დამწვარი პარლამენტი, გადამდგარი პრემიერმინისტრი, 22 გარდაცვლილი — ბოლო ცნობები ნეპალიდან
ფოტო: Getty Images
ნეპალში Z თაობის მომხრეებმა ცეცხლი წაუკიდეს პრემიერმინისტრ შარმა ოლის პირად რეზიდენციას ბჰაკტაპურში, ასევე სხვა ცნობილი პოლიტიკოსების, მათ შორის ყოფილი პრემიერმინისტრების — შერ ბაჰადურ დეუბას და პუშპა კამალ დაჰალის სახლებს. მედიის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ძლიერი დამწვრობით ყოფილი მინისტრის ცოლი გარდაიცვალა.
BBC-ს ინფორმაციით, დედაქალაქ კატმანდუში მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტის შენობას, მაღალი დაკვამლიანების გამო კი ავიამიმოსვლა შეწყდა. ქაოსის ფონზე, ციხის ოფიციალური პირების თქმით, ნეპალის დასავლეთ რაიონებში მდებარე ორი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 900-მა პატიმარმა მოახერხა გაქცევა.
ნეპალში საპროტესტო აქციები სოციალური მედიის პლატფორმების მთავრობის მიერ აკრძალვის საპასუხოდ დაიწყო, თუმცა უფრო ფართო ანტიკორუფციულ მოძრაობაში გადაიზარდა. პოლიციასთან შეტაკებების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 400-ზე მეტი, მათ შორის სამართალდამცავები, საავადმყოფოში მოათავსეს. მას შემდეგ მთავრობამ სოციალური მედიის აკრძალვა გააუქმა, თუმცა საპროტესტო აქციები გრძელდება. დემონსტრანტები სისტემურ ცვლილებებს და კორუფციის დასრულებას ითხოვენ.
9 სექტემბერს, ნეპალის პრემიერმინისტრი შარმა ოლი გადაგა. გადადგომამდე ოლიმ განაცხადა, რომ შექმნიდა საგამოძიებო კომიტეტს, რომელიც 15 დღეში წარმოადგენდა ანგარიშს შეტაკებების შესახებ. მისი თქმით, გარდაცვლილთა ოჯახებს კომპენსაცია მიეცემოდათ, ხოლო დაჭრილები მკურნალობა დაუფინანსდებოდათ.
- ნეპალმა საპროტესტო აქციების ფონზე, რომელსაც 19 ადამიანი ემსხვერპლა, სოციალური მედიის აკრძალვა გააუქმა
- პროტესტის ფონზე ნეპალის პრემიერმინისტრი გადადგა
Reuters-ის ინფორმაციით, ნეპალში კორუფცია ფართოდ არის გავრცელებული, ხოლო ოლის მთავრობას ოპოზიცია აკრიტიკებს იმის გამო, რომ ვერ ასრულებს დანაპირებს კორუფციასთან ბრძოლასა და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე.
ნეპალში 239-წლიანი მონარქიის გაუქმების შემდეგ არასტაბილურობაა. 2008 წლიდან მოყოლებული, ქვეყანას უკვე 14 მთავრობა ჰყავდა და არც ერთ მათგანს არ დაუმთავრებია სრული ხუთწლიანი ვადა. 73 წლის ოლი გასულ წელს მეოთხედ დაინიშნა პრემიერმინისტრად.
მიუხედავად იმისა, რომ ნეპალისთვის მასშტაბური საპროტესტო აქციები უცხო არ არის, უახლესი პროტესტები, რომლებსაც ე.წ. Z თაობა ხელმძღვანელობს, ნეპალის ბოლო ათწლეულების ყველაზე დიდი არეულობაა.
ვრცლად ნეპალში პროტესტის შესახებ:
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები