Sky Italia-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ინტერი მადრიდის რეალის ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩის გადმობირებას ცდილობს და ისინი ხორვატი ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდნენ.

32 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში რეალთან ერთად 43 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ჩემპიონთა ლიგის მოგება ზედიზედ მესამედ შესძლო.

ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მილანურ კლუბიც ითამაშებს, ოღონდ ეს ბოლო ექვს სეზონში პირველი ასეთი შემთხვევაში იქნება.

აშკარაა, რომ ინტერის ხელმძღვანელობა ნახევარდაცვას სერიოზულ ყურადღებას აქცევს. მათ ჯერ ნაინგოლანი დაიმატეს, ვრცელდება ინფორმაცია ვიდალის დამატების თაობაზეც, ახლა კი მოდრიჩის შემთხვევაც.

საგულისხმოა ისიც, რომ ხორვატიის ნაკრებში მოდრიჩის თანაგუნდელები, მარსელო ბროზოვიჩი, ივან პერიშიჩი და ახლა უკვე შიმე ვრსალკო (იჯარა) ინტერის ფეხბურთელები არიან.