაც სიარული არასდროს მოგბეზრდებათ. ოჯახთან ერთად კი ეს კიდევ უფრო სახალისო პროცესი იქნება.
სანახავი ადგილებია: თავგადასავლების პარკი, ოკეანარიუმი და კვინტა და რეგალიერა – ჯადოსნური სამყარო, რომელიც გამოქვაბულებსა და მიწისქვეშა დერეფნებს აერთიანებს. ლისაბონის ზოოპარკსაც ნუ აუვლით გვერდს, რადგან აქ უკიდურესად იშვიათი თეთრი ვეფხვების ნახვა შეგიძლიათ.
ყველაზე საინტერესო ნაწილი კი ბოლოსთვის მოვიტოვეთ: ჰიპოტრიპი 90-წუთიანი ტურია, რომელიც ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ ავტობუსში ჩასხდომით იწყება. ყველაფერი სტანდარტულად მიდის, სანამ ავტობუსი მდინარე ტაგუსში არ შეცურავს. ამ მომენტიდან კი ტური სრულიად განსაკუთრებული ხდება. ეს სწორედ ის თავგადასავალია, რომელიც სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა გამოსცადოთ.
9. მიუნხენი
მიუნხენის მერიის საათი
ფოტო: Savvapanf Photo / Shutterstock
მიუნხენი მხოლოდ ლუდი და პრეცელები არაა და ამაში მაშინვე დარწმუნდებით, როგორც კი ქალაქში ფეხს დაადგამთ.
რა უნდა ნახოთ: ინგლისური ბაღი, რომელიც ნიუ-იორკის ცენტრალ-პარკზე დიდია, ოთხსართულიანი სათამაშოების მუზეუმი და 100 წლის საათი მიუნხენის ისტორიულ უბანში, რომელიც დღის 11 და 12 საათზე ცოცხლდება და არაჩვეულებრივ სანახაობას სთავაზობს შეკრებილ მაყურებლებს.
10. ვენა
ბავშვების მუზეუმი ვენაში
ფოტო: Travel With Bender
ამსტერდამისა არ იყოს, ვენაც ყველას "დიდების ქალაქი" ჰგონია. სინამდვილეში კი ავსტრიის დედაქალაქში ყველა იპოვის გასართობს. ავიღოთ თუნდაც მუსიკის სახლი, სადაც დარბაზები ინტერაქტიული ეკრანებითაა სავსე. აქ ბავშვებს შეუძლიათ საკუთარი CD ჩაწერონ ან ვენის ფილარმონიის ორკესტრს უდირიჟორონ.
ვენის ზოოპარკი და ეშმაკის ბორბალიც აუცილებლად სანახავია. რაც შეეხება შონბრუნის სასახლეს, შესაძლოა, ოთახების სანახავად ვერც კი მოიცალოთ, ისე გაგიტაცოთ დახვეწილ ბაღებში ხეტიალმა.
აქვე არის ბავშვების მუზეუმიც, სადაც პატარებს შეუძლიათ პრინცებივით და პრინცესებივით გამოეწყონ, უზარმაზარი პარიკები მოირგონ და ტახტზე დასხდნენ. მათთვის იმპერატორული ბანკეტიც კი არის გათვალისწინებული. გაფრთხილებთ, რომ ამ ადგილიდან ადვილად შეიძლება ვერც წამოხვიდეთ.
თუ მოცარტის ქალაქში ვიზიტს გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ ქუთაისიდან ვენაში ჩასვლა 29.99 ევრო დაგიჯდებათ.
Wizz Air ბორტზე ერთი უფასო ხელბარგის (40x30x20 სმ) ატანის საშუალებას გაძლევთ. მგზავრებს, რომლებიც WIZZ პრიორიტეტის სერვისით ისარგებლებენ, საშუალება აქვთ, უფასო ხელბარგთან ერთად, თვითმფრინავის სალონში აიტანონ საგორებელი ჩანთაც (55x40x23 სმ). მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად, ავიაკომპანიამ 10კგ-იანი რეგისტრირებული ბარგის გადატანის შეთავაზება შეიმუშავა. მისი ფასი სულ რაღაც 7 ევროდან იწყება.
Wizz Air-ის ბარგის პოლიტიკას უფრო დეტალურად მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა

კომენტარები