ნატოს ყოფილი გენერალი რუსეთთან ბირთვულ ომს წინასწარმეტყველებს
ფოტო: Elena Schweitzer / Shutterstock
ამერიკის პირველი ქალი პრეზიდენტი თავის პირველ საერთაშორისო კონფლიქტს ეჩეხება: სლავური ნაციის კონსოლიდაციისთვის, რუსეთმა აღმოსავლეთ ევროპის სამი ქვეყანა ამოიღო სამიზნეში - ლიტვა, ლატვია და ესტონეთი. სამივე ნატოს წევრი ქვეყანაა. რუსეთის მისია საჭიროებს განსაკუთრებულად მწვავე რეაგირებას და პოზიციის მკაფიოდ გამოხატულ რეაქციას დასავლეთიდან, ვინაიდან, კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ, პირველად გაჩნდა ბირთვული ომის საფრთხე.
ეს ახალი წიგნის, 2017 წლის ომი რუსეთთან, მოკლე შინაარსია.
წიგნის ავტორი, სერ რიჩარდ შირეფი, 2014 წლამდე ნატოში ევროპის საქმეების უმაღლესი მთავარსარდალი და რანგით ყველაზე მაღალ საფეხურზე მყოფი ბრიტანელი ოფიცერი იყო.
მისი ახალი წიგნი რომანია, რომელიც მომავალ ისტორიად შეგვიძლია აღვიქვათ. შესაძლოა ეს წიგნი ფურცლებზე გადატანილ საომარ თამაშადაც მივიჩნიოთ. წიგნი დასათაურებულია როგორც "გადაუდებელი გაფრთხილება უფროსი ოფიცერისგან".
როგორც თავად ავტორი განმარტავს, წიგნის უმთავრესი მიზანია გაუზიაროს ყველას ვლადიმერ პუტინის მთავარი ამოცანა და მისი ლტოლვა აღმოსავლეთ ევროპის, განსაკუთრებით კი ბალტიის რეგიონის დაპყრობის შესახებ. წიგნში ავტორი რუსეთს 1930 წლის გერმანიას ადარებს, რომელმაც უხეშად და კანონების უგულებელყოფით გაარღვია სუდეტლანდის, ანუ გერმანია-ჩეხეთის საზღვარი.
"ვღელავ, ძალიან ვღელავ, რადგან სრულიად გაუაზრებლად ძალიან დიდი კატასტროფისკენ მივექანებით." - აცხადებს შირეფი.
ოქსფორდის ყოფილი სტუდენტი და ჯარისკაცი, რომელიც ბრიტანეთის არმიაში მსახურობდა და სამხედრო მისიებს ახლო აღმოსავლეთსა და ბალკანეთის რეგიონში ასრულებდა, პროფესიონალი მწერალი არ არის, ამიტომ Financial Time-ის შეფასება, რომელიც აღნიშნულ წიგნს ლიტერატურულად ძალიან უარყოფითად აფასებს, არც ისეთი ტრაგიკულია, როგორიც ეს, მაგალითად, სტივენ კინგის შემთხვევაში იქნებოდა; იმავე სტატიაში ნათქვამია, რომ შირეფის გეოპოლიტიკური ხედვა საგულისხმო და დასაფიქრებელია.
რომანში მოქმედება კონფლიქტის ზონაში, პრორუსული სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, დონეცკში იწყება, სადაც რუსები ადგილობრივ სკოლაზე თავდასხმას ახორციელებენ. ასამდე ბავშვის სიკვდილში უკრაინელ სამხედროებს ადანაშაულებენ, რაც რუსეთს კიდევ უფრო კარგ საფუძველს აძლევს შეტევის გასაგრძელებლად.
იგივე სცენარი გამოიყენა რუსეთმა 1999 წელს ბუნიანსკსა და ვოლგოდონსკში, როდესაც რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი ააფეთქა, რათა ჩეჩნეთთან ომი წამოეწყო. მაგრამ მოდი ძალიანაც ნუ გადავაჭარბებთ და ნუ წარმოვაჩენთ პუტინს გენიოსად, რადგან პირველად მსგავსი მეთოდები ნაცისტურ გერმანიაში, 1933 წელს, ჰიტლერმა გამოიყენა, როცა, პოლიტიკური ოპონენტები განადგურების მიზნით, რაიხსტაგის შენობას ცეცხლი გაუხსნა.
უკრაინული ოპერაცია სიუჟეტის მხოლოდ დასაწყისია.
შირეფის წიგნში პუტინის პერსონაჟი მსუბუქად არის შენიღბული და მისი ამოცნობა მარტივად შეიძლება.
კრემლი დარწმუნებულია, რომ დასავლეთი ომის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს გააკეთებს . "დასავლეთს დიდი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, მაგრამ ისინი მხოლოდ და მხოლოდ სოციალურ უზრუნველყოფაზე ფიქრობენ. მათ დაავიწყდათ საკუთარი თავის დაცვა", რომანის მიხედვით ამ სიტყვებს კრემლის ერთ-ერთი მრჩეველი ამბობს.
ჟურნალისტთან საუბარში შირეფი აღნიშნავს, რომ რუსეთს ომის დაწყების საოცარი უნარი აქვს. მისი თქმით, ეს კარგად გამოჩნდა 2008 წელს, საქართველოსთან ომის დროს, და 2014 წელს უკრაინაში. "ეს იყო ძალიან კარგად მომზადებული, პროფესიონალურად დაგეგმილი ოპერაცია. რუსეთმა შეძლო და ომში ორი ქვეყანა აიყოლია. შესაძლოა, პუტინმა მსგავსი სცენარის დადგმა ბალტიის ქვეყნებშიც მოინდომოს. გამომდინარე იქიდან, თუ რა მცირე წნეხი მიიღო რუსეთმა დასავლეთისგან, კრემლს სამხედრო მოქმედებების აღარ ეშინია. რუსეთი უგულებელყოფს სისუსტეს, მაგრამ პატივს სცემს ძალას", ამბობს შირეფი.
ჟურნალისტმა შირეფს დონალდ ტრამპის შესახებაც ჰკითხა. ყველასათვის ცნობილია, რომ ტრამპს რუსეთის მიმართ სიმპატიები გააჩნია. "რა შეიძლება პუტინს იმაზე მეტად გაუხარდეს, ვიდრე თეთრ სახლში საკუთარი თანამოაზრის ყოლაა, რომელმაც თავის მხრივ შეარყია და მიწასთან გაასწორა ნატოს შეთანხმება კოლექტიური თავდაცვის შესახებ, რომლის მიხედვითაც თუ ერთ წევრს მაინც ესხმიან თავს, დანარჩენები იცავენ მას", ამბობს წიგნის ავტორი. ყოფილი სამხედროს თქმით, ტრამპი ვერ შეძლებს ნატოს სხვა წევრებთან ურთიერთობების დაბალანსებას, რაც საბოლოო ჯამში არეულობას გამოიწვევს.
დიდი ალბათობით, როგორც ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, ამერიკის მომავალი პრეზიდენტი სწორედ ჰილარი კლინტონი გახდება, რომელიც წლებია პუტინთან დაპირისპირებით გამოირჩევა. მართალია, იგი უშუალოდ არ დაპირისპირებია მას, მაგრამ კლინტონი ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებულად მკაცრი განცხადებებით.
იგი ხშირად ამბობს, რომ მზადაა გამოიყენოს ამერიკის ჯარი ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
შირეფის აზრით, რუსეთი ბალტიისპირეთში მდებარე რეგიონს, კალინინგრადს გამოიყენებს რომელიც ლიტვის საზღვართან მდებარეობს.
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთს კალინინგრადში იარაღი შეაქვს, მათ შორის რაკეტები, რომლებსაც ბირთვული მახასიათებლები აქვთ და 300 მილის რადიუსზე არსებული წერტილის დაბომბვა შეუძლია. ეს არსენალი შესაძლოა დასავლეთის წინააღმდეგ გამოიყენონ, და ასეც იქნება, თუკი რუსეთი იგრძნობს, რომ ევროპა და ამერიკა არ დგანან სათანადო სიმაღლეზე.
ცხადია, თუ რუსეთი ბალტიისპირეთის დაპყრობას დაიწყებს, მასზე კონტრშეტევა კოლექტიური თავდაცვით უნდა მოხდეს, რასაც ნატოს მეხუთე პუნქტი ითვალისწინებს. ასეთ შემთხვევაში, თუ ნატო რუსეთთან ომს დაიწყებს, ეს ომი ბირთვული იქნება.
რა გამოსავალს გვთავაზობს შირეფი?
რუსეთის შესაჩერებლად საჭიროა ძალის დემონსტრირება. ასეთ შემთხვევაში, აღარ ნატოს ძალის პრაქტიკაში გამოყენება აღარ მოუწევს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნატომ უნდა შეძლოს რუსეთის დაშინება და მისთვის იმის დამტკიცება, რომ ალიანსი რუსულ აგრესიას არ დაუშვებს. გარდა ამისა, შირეფი ამბობს, რომ დონალდ ტრამპი სრულიად მართალია, როცა ამბობს, რომ ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა ნატოს წინაშე თავის მოვალეობებს ვერ ასრულებს. მისი აზრით, ევროპამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა აღიდგინოს ან შეიძინოს საკუთარი ნიშა.
შირეფი ასევე ამბობს, რომ ევროპამ კიდევ ერთხელ უნდა სცადოს კონსტრუქციული დიალოგი რუსეთთან, რაც ძალიან რთულია. რუსეთს არ უყვარს დასავლეთისგან რჩევებისა და დარიგებების მოსმენა, მაგრამ მუდმივი სიჩუმეც არ არის გამოსავალი.
მისი აზრით, კომუნიკაცია ომის თავიდან აცილების ერთადერთი გზაა, მაგრამ დიალოგი ნატოს სიძლიერით უნდა იყოს გამყარებული, სხვა შემთხვევაში აზრი არ ექნება.
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
კომენტარები