Big Little Lies-ის ფანები მალე HBO-სთან ერთად ნეტფლიქსზე გადაერთვებიან, ამის მიზეზი კი არხის გადაწყვეტილებაა ლიან მორიარტის კიდევ ერთი წიგნი აქციონ სერიალად.

ნეტფლიქსი აპირებს Three Wishes-ის მიხედვით მაყურებელს ახალი შოუ შესთავაზოს.

რომანის სიუჟეტი სამი დის - ლინის, კეტისა და გემა კეტლის ისტორიას მოგვითხრობს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებიან, მაინც განუყრელი მეგობრები არიან. მანჰეტენზე ქორწილში ყოფნის დროს კი საშინელი ტრაგედია მოხდება, რაც ყველა მათგანის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის, მათ ყველაზე დაფარულ საიდუმლოებებს კი გამოამჟღავნებს.

ამ ეტაპზე სერიალის გადაღებების დაწყების დრო უცნობია.