ზამთრის ქარების გამოცემის თარიღი, გავრცელებული ხმები და გამომცემლობის პასუხი
ფოტო: winteriscoming.net
Valar Morghulis ბრაავოსელნო, ანდალნო, პირველო ადამიანნო, ტყის შვილნო, დრაკონის სისხლთაგანნო და უბრალოდ ვესტეროსის სამყაროს ერთგულო ფანებო. ჭორი, რომელმაც მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა და უამრავი მკითხველი დააიმედა, არ დასტურდება!
სოციალური ქსელები და უცხოური მედია ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას ჯოჯრ მარტინის საგის - ყინულისა და ცეცხლის სიმღერის მეექვსე ნაწილის ზამთრის ქარების გამოსვლის თარიღის შესახებ. გარდა ამისა, ფანების დიდი ნაწილი, ელოდა, რომ კანზასის შტატში გამართულ მსოფლიო ფენტეზის კონვენციაზე, მარტინი მეშვიდე წიგნს - ზაფხულის ოცნებას წარადგენდა. გავრცელებული ინფორმაციით, წიგნების პრეზენტაცია აგვისტოში იყო დაგეგმილი, თუმცა ინფორმაცია არ დადასტურდა.
7 სამეფოს ბრძოლა და ინტრიგები ერთგული მკითხველისთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელი რჩება. ფენტეზის ჟანრში, ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულმა ნაწარმოებმა მილიონობით ფანი გააერთიანა და ეკრანიზაციას დიდი პოპულარობა მოუტანა. მიუხედავად ფანდომის დიდი რიცხვისა, მწერალი მკითხველს ტანჯავს და წიგნის ახალ ნაწილებს საკმაოდ დიდი, თითქმის ხუთწლიანი შუალედით სთავაზობს. წიგნის მეხუთე ნაწილი - დრაკონების ცეკვა 2011 წელს გამოვიდა, მარტინი კი არ ჩქარობს მეექვსე ნაწილის პრეზენტაცია 2016 წელს შედგეს.
დაილი ტელეგრაფთან ინტერვიუში წიგნის ოფიციალური გამომცემლის HarperCollins-ის მარკეტინგული კომუნიკაციების ხემძღვანელი, ჯაკი არტური აცხადებს :
"ჩვენ არ ვიცით, როდის შედგება პრეზენტაცია. ვიცით მხოლოდ ის, რომ მარტინი წიგნს წერს. როცა წიგნის პუბლიკაციის თარიღი გახდება ცნობილი ეს იქნება დიდი მოვლენა გამომცემლობისთვის".
ჯაკი არტურის თქმით, ამ წიგნის გამოცემა არ არის მარტივი მოვლენა, რომელიც ერთ ღამეში მოხდება. ეს არის ისტორია, რომელიც ყველა წიგნის დახლზე უნდა გამოჩნდეს, ამიტომ ეს იქნება საკმაოდ ხანგრძლივი ლოჯისტიკური პროცესი. მისი თქმით, ჰარი პოტერის ახალი ნაწილის გამოცემის შემდეგ ეს იქნება ყველაზე დიდი მოვლენა ფენტეზის სამყაროში.
ჯაკი არტურმა ისაუბრა სხვა ჭორზეც, რომელი წიგნის რაოდენობასთან დაკავშირებით გავრცელდა. HBO-მ დაადასტურა, რომ სერიალი რვა სეზონით დასრულდება. აქედან გამომდინარე ფანები დაინტერესდნენ დასრულდება თუ არა წიგნი მერვე ნაწილით.
"ყველა დამეთანხმება, რომ ჩვენ გვინდა იმდენი სატახტოთა თამაშები, რამდენიც მარტინს შეუძლია, რომ მოგვცეს. ასე რომ პასუხი კითხვაზე, იქნება თუ არა წიგნი რვა ნაწილიანი, მხოლოდ ერთია - შესაძლოა", - ამბობს ჯაკი არტური.
მაშ ასე, როგორც ჩანს მარტინი კიდევ დიდ ხანს არ გვამცნობს, ვინ არის რკინის ტახტის მომავალი მეფე ან დედოფალი, რა ბედი ეწევა ვესტეროსს, შეძლებენ თუ არა თეთრი მოსიარულეები ისტორიაში პირველად კედლის გადალახვას. თუმცა, ცნობილია ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი- ზამთარი მოვიდა და ჰეფი ენდს არ უნდა ველოდოთ ნუ დაგვავიწყდება All men must die და თანაც winter is not coming, winter is here!
Valar dohaeris !
-
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union—ის გზავნილებზე 50%—იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union—ის გზავნილებზე 50%—იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
-
ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს
გადახედვა
-
ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისა და დახმარების ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისა და დახმარების ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "სექტა" მთავრობის მეთაურმაც უწოდა პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "სექტა" მთავრობის მეთაურმაც უწოდა
გადახედვა
-
კობახიძემ Kordz-ის კონცერტის დაფინანსება "ფაშიზმის წახალისებად" შეაფასა კობახიძემ Kordz-ის კონცერტის დაფინანსება "ფაშიზმის წახალისებად" შეაფასა
გადახედვა
-
რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას? რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას?
გადახედვა
-
"კომისიამ ჩვენი ჩართულობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილებები" — რას ითხოვენ 21-ე სკოლის დამცველები? "კომისიამ ჩვენი ჩართულობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილებები" — რას ითხოვენ 21-ე სკოლის დამცველები?
გადახედვა
-
"განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე მდგომარეობა" — ირაკლი კობახიძე ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრაზე "განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე მდგომარეობა" — ირაკლი კობახიძე ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრაზე
გადახედვა
-
"ვისაუბრეთ საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე" — კობახიძე ფაშინიანთან შეხვედრაზე "ვისაუბრეთ საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე" — კობახიძე ფაშინიანთან შეხვედრაზე
გადახედვა
-
შსს: დევდორაკში სასიგნალო შეტყობინების შემდეგ “დარიალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა შსს: დევდორაკში სასიგნალო შეტყობინების შემდეგ “დარიალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა

კომენტარები