გახარია: არ იარსებებს დახურული სივრცეები მაშინ, როდესაც საკითხი ეხება ნარკოტიკებს
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას თქმით, არ იარსებებს დახურული სივრცეები, როდესაც საქმე ნარკოტიკებს ეხება.
ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარდამავალი მთავრობის მოსმენაზე განაცხადა. ბასიანსა და გალერიში 12 მაისის სპეცოპერაციის შესახებ გახარიას კითხვა ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ დაუსვა
"ნარკოტიკებთან ბრძოლა არ დაწყებულა ბასიანით და არც დამთავრდება ბასიანით. არ იარსებებს დახურული სივრცეები მაშინ, როდესაც საკითხი ეხება ნარკოტიკებს. ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურს გავაკეთებ იმისათვის, რომ ყველა სახის ნარკოტიკთან ბრძოლა იყოს ეფექტური", - განაცხადა გახარიამ.
სპეცოპერაცია ბასიანსა და გალერიში
11 მაისს გვიან ღამით შსს-მ სპეცოპერაცია ჩაატარა და ნარკორელიზატორობის ბრალდებით რვა პირი დააკავა. დაკავებულებს შორის კაფე გალერის დაცვის სამსახურის უფროსიც იყო. რამდენიმე საათში კი პოლიცია ბასიანში, კაფე გალერისა და ბლოუ-ბარში შევიდა, კლუბის სტუმრები გარეთ გაიყვანა და შენობების ჩხრეკა დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სპეცოპერაციას წინ 3-თვიანი საგამოძიებო მოქმედებები უძღვოდა და მათ ნარკორეალიზების ბრალდებით რვა პირი დააკავეს.
12 მაისს ღამით განვითარებულმა მოვლენებმა პარლამენტთან საპროტესტო აქციები გამოიწვია.
როგორც მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, ბასიანსა და გალერიში ნარკოტიკული საშუალებები იყიდებოდა და პოლიციის მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ლეგიტიმური იყო. მისივე განმარტებით, პოლიცია მოქმედებდა კანონის ჩარჩოებში. მეზვრიშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ ეს იყო არა ოპერაცია, არამედ საგამოძიებო ღონისძიება.
შს მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 12 მაისს კლუბებში სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორთა დასაკავებლად არ ჩატარებულა. მისივე თქმით, მათი მიზანი რეალიზატორებსა და კლუბის ინფრასტრუქტურას შორის კავშირის დადგენა იყო.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები