2018 წლის ველური ბუნების ფოტოგრაფიის გამარჯვებული ნამუშევრები გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონია ლონდონში, ბუნების ისტორიულ მუზეუმში გაიმართა.

პირველი ადგილი ფოტოგრაფმა მარსელ ვან ოსტენმა მიიღო, რომელმაც ჩინეთის მთებში მაიმუნების ფოტო გადაიღო. ფოტოგრაფის თქმით, ეს სახეობა გადაშენების პირასაა, რის გამოც მისთვის ეს სურათი კიდევ უფრო ძვირფასია.

"ამ სახეობის არსებობის შესახებ ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ მარტორქებისა და პოლარული დათვების გარდა, კიდევ უამრავი სახეობაა საფრთხის ქვეშ", - თქვა ფოტოგრაფმა.

სურათში ორ მაიმუნს ვხედავთ, რომლებიც შორს რაღაცას უყურებენ, ან უბრალოდ ჩაფიქრებულნი არიან.

"ეს დადგმულ სცენას ჰგავს. ვათვალიერებდით სურათებს და საბოლოოდ მაინც ამ კონკრეტულს ვუბრუნდებოდით. ამ ფოტოს გამარჯვებაში, შინაარსის გარდა, ფერები და განათებაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს", - ამბობს ჟიურის წევრი.

მაიმუნების ეს სახეობა უმეტესად ხეებზე ცხოვრობს, თუმცა, ფოტოგრაფმა ეს ცხოველები მაშინ შენიშნა, როდესაც მიწაზე ისხდნენ. მან გადაღებისას დაბალი შუქი გამოიყენა, რომ ისინი არ დაეფრთხო, თან მათი ბეწვის ფერები კარგად აღებეჭდა.

დაათვალიერეთ გამარჯვებული 10 ფოტო:

1. მაიმუნების მზერა

ფოტო: MARSEL VAN OOSTEN / WPY

2. ჩაფიქრებული ლეოპარდი

ფოტო: SKYE MEAKER / WPY

3. ბრაზიანი ბუები

ფოტო: ARSHDEEP SINGH / WPY

4. ფარფლფეხიანების დასასვენებელი კუნძული

ფოტო: CRISTOBAL SERRANO / WPY

5. მშრომელების ოჯახი

ფოტო: GEORGINA STEYTLER / WPY

6. ღამის მფრინავი თევზი

ფოტო: MICHAEL PATRICK O'NEILL / WPY

7. მოწყენილი კლოუნი

ფოტო: JOAN DE LA MALLA / WPY

8. მრავალშვილიანი დედა

ფოტო: JAVIER AZNAR GONZÁLEZ DE RUEDA / WPY

9. წყლის გველი და დამარცხებული სალამანდრა

ფოტო: DAVID HERASIMTSCHUK / WPY

10. ქარის "დალაგებული" სანაპირო

ფოტო: ORLANDO FERNANDEZ MIRANDA / WPY

ველური ბუნების ფოტოგრაფიის კონკურსი 1964 წლიდან იმართება.