10 წიგნი რუსეთზე, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს
2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან 10 წელი გავიდა, თუმცა სამწუხაროდ, ათი წლისთავზეც კი გვიწევს მსჯელობა იმაზე, თუ რამდენად დიდ ბოროტებას განასახიარებს რუსეთი საქართველოსთვის და არა მხოლოდ მისთვის. რაკი ცოდნა ის უმნიშვნელოვანესი იარაღია, რომელიც რუსეთის პროპაგანდისტულ რიტორიკისგან გვიცავს, გადავწყვიტეთ, ის წიგნები შეგვეკრიბა, რომლებიც ყველაზე უკეთ მოგვითხრობენ რუსეთის ფენომენის შესახებ.
1. იური ანდრუხოვიჩი - მოსკოვიადა
მოსკოვიადა ცნობილი უკრაინელი პოეტისა და პროზაიკოსის, იური ანდრუხოვიჩის რომანია. მასში მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტის სტუდენტი ოტო ვილჰელმოვიჩ ფონ ფ. გვიყვება ერთი დღის საკუთარ თავგადასავალს საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში, რომელიც არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის. რომანის პოსტმოდერნული და მნიშვნელოვანწილად ავტობიოგრაფიული ტექსტი, რომელშიც საკმაოდაა ჟარგონი და უცენზურო ლექსიკა, წარმოადგენს სატირის, იუმორის, სარკაზმის, ირონიის, თვითირონიის თავისებურ ნაზავს. მასში ოსტატურადაა აღწერილი კომუნისტური საზოგადოების გახრწნა, დეგრადაცია, კრახი და დიდმპყრობელური ილუზიების ნანგრევებზე ახალი, შოვინისტური, პროფაშისტური რუსეთის აღმოცენება. რომანის დაწერიდან თითქმის მეოთხედი საუკუნის შემდეგ კრემლის მიერ გაჩაღებული რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მწერლის მრავალი აზრი თუ გამონათქვამი სრულიად ახალ, რეალისტურ შეფერილობას იძენს და ნაწარმოების ჟანრის ავტორისეული განსაზღვრება – საშინელებათა რომანი – არცთუ გაზვიადებულად გვეჩვენება.
ფასი: 14.90₾
2. ოლეგ პანფილოვი - ანტისაბჭოთა ისტორიები
ცნობილი ჟურნალისტის, ოლეგ პანფილოვის სტატიების კრებული, ანტისაბჭოთა ისტორიები, რომელიც 2017 წელს გამოიცა, რუსული იმპერიალიზმის ერთ-ერთ უსაშინლეს იარაღს – ტყუილზე დამყარებულ იდეოლოგიურ პროპაგანდას – ეძღვნება. ავტორის განმარტებით, ამ წიგნის მთავარი თემა სიცრუეა, რომელსაც კრემლი სამი ძირითადი ისტორიული ეტაპის – რომანოვების იმპერიის, საბჭოთა ხელისუფლების და თანამედროვე, პუტინის პერიოდის – განმავლობაში პერმანენტულად და ეფექტურად იყენებს თავისი "ველიკოდერჟავნიკული" მიზნების განსახორციელებლად, მოსახლეობის დასამონებლად, მეზობელი ქვეყნების დასაპყრობად და მსოფლიოში საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად. კრებული უკვე არაერთ ენაზე ითარგმნა და გამოიცა. ამჯერად ამ უაღრესად საინტერესო და ამაღელვებელ ანტისაბჭოთა ისტორიებს ქართველი მკითხველი მშობლიურ ენაზე გაეცნობა.
ფასი: 17.90₾
3. ნატაშას ცეკვა. რუსეთის კულტურული ისტორია - ორლანდო ფაიჯესი
ნატაშას ცეკვა 2002 წელს გამოიცა და უმალვე დიდი წარმატება მოიპოვა. წიგნი რუსული კულტურის ერთ-ერთ საუკეთესო ანალიზს გვთავაზობს და თავისი მასშტაბურობით, სიღრმითა და ავტორის შესანიშნავი წერის სტილით დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე. წიგნში ფაიჯესის ინტერესი კულტურისკენაა მიმართული. ის პეტრე დიდის მიერ სანქტ-პეტერბურგის აღმშენებლობით იწყება და საბჭოთა რეჟიმის ანალიზით სრულდება. ფაიჯესი მოგვითხრობს, თუ როგორ ებრძოდნენ მწერლები, მხატვრები და მუსიკოსები თავად რუსეთის იდეას, მის ხასიათს, სულიერ არსსა და ბედისწერას. ის ოსტატურად იყენებს ისეთ უდიდეს ნაშრომებს, როგორებიცაა დოსტოევსკის, სტრავინსკისა და შაგალის ნაწარმოებები. ფოლკლორული/ტრადიციული ნაქარგების, გლეხების სიმღერების, რელიგიური ხატებისა და ყოველდღიური წეს-ჩვეულებების ფონზე, ფაიჯესი რუსობის არსს წარმოგვიდგენს.
თავად ფაიჯესს რომ დავესესხოთ: რას გულისხმობს "რუსობა"? როგორია რუსეთის ადგილი და დანიშნულება სამყაროში? ან სად არის ნამდვილი რუსეთი - ევროპაში თუ აზიაში, სანქტ-პეტერბურგში თუ მოსკოვში, ცარისტულ იმპერიაში თუ ტალახიან, ცალქუჩიან რუსულ სოფელში? ასეთი იყო დაწყევლილი კითხვები, რომლებიც ყველა სერიოზულ რუს მწერალს, ლიტერატურის კრიტიკოსს, ისტორიკოსს, მხატვარსა თუ კომპოზიტორს, თეოლოგსა თუ ფილოსოფოსს აწვალებდა რუსეთის "ოქროს ხანის" ხანგრძლივ პერიოდში, პუშკინიდან პასტერნაკამდე. ეს ის კითხვებია, რომლებიც ამ წიგნში ხელოვნების ფარდის მიღმა იმალება.
ფასი: 4.75₾
4. მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა - რონალდ ასმუსი
რუსეთსა და საქართველოს შორის ხანმოკლე ომი 2008 წლის აგვისტოში ყველასთვის მოულოდნელად და სწრაფად დაიწყო და ასევე სწრაფად დასრულდა. სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის, რონალდ დ. ასმუსის, მტკიცებით, ეს იყო კონფლიქტი, რომელიც მომზადდა და დაიგეგმა მოსკოვის მიერ, როგორც უფრო ფართომასშტაბიანი სტრატეგიის ნაწილი. ეს იყო ერთგვარი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატების მისამართით - რუსეთი 21-ე საუკუნეში მუშტების მოღერებას აპირებდა. ”მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა”, საინტერესო მოსაზრებას გვთავაზობს რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების რღვევაზე და დასავლური ალიანსის მოშლასა და დასუსტებაზე, ასევე აღწერს დასავლეთ ევროპის ბედს ეკონომიკური კრიზისის პერიოდში.
ფასი: 12.60₾
5. კომუნიზმის შავი წიგნი - დანაშაულები, ტერორი, რეპრესია - ს. კურტუა და სხვები
კომუნიზმის შავი წიგნი 1997 წლის ბოლოს გამოიცა და გამოქვეყნებისთანავე ბესტსელერად იქცა და მრავალ ენაზე ითარგმნა, რაც ეპოქის დასასრულს ნიშნავდა. ეს არის სამეცნიერო ესეების კრებული მე-20 საუკუნის კომუნიზმის ისტორიის შესახებ. წიგნის ავტორთა შორის არიან სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო მეცნიერები, რომლებმაც დაამუშავეს დიდი რაოდენობით მანამდე უცნობი საარქივო მასალა. წიგნი აგრეთვე გვაცნობს მრავალ მნიშვნელოვან, მანამდე უცნობ დოკუმენტს ყოფილი საბჭოთა არქივებიდან. მეოცე საუკუნის ბოლო 80 წლის განმავლობაში ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმის ტირანიას მსოფლიო მასშტაბით 100 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასეულობით მილიონი კი პატიმრობის, წამების, შიმშილობის და სხვა უამრავი საშინელების მსხვერპლი გახდა. მაგრამ კომუნიზმის ისტორია მხოლოდ ტერორის, წამების, ჟლეტისა და იძულებითი დეპორტაციის შესახებ არ არის. ის ზოგიერთი დასავლელი ინტელექტუალის ილუზიების ისტორიაცაა. წიგნის შესავალში ავტორი სტეფან კურტუა, თავად ყოფილი კომუნისტი, არღვევს ომის შემდგომ ტაბუს და ერთმანეთს ადარებს გულაგსა და ჰოლოკოსტს. ის აღნიშნავს, რომ ორივე რეჟიმი სჩადიოდა დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და, რაოდენობრივად, კომუნიზმის მსხვერპლთა რიცხვი აჭარბებს ნაციზმისას. წიგნში აღწერილი დანაშაულები ზედმიწევნით არის დოკუმენტირებული და შეფასებული რამდენიმე ისტორიკოსის მიერ, რომლებმაც მართლაც ვირტუოზული ნამუშევარი წარმოგვიდგინეს.
ფასი: 35₾
6. აკა მორჩილაძე - კუპიდონი კრემლის კედელთან
კუპიდონი კრემლის კედელთან თანამედროვე ქართველი მწერლის, აკა მორჩილაძის ბოლო რომანია. მასში მოთხრობილია ახალგაზრდა ქალის ამბავი, რომელიც მოსკოვში მიემგზავრება სამართლის საძიებლად. მოქმედება თბილისიდან კრემლისკენ მიმავალი მატარებლის "მეჟდუნაროდნი" ვაგონში ხდება. ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს:"..რაიც მერე ვაგონში დატრიალდა, იმას საბჭოთა კინოში კომედიათ ვერავინ გადეიღებდა..." მართლაც, ამ წიგნში აღწერილ ამბავს არათუ საბჭოთა, ალბათ ვერც თანამედროვე კინოს მესვეურები გადაიღებენ კომედიად, ვინაიდან ეს საოცარი ისტორია, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება, ტრაგედია უფროა.
საბჭოთა სისტემის მიერ უგზო-უკვლოდ გამქრალი ქმრისა და სამართლის საძიებლად პირდაპირ სტალინთან მიმავალი ახალგაზრდა ქართველი ქალის დაუჯერებელ ისტორიას აკა მორჩილაძე ენაკვიმატი იმერელი "მკვლევრის" პირით მოგვითხრობს და სევდანარევი იუმორით აღწერს იმ ეპოქას, რომელსაც თანამედროვე მსოფლიო სტალინურ რეჟიმად იცნობს.
ფასი: 12.90₾
7. ლევან ბერძენიშვილი - წმინდა წყვდიადი
წმინდა წყვდიადი ლევან ბერძენიშვილის მოგონებების კრებულია, რომელშიც ის რუსული საბჭოთა რეჟიმის ციხეში გატარებულ 3 წელიწადს აღწერს და იხსენებს: ,,ბევრი რამ გადამხდენია, მაგრამ საკუთარ თავზე დაკვირვებამ დამარწმუნა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე დაპატიმრების ოთხწლიან მოლოდინსა და თავისუფლების სამწლიან აღკვეთას მოუხდენია. ეს გავლენა იმდენად დიდია, რომ საკმარისია, ვინმე გავიცნო, ქართველი იქნება ეს თუ უცხოელი, აუცილებლად ავუხსნი, რომ ოდესღაც პოლიტიკური პატიმარი ვიყავი. ვიცი, რომ პირველი არ ვარ, ვისაც განსაკუთრებულმა გარემოებებმა ხელში კალამი ააღებინა; ჩვენს რიგებში გრაფომანებიც ბლომად იყვნენ და გენიოსებიც, მაგრამ მე "კალამი ავიღე", ანუ კლავიატურა მოვირგე არა მხატვრული წიგნის დასაწერად ან დაკარგული დროის დასაბრუნებლად, არამედ დაკარგვადი პერსონაჟების გადასარჩენად, რადგან თუ ეს პერსონაჟები დაიკარგებიან, მეც დავიკარგები, და ვიღაც შეცდომით იფიქრებს, რომ მართლა მიცნობდა, რაკი ჩემს რომელიმე ლექციას დასწრებია, ტელევიზიით ჩემი გამოსვლა უნახავს ან ინტერვიუ წაუკითხავს".
ფასი: 14.90₾
8 და 9. საიმონ სებაგ მონტეფიორე - ახალგაზრდა სტალინი, სტალინი - წითელი მეფის კარი
ბიოგრაფიულ რომანში ახალგაზრდა სტალინი ავტორი დაწვრილებით მოგვითხრობს იოსებ ჯუღაშვილის ცხოვრების სკანდალურ და აქამდე უცნობ ფაქტებს დაბადებიდან რევოლუციონერობამდე - როგორ და რატომ იქცა სემინარიელი ბიჭი ჯერ მეამბოხედ და შემდეგ სასტიკ მმართველად. ეს არის თავგადასავალი ქართველი მეწაღის შვილისა, რომელიც მოგვიანებით უზარმაზარი იმპერიის წითელი მეფე გახდა. წიგნი გამოუქვეყნებელ და ფართო მასებისთვის უცნობ დოკუმენტურ მასალებზეა აგებული. ავტორი ასევე დაეყრდნო თვითმხილველთა და მათ მემკვიდრეთა ნაამბობს.
წიგნს თან ერთვის საინტერესო ფოტომასალა (70-მდე ფოტო), რომელიც მკითხველს ახალგაზრდა სტალინის საქმიანობისა და ცხოვრების თანამგზავრების შესახებ სრულ წარმოდგენას შეუქმნის.
"სტალინი. წითელი მეფის კარი" ახალგაზრდა სტალინის ერთგვარი გაგრძელებაა და საბჭოეთის ძლევამოსილი იმპერიის ბელადის ამბავს მოგვითხრობს: როგორ ცხოვრობდა წითელი საბჭოეთის მეფობამდე აღზევებული ქართველი მეწაღის შვილი და ძველი ბოლშევიკებისა თუ პერსპექტიული საბჭოთა ლიდერებისგან შემდგარი მისი უახლოესი წრე; როგორი იყო შიშსა და ღალატში, ძალაუფლებასა და თავაშვებულობაში ჩაფლული სამეფო კარის ბედი; ავტორი მაქსიმალური სიზუსტით აღწერს პორტრეტს ფოლადის ადამიანისა, რომელიც საბჭოთა იმპერიის მშენებლობის, კოლექტივიზაციის, შიმშილობისა და არნახული ტერორის მთავარი შემოქმედი იყო
ეს წიგნიც, როგორც ცნობილ, ასევე გამოუქვეყნებელ დოკუმენტურ მასალებზეა აგებული. ავტორი თვითმხილველების, სტალინის კარის ბობოლებისა და მათი მემკვიდრეების ნაამბობსაც ეყრდნობა. წიგნს თან ერთვის მდიდარი ფოტომასალაც, რომელიც მკითხველს წითელი მეფის, მისი ოჯახისა და უახლოესი წრის შესახებ დამატებით ცნობებს მიაწვდის.
10. ოსნე საიეშტადი - გროზნოს ანგელოზი
ჩეჩნეთის შესახებ ჩანაწერების კეთება ნორვეგიელმა ჟურნალისტმა და მწერალმა ოსნე საიეშტადმა ჯერ კიდევ 90-იან წლებში, რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომის პერიოდში დაიწყო – მაშინ, როცა მოსკოვში ჩეჩნეთის შესახებ ინფორმაციის მოპოვება გართულდა და ნორვეგიული გაზეთის ახალგაზრდა რეპორტიორმა ქალმა საომარ ზონაში გამგზავრება გადაწყვიტა. ოსნე საიეშტადის ერთ-ერთი პირველი საზღვარგარეთული რეპორტაჟი სწორედ გროზნოს ჯოჯოხეთს აღწერდა. საბოლოოდ ავტორს თავისივე თვალით ნანახი და ხელით ჩაწერელი უამრავი ჩეჩნური ისტორია დაუგროვდა და შედეგად დაიბადა გროზნოს ანგელოზი, რომელიც ხანგრძლივი მტრობის, თავისივე ხალხისგან გარიყული ოჯახების, მშობლებდაკარგული ბავშვებისა და მათი მფარველი ანგელოზის შესახებ მოგვითხრობს.
გროზნოს ანგელოზში საიეშტადისთვის დამახასიათებელი გულახდილი თხრობის მანერითა და შემაძრწუნებელი სიცხადითაა ნაჩვენები ორ ხალხს შორის არსებული შუღლი, ჩრდილოკავკასიური ხასიათის თავისებურებები და ჩეჩნების პიროვნული თუ ეროვნული ტრაგედია.
ფასი: 14.90₾
-
რუსების გადაწყვეტილების გამო NASA-ს ასტრონავტებს კინაღამ ევაკუაცია მოუწიათ რუსების გადაწყვეტილების გამო NASA-ს ასტრონავტებს კინაღამ ევაკუაცია მოუწიათ
გადახედვა
-
გრიპის ახალი ვაქცინა "გზაშია" — FDA-ის ექსპერტთა პანელმა მას მხარი ერთხმად დაუჭირა გრიპის ახალი ვაქცინა "გზაშია" — FDA-ის ექსპერტთა პანელმა მას მხარი ერთხმად დაუჭირა
გადახედვა
-
მეცნიერებმა მარსულ მეტეორიტში ძოწი იპოვეს მეცნიერებმა მარსულ მეტეორიტში ძოწი იპოვეს
გადახედვა
-
ტესტი: რამდენად კარგად გახსოვს ფეხბურთის ტექნოლოგიური რევოლუცია? ტესტი: რამდენად კარგად გახსოვს ფეხბურთის ტექნოლოგიური რევოლუცია?
-
ომბუდსმენი: "ვაფიქსირებ მზაობას, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით მონიტორინგი განვახორციელო" ომბუდსმენი: "ვაფიქსირებ მზაობას, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით მონიტორინგი განვახორციელო"
გადახედვა
-
ბავშვობის ჰობიდან ცხოვრების წესამდე — ზიზი ამირანაშვილის ფერადი შემოქმედებითი გზა ბავშვობის ჰობიდან ცხოვრების წესამდე — ზიზი ამირანაშვილის ფერადი შემოქმედებითი გზა
გადახედვა
-
რას ცვლის უცხოურ ვალუტაში გადარიცხვების და ბანკომატიდან თანხის განაღდების საკომისიოს ზრდა? რას ცვლის უცხოურ ვალუტაში გადარიცხვების და ბანკომატიდან თანხის განაღდების საკომისიოს ზრდა?
გადახედვა
-
მოსამართლეს განაჩენის გამოცხადებისას სასჯელის ზომა შეეშალა — ია დარახველიძეს 3 წლის ნაცვლად 5 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი მოსამართლეს განაჩენის გამოცხადებისას სასჯელის ზომა შეეშალა — ია დარახველიძეს 3 წლის ნაცვლად 5 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი
გადახედვა
-
EU NEIGHBOURS EAST: კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 79% სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე ზიანს EU NEIGHBOURS EAST: კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 79% სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე ზიანს
გადახედვა
-
"ვარდისფერი პლანეტის" ატმოსფეროში მარილის ღრუბლები გამოავლინეს "ვარდისფერი პლანეტის" ატმოსფეროში მარილის ღრუბლები გამოავლინეს
გადახედვა
-
ვიეტნამში ასობით კატა შეჭმას გადაარჩინეს — პოლიციამ ხორცით ვაჭრობის სქემა გამოავლინა ვიეტნამში ასობით კატა შეჭმას გადაარჩინეს — პოლიციამ ხორცით ვაჭრობის სქემა გამოავლინა
გადახედვა
-
4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნეს 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: ამ 7 მოქალაქისთვის თავისუფლების აღკვეთა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის დავალება ირაკლი კუპრაძე: ამ 7 მოქალაქისთვის თავისუფლების აღკვეთა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის დავალება
გადახედვა
-
მთავრობა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ქმნის მთავრობა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ქმნის
გადახედვა
-
წყურვილის 2 სახე არსებობს: აი, როდის როგორ გვწყურია წყურვილის 2 სახე არსებობს: აი, როდის როგორ გვწყურია
-
2011 წლის მიწისძვრისას წარმოქმნილმა სეისმურმა ტალღამ იაპონია გადააადგილა 2011 წლის მიწისძვრისას წარმოქმნილმა სეისმურმა ტალღამ იაპონია გადააადგილა
გადახედვა
-
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის — მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის — მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
-
გაიარე მეტი უსაფრთხოდ — თეგეტა მოტორსის საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში გაიარე მეტი უსაფრთხოდ — თეგეტა მოტორსის საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
-
რა ვიცით ქართული პასპორტის მქონე კაცზე, რომელმაც პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი მხატვარი მოკლა? რა ვიცით ქართული პასპორტის მქონე კაცზე, რომელმაც პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი მხატვარი მოკლა?
გადახედვა
-
ქალი პოლიტიკოსები: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებაა ქალი პოლიტიკოსები: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებაა
გადახედვა
-
4 სრულად დაფინანსებული კურსი Businesscourse.ge-ზე, თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს 4 სრულად დაფინანსებული კურსი Businesscourse.ge-ზე, თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს









კომენტარები