სუმოსა და ტოჩინოშინის გულშემატკივრებისთვის დღე ცუდი ინფორმაციით დაიწყო.

ფეხზე მიღებული ტრავმის გამო, ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე ნაგოია ბაშოზე ვეღარ იასპარეზებს.

დაზიანება იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ მკურნალობას ერთ თვემდე ვადა დასჭირდება.

ლევანისთვის მიმდინარე ბაშო საკმაოდ წარმატებული იყო, მას ექვსი ბრძოლიდან ხუთი ჰქონდა მოგებული და იმის ფონზე, რომ არცერთი იოკოძუნა ტურნირში შემორჩენილი აღარ იყო, გამარჯვების შანსი ძალიან მაღალი ჰქონდა.

იმის გამო, რომ ლევანი ტურნირს ვეღარ აგრძელებს, იგი ბაშოს უარყოფით ბალანსით დაასრულებს და მომდევნო ბაშოს კადობანში მყოფი შეხვდება.

იმისთვის, რომ ოძეკის სტატუსი არ დაკარგოს, ლევანს დასჭირდება, რომ მომდევნო ბაშო დადებითი ბალანსით დაასრულოს.