"კომისიამ ჩვენი ჩართულობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილებები" — რას ითხოვენ 21-ე სკოლის დამცველები?
თბილისის 21-ე საჯარო სკოლის დამცველები განათლების სამინისტროსთან 24 სექტემბრის შეხვედრის დეტალებზე განცახდებას ავრცელებენ.
როგორც ირკვევა, სკოლამ შეხვედრაზე სამი მოთხოვნა დააყენა: სრულფასოვანი ალტერნატიული შენობის უზრუნველყოფა, არსებული შენობის განმეორებითი საინჟინრო-კომპლექსური ექსპერტიზა და სკოლის იდენტობისა და საგანმანათლებლო სპეციფიკის შენარჩუნება.
სამინისტროს ინფორმაციით, უწყებათაშორისმა კომისიამ 17 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნის დაზუსტებული შეფასება 23 სექტემბერს განიხილა და 21-ე სკოლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღო, თუმცა სკოლის წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ მონაწილეობდნენ და მათ არ ეთანხმებიან.
"სამინისტრომ გვაუწყა შემდეგი: სქსპერტიზის ბიუროდან მიიღო დაზუსტებული შეფასება 2026 წლის 17 სექტემბრის დასკვნის შესახებ, რომელიც 23 სექტემბერს უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრაზე განიხილა. კომისიამ 21-ე სკოლის შესახებ, ჩვენი ჩართულობის გარეშე, მიიღო საჯაროდ გაცხადებული გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენ არ დავეთანხმეთ", — წერია 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილ საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.
რას ამბობს განათლების სამინისტრო?
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 21-ე საჯარო სკოლის შენობას II-III ხარისხის დაზიანებები აქვს, რომლებიც საშუალო და მძიმე ხარისხისაა, თუმცა ექსპერტიზის მიხედვით ავარიულ დაზიანებად არ მიიჩნევა. სამინისტროს განმარტებით, შენობის ექსპლუატაცია, როგორც წესი, საფრთხის შემცველია მხოლოდ სეისმური ზემოქმედების შემთხვევაში და ამ ეტაპზე საჭიროა დაზიანებული ბათქაშის მონაკვეთებისგან ფასადების გასუფთავება, ბზარების შევსება და მდგომარეობაზე დაკვირვება.
სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ მოსწავლეების დაბრუნებამდე რამდენიმე კვირაში კონკრეტული სამუშაოებია ჩასატარებელი, ხოლო 2027 წლის ზაფხულიდან სკოლაში უნდა დაიწყოს შენობის გამაგრება-რეაბილიტაცია ან დემონტაჟი. ალტერნატიულ სივრცედ სამინისტრომ ონლაინ სწავლა ან მოსწავლეების 51-ე და 49-ე სკოლებში მეორე ცვლაში გადანაწილება შესთავაზა. ამასთან, სამინისტრო მზადაა, სკოლის უკან მდებარე სახელმწიფო ტერიტორია სკოლას გადასცეს, რათა მისი ინფრასტრუქტურის გაფართოება გახდეს შესაძლებელი.
რას ითხოვენ 21-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლები?
21-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ მოსწავლეები 28 სექტემბერს სკოლაში დაბრუნდნენ და სასწავლო პროცესი სრულად აღდგეს, ხოლო ექსპერტიზით რეკომენდებული სამუშაოები პარალელურად ჩატარდეს. ასევე ითხოვენ შენობის კომპლექსურ ექსპერტიზას, დამოუკიდებელი და დარგის სპეციალისტების, ასევე სასკოლო საზოგადოების ჩართულობით. მათი მოთხოვნაა, რომ სკოლის გამაგრება-რეაბილიტაციის ან დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება დამატებით, სიღრმისეულ კვლევებსა და სკოლის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს დაეფუძნოს. ამასთან, ითხოვენ სკოლის საჭიროებებზე მორგებული ალტერნატიული ფართის წინასწარ მოძიებასა და შეთანხმებას.
შეგახსენებთ, რომ ხმაური 21-ე სკოლის გარშემო 17 სექტემბრის შემდეგ დაიწყო, როცა სასწავლო წლის დაწყებიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ მშობლებმა მიიღეს შეტყობინება, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შენობაში სწავლა უსაფრთხო აღარ იყო და 18 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი უნდა შეჩერებულიყო. ამას მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი მოჰყვა, რადგან მათთვის გაუგებარი იყო, რატომ გახდა შენობა მოულოდნელად პრობლემური და რატომ არ ჰქონდათ წინასწარ ინფორმაცია; ისინი ალტერნატიულ ექსპერტიზას და მთელი სკოლის ერთ შენობაში გადაყვანას ითხოვდნენ. 24 სექტემბერს სამინისტროსთან გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მოსწავლეები 2026-27 სასწავლო წლის დასრულებას 21-ე სკოლაში შეძლებენ, "ზაფხულიდან კი სკოლაში სრულმასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება, რა დროსაც სასწავლო პროცესი ალტერნატიულ შენობაში გაგრძელდება".
- სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
- ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს
- 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
- 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
- "ვერავის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ" — მინისტრი 21-ე სკოლის საკითხზე
-
"ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"? "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
კომენტარები