მობილურებსა და კიბოს შორის "გარკვეული კავშირი" გამოიკვეთა, ყოველ შემთხვევაში, მამალ ვირთხებში
ფოტო: HARTMAN-SIMKINS
უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, იწვევს თუ არა მობილური ტელეფონები კიბოს. ხუთშაბათს აშშ-ს მთავრობამ წარადგინა შეერთებული შტატების ეროვნული ტოქსიკოლოგიის პროგრამის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელსაც ექსპერტები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ და ხანგრძლივ ექსპერიმენტად მოიხსენიებენ.
ექსპერიმენტი ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს დაიწყო, საბოლოო ჯამში ის 30 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა და მასში 3 000 მღრღნელი მონაწილეობდა.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს გარკვეული მტკიცებულებები იმ მოსაზრების სასარგებლოდ, რომ გარკვეული ტიპის ტელეფონების მიერ გამოყენებულ რადიოტალღებს მამრ თაგვებში ტვინის კიბოს გამოწვევა შეუძლია.
კვლევაში მონაწილე მამრი თაგვების დაახლოებით 2-3 პროცენტს თავის ტვინის გლიომა განუვითარდათ, საკონტროლო ჯგუფში კი სიმსივნე არც ერთ თაგვს არ დამართნია.
მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ თაგვების დაახლოებით 5-7 პროცენტს, რომლებიც რადიაციის ყველაზე მაღალი დოზის ქვეშ იყვნენ, გულში კეთილთვისებიანი სიმსივნეები, კერძოდ ნევრინომები განუვითარდათ, საკონტორლო ჯგუფში კი მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ რადიოტალღებსა და თაგვების ტვინში გაჩენილ სიმსივნეებს შორის რეალური კავშირი არსებობს", - აცხადებს აშშ-ს ეროვნული ტოქსიკოლოგიის პროგრამის უფროსი მეცნიერი ჯონ ბუჩერი.
თუმცა, ბუჩერი აღნიშნავს, რომ ექსპერიმენტში გამოყენებული რადიაციის დოზა და მისი მიღების ხანგრძლივობა ბევრად აღემატება იმას, რასაც ადამიანი მობილური ტელეფონის ჩვეულებრივად მოხმარებისას იღებს, რის გამოც ამ შედეგის პირდაპირ ადამიანებზე განზოგადება არასწორია.
მეცნიერებმა ექსპერიმენტში მხოლოდ 2G და 3G ქსელებისთვის დამახასიათებელი რადიოსიხშირეები გამოიყენეს, შესაბამისად აღნიშნული კვლევა 4G-ზე და მომდევნო თაობის ქსელებზე არ ვრცელდება.
ექსპერტების თქმით, ვინაიდან მობილურ ტელეფონებს ყოველდღიურად მილიარდობით ადამიანი იყენებს, კიბოს გაჩენის უმცირესად მომატებულ რისკსაც კი შესაძლოა დიდი ხმაური მოჰყვეს. ეპიდემიოლოგების უმეტესობაზე დაყრდნობით, ადამიანთა მოსახლეობაში გლიომას შემთხვევების გახშირება არ დაფიქსირებულა.
კვლევაში გამოყენებული რადიაციის ყველაზე დაბალი დონე აშშ-ს მთავრობის მიერ დაშვებული რადიაციის იმ მაქსიმალურ დონეს უტოლდებოდა, რაც შეიძლება ტელეფონის მომხმარებელმა მიიღოს. ამ რაოდენობის რადიაციას ჩვეულებრივი მომხმარებელი ძალიან იშვიათად თუ იღებს, ხოლო კვლევაში გამოყენებული ყველაზე მაღალი დოზა კი აშშ-ს მიერ დაწესებულ ლიმიტს ოთხჯერ აღემატებოდა.
აღნიშნული კვლევის წინასწარი ვერსია 2016 წელს გამოქვეყნდა, სადაც ავტორები აცხადებდნენ, რომ თაგვებში ტვინის კიბო, "სავარაუდოდ, რადიაციამ" გამოიწვია. ამ წელს გამოქვეყნებულ კიდევ ერთი წინასწარ ვერსიაში კი მათ განაცხადეს, რომ თუ მობილურების მიერ კიბოს გამოწვევის რისკი არსებობს, ის ძალიან მცირეა.
მარტში სამეცნიერო სტატია 11 ექსპერტისგან შემდგარმა ჯგუფმა განიხილა, მათ აშშ-ს მთავრობას მოუწოდეს, რომ მობილურ ტელეფონებსა და თაგვების ტვინში განვითარებულ სიმსივნეებს შორის კავშირი არა "საეჭვოდ," არამედ "ნაწილობრივ დასაბუთებულად" მოეხსენიებინათ.
კვლევის ფარგლებში კიბოსა და მობილურებს შორის კავშირი მხოლოდ მამრ თაგვებში დაფიქსირდა. ექსპერტების თქმით, ეს შედეგი გასაკვირი არ არის, რადგან კიბო ქალებსა და მამაკაცებში ხშირად სხვადასხვანაირად ვითარდება.
თაგვები რადიაციის ქვეშ ორი წელი, ყოველდღე 9 საათის განმავლობაში იყვნენ, ეს დოზა ბევრად აღემატება იმას, რასაც ადამიანები მობილურების თუნდაც ხშირად გამოყენების შემთხვევაში ვიღებთ.
კვლევაში 900 მეგაჰერცის მქონე რადიოტალღები გამოიყენეს, ეს ის სიხშირეა, რომელიც მეორე თაობის მობილურებში გამოიყენება. ამჟამად ტელეფონების უმეტესობა მეოთხე (4G) თაობის ქსელს იყენებს, რომლის ტალღებიც ბევრად უფრო მაღალი სიხშირისაა, რის გამოც მათ ორგანიზმში შეღწევა უჭირთ.
აშშ-ს ეროვნული ტოქსიკოლოგიის სააგენტო ახლა ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობს, რომლის საშუალებითაც ისინი დამატებითი კვლევების ჩატარებას შეძლებენ.
სამწუხაროდ, 30 მილიონი დოლარისა და ორი ათწლეულის შემდეგ, ჩვენ დაზუსტებით კვლავ არ შეგვიძლია ვთქვათ, შეიძლება თუ არა, რომ ტელეფონის ხშირი გამოყენება რაიმე რისკებთან იყოს ასოცირებული.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
კომენტარები