რა აქტივობებით შეგიძლიათ გაერთოთ Echowaves-ზე დღის განმავლობაში
Echowaves-ის დაწყებამდე 2 დღე რჩება. 23-26 აგვისტოს ანაკლიაში ფესტივალი პირველად ჩატარდება და მის ორგანიზებაში ქართულ მხარესთან ერთად სლოვენიური ორგანიზაცია - Eastern European Music management (EEMM) და სერბული EXIT ფესტივალიც არის ჩართული. პროექტი Check in Georgia-ს ფარგლებაში ხორციელდება.
4 დღის განმავლობაში ფესტივალის ვიზიტორებს მუსიკის გარდა სხვადასხვა გასართობ, შემეცნებით და სპორტულ აქტივობებიც შეეძლებათ ჩართვა: ვორქშოფები, ზიპ-ლაინი, ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, იოგა, სამაგიდოთამაშები, ფერებისფესტივალი, დაა.შ. დაინტერესებულისტუმრებიშეძლებენპროფესიონალებისგანაითვისონმაკრამესდასხეულზემოხატვისხელოვნება,ისწავლონხელნაკეთინივთებისშექმნა. ასტროლოგიით დაინტერესებულებს იშვიათი შესაძლებლობა ექნებათ, სრულიად უფასოდ მიიღონ რჩევები პროფესიონალი ასტროლოგისგან. მირანდა ნამიჩეიშვილი, რომელიც არაერთ ევროპულ ფესტივალზეა ნამყოფი საკუთარი ვორქშოფებით, ამჯერად დაბადებისკონსულტაციას Echowaves-ის სტუმრებს გაუწევს.
გაგაცნობთ დეტალურ განრიგს, თუ რა დროს რა აქტივობებში შეგეძლებათ ჩართვა ფესტივალის მსვლელობისას
ზიპლაინი
24, 25, 26 აგვისტო - 12:00 - 20:00
მოგზაურობას 30 მეტრის სიმაღლის პლატფორმიდან - EYE კონსტრუქციიდან იწყებ და აკვაპარკისკენ მიემართები. ზიპლაინის სიგრძე 150 მეტრია. ამ გზის გავლისას ფესტივალის ტეროტორიას თავზე გადაუფრენ და ყველაფრის დანახვას შეძლებ.
სლექლაინი
24, 25, 26 აგვისტო - 10:00 - 20:00
ისწავლე სიარული და ბალანსის დაცვა და გაერთე ამ სახალისო აქტოვობოთ მეგობრებთან ერთად. თოკი ხეებს შორისაა გაბმული, მიწიდან 1 მეტრის დაშორებით. არ შეგეშინდეს, თუ ჩამოვარდები, დაზიანებებს არ მიიღებ.
ფრისბი
24, 25, 26 აგვისტო – 10:00 - 20:00
ჩვენ უფასო მფრინავი დისკებით (ფრისბებით) მოგამარაგებთ, რომ თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად გაერთოთ.
კალათბური
24, 25 აგვისტო - 10:00 - 20:00
26 აგვისტო - 18:00 - 22:00
ფესტივალზე ქუჩის კალათურთითაც შეგიძლიათ თავი შეიქციოთ. შეკრიბეთ გუნდები და ეთამაშეთ ერთმანეთს რამდენჯერაც გინდათ.
ფეხბურთი
24 აგვისტო - 12:00 - 19:00
25 აგვისტო - 10:00 - 18:00
26 აგვისტო - 10:00 - 20:00
რადგანაც ეს მსოფლიო ჩემპიონატის წელია, ჩვენც არ ავუვლით გვერდს ამ სპორტს. მოირგეთ საჭირო ფეხსაცმელი, შეკარით გუნდი და გაიტანეთ პირველი გოლი.
ამერიკული ფეხბურთი
24 აგვისტო - 19:00 - 21:00
25 აგვისტო - 18:00 - 20:00
26 აგვისტო - 20:00 - 22:00
ფესტივალზე ამერიკულ ფეხბურთის თამაშსაც შეძლებთ. მასტერკლასებს ქართველიდ ამერიკელი ინსტრუქტორები ჩაგიტარებენ. აღჭურვილობით ფესტივალი მოგამარაგებთ.
ფრენბურთი
24, 25, 26 აგვისტო - 10:00 - 20:00
ფრენბურთი პლაჟის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშია და რა თქმა უნდა, ის Echowaves-ზე იქნება. არ მოადუნოთ კუნთები - ბურთი თქვენს განკარგულებაშია.
იოგა
24, 25, 26 აგვისტო – 10:00 - 11:00 – 19:00 - 20:00
დღეში ორჯერ, მზის ამოსვლას და მზის ჩასვლას შეგიძლიათ იოგას გურუებთან ერთად შეხვდეთ და ამ ძალიან სასარგებლო აქტოვობვით დაკავდეთ.
საჰაერო ბუშტები
26 აგვისტო - 18:00 - 18:30
ფესტივალის მსვლელობისას 1000-ზე მეტ ფერადი ბუშტს გავუშვებთ. ისიამოვნე ამ დასამახსოვრებელი მომენტით.
მონსტრი საპნის ბუშტები
23, 24, 25 აგვისტო – 22:00 - 22:30
არ გამოტოვო საღამოობით ეს ლამაზი სანახაობა: სხვადასხვა ფორმაში გარდასახული ჰაეროვანი ბუშტები მიწის ზედაპირის ფერებს აირეკლავენ და მუსიკის ფონზე განსაკუთრებულად საინტერესო ატმოსფეროს შექმნიან.
ფერების ფესტივალი
24 აგვისტო - 18:00-18:45
ჰოლი, რომელსაც სხვანაირად ფერების ფესტივალს ან სიყვარულის ფესტივალს უწოდებენ, ინდოეთიდან და ნეპალიდან მოდის და ის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების ერთგვარი სიმბოლოა. ჩაინიშნე ეს დღე კალენდარში.
მაკრამე
24, 25, 26 აგვისტო - 13:00 - 14:00
ფესტივალზე უნიკალური შანსი გექნებათ, ტექსტილის წარმოების და დაწვნის ტექნიკა აითვისოთ.
ხელნაკეთი ნივთები
24, 25, 26 აგვისტო - 14:00 - 15:00
გაქვს იდეები და რესურსები რაიმეს შესაქმნელად? დანარჩენს პროფესიონალები გასწავლიან და საჭირო რჩევებსაც მოგცემენ.
მფრინავი კაიტები
25 აგვისტო - 18:00 - 19:30
კაიტებს დიდი და მრავალფეროვანი ისტორია აქვთ და ისინი ფესტივალების განუყოფელი ნაწილია. ამ სანახაობით ამჯერად EchoWaves ფესტივალზეც შეგიძლიათ დატკბეთ.
ასტროლოგიის მაგია
24, 25, 26 აგვისტო- 18:00 - 22:00
ასტროლოგი მირანდა ნამიჩეიშვილი პირადი რუკის შედგენაში დაგეხმარებათ და პროფესიონალურ რჩევებს მოგცემთ.
მეჰნდი
24, 25, 26 აგვისტო – 17:00-18:00
ფესტივალის დღეებში შეგეძლებათ სხეულზე ხატვის ხელოვნებაც აითვისოთ ან პროფესიონალებს მოახატინოთ თქვენი სხეული.
პოლიეთილენის პარკების გადამუშავება
24, 25, 26 აგვისტო - 15:00 - 17:00
ერთად ვიზრუნოთ გარემოზე - გადავამუშავოთ პოლიეთილენის პარკები და დავამზადოთ სხვადასხვა ნივთები: ხელჩანთები, საწვიმრები და ა.შ.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
კომენტარები