თბილსერვის ჯგუფმა დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიამ გაავრცელა.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პირველ ეტაპზე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დავით გურამიშვილის გამზირზე, კერძოდ, კინო საქართველოს მიმდებარე ტერიტორიიდან მეტროსადგურ სარაჯიშვილამდე განხორციელდა, სადაც 126 ერთეული საახალწლო სანათი მოწყობილობა დამონტაჟდა.

თბილისის მერიის ცნობით, თბილსერვის ჯგუფი საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟს ყოველწლიურად, ნოემბრის პირველ რიცხვებში თბილისის გარეუბნებიდან იწყებს და დეკემბრის შუა რიცხვებამდე ასრულებს.