სარალიძის მხარდამჭერმა პეტიციამ 10 000 ხელმოწერა დააგროვა — აპირებს თუ არა მერია მის განხილვას
სარალიძის მხარდასაჭერად შექმნილმა პეტიციამ "უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს" განსახილველად საჭირო, 10 000 ხმა დააგროვა. თუმცა, პეტიციის განხილვას თბილისის მერიას კანონი არ ავალდებულებს.
იმისთვის, რომ საჯარო უწყებებმა მოქალაქეების მიერ შექმნილი პეტიცია განიხილონ ის მთავრობის შექმნილ ვებგვერდზე უნდა იყოს რეგისტრირებული. On.ge-მ სცადა გარკვევა აპირებს თუ არა მერია ამ პეტიციის საკუთარი სურვილით განხილვას.
როგორც მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, ქალაქის მერი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელებს. მათი თქმით, მთავარი ნაძვის ხის განთავსების საკითხსაც კალაძე მოქალაქეებთან ერთად მიიღებს. თუმცა, მერიაში არ აკონკრეტებენ განიხილავენ თუ არა კონკრეტულად ამ პეტიციას.
შვილმკვდარი მამა, ზაზა სარალიძე, რომელიც შვილის მკვლელების დასჯას ითხოვს, რუსთაველის გამზირზე კარვის გაშლას თვეების განმავლობაში ცდილობდა, თუმცა ყველა მცდელობა პოლიციასთან დაპირისპირებით სრულდებოდა. 5 ნოემბერს მას მერიამ წერილი მისწერა. წერილში მერია ითხოვს, რომ სარალიძემ აქცია თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად სხვა ადგილზე გამართოს.
ამ საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქი საახალწლოდ ემზადება და ამ ადგილის გამოყენება შეუძლებელი იქნება. როგორც მერი განმარტავდა, აქციის მონაწილეებს შეუძლიათ სხვა ადგილი იპოვონ.
ზაზა სარალიძისთვის კონსტიტუციური უფლების, კარვის გაშლის უფლების შეზღუდვის გამო 10 ნოემბერს აქცია გამართეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ არასამთავრობოებმა პროტესტის ნიშნად კარვები მაინც გაშალეს.
აქციაზე პოლიციასთან შეტაკების დროს სარალიძე შეუძლოდ გახდა. ამის შემდეგ მოქალაქეებმა პეტიცია "უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს!" Thepetitionsite.com-ზე შექმნეს.
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
კომენტარები