გურამ კაშია

6 Nov. 2018, 22:32

მე სკოლაში რომ დავდიოდი, ბუფეტში ჩასვლა მეშინოდა ხოლმე. "ბულკები" იყო, ის რომ გეყიდა და შეგეჭამა... იქ "კაი ბიჭები" იდგნენ, ოთხი-ხუთნი და "შემაყენებდნენ" და "ხურდა მომე, ბიჭო". ამ ბავშვების მართლა მეშინოდა იმიტომ, რომ მე ვიყავი პატარა...

ამ პრობლემას გავურბოდი, არავის ვეუბნებოდი... მე მინდოდა, რომ არ შემერცხვინა ჩემი ძმა. პირიქით, ჩემი ძმისთვის უნდა მეთქვა, რომ ასეთ შიშს განვიცდიდი. ეს ვიღაცას უნდა გაუზიაროთ, რომ გეშინიათ. ეს შეიძლება, მარტო ჩაგვრა არ იყოს. თუ რამის გეშინიათ, აუცილებლად ისეთი ადამიანი უნდა მონახოთ ვისაც ეტყვით, ვისაც გაუზიარებთ თქვენს შიშს.

სახლში მეუბნებოდნენ, რომ ბიჭო, "არავინ არ დაგჩაგროს", "არ იტირო". არადა, ერთი კვირის წინ ვბღაოდი, ისე ვტიროდი, მამაჩემია საავადმყოფოში და ძალიან მძიმედ არის. არ არის სირცხვილი, რომ ადამიანმა და კაცმაც იტიროს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მთავრობის გადაწყვეტილებებს ემიჯნება — რას წერს მიხეილ ბუცხრიკიძე

"მე, როგორც საჯარო სექტორში დასაქმებული პირი, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი,ცალსახად ვემიჯნები 28…