5 შემთხვევა, როცა უცხოური მედიები ქართული ხაჭაპურის შესახებ წერდნენ
ხაჭაპური ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე საამაყო წარმომადგენელია, რომლის გემოვნური თვისებები განსხვავდება რეგიონებისა და მომზადების წესის მიხედვით. ქართველები რომ დიდად ვამაყობთ ხაჭაპურით, ეგ კარგად ნაცნობია, მაგრამ როგორც ჩანს, მხოლოდ ჩვენთვის არ არის ეს კერძი განსაკუთრებული. ბოლო წლების განმავლობაში, ხაჭაპურის სხვადასხვა სახეობა არაერთი წამყვანი მედია-საშუალების ყურადღების ქვეშ მოექცა. გამოცემები წერენ, თუ რამდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ხაჭაპურმა მათზე და კერძს კულინარიის ვარსკვლავობას უწინასწარმეტყველებენ.
1. დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ვაშინგტონ პოსტი თავის მკითხველებს ურჩევდა, რომ სტრესული კვირა აჭარული ხაჭაპურით გადაეტანათ
ვაშინგტონ პოსტი ამერიკელებს საარჩევნო კვირის განმავლობაში გასამხნევებლად 4 უცხო ქვეყნის ეროვნულ კერძებს სთავაზობდა.
სიაში პირველ ადგილს აჭარული ხაჭაპური იკავებდა:
"კანოეს ფორმის პური სავსეა გამდნარი ყველით. ღუმელიდან მისი გამოღებისთანავე მას ცენტრში გატეხილ კვერცხს ასხამენ და ერთმანეთში ურევენ. ის და ნაპირიდან მოტეხილი პურის გემო გაფიქრებინებთ, ხომ არ ღირს თბილისში საცხოვრებლად გადასვლა", - წერდა გამოცემა.
2. 2017 წელს The Guardian-ი აჭარული ხაჭაპურის შესახებ წერდა
2017 წელს The Guardian-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით "კერძები შავი ზღვიდან", რომელთა შორის აჭარული ხაჭაპურიც მოხვდა. სტატიაში განხილულია აჭარული ხაჭაპურის მომზადების წესი და მისი სხვადასხვა ვარიაციები. ავტორი წერს, რომ კერძის დასამზადებლად მზარეულმა იმერული ყველი გამოიყენა, რომელიც საქართველოს გარეთ რთული საშოვნია. ამის მიუხედავად, ავტორი მკითხველს სთავაზობს სხვადასხვა შემცვლელებს, როგორიცაა ფეტა, მოცარელა, რიკოტა და სხვ.
სტატიაში მოცემულია აჭარული ხაჭაპურის მომზადების სრული რეცეპტიც.
3. ამერიკული მედიის ცნობით, ვაშინგტონში 10 000-ზე მეტი ხაჭაპური გაიყიდა
"10 000-ზე მეტი ადამიანი უკვეთავს ხაჭაპურს და ეს რიცხვი კიდევ უფრო იზრდება" - 2015 წელს ასეთი სათაურით გამოქვეყნდა სტატია Dc.eater-ზე. სტატიის ავტორმა ინტერვიუ ჩაწერა ერთ-ერთი ამერიკული რესტორნის მფლობელთან, რომელსაც ხაჭაპური მისი რესტორნის საფირმო კერძად შეურჩევია. როგორც სტატიიდან ირკვევა, ქართულმა კერძმა პოპულარობა მალე მოიპოვა და მასზე მოთხოვნა დღითიდღე უფრო იზრდება. რესტორნის მფლობელი ყვება, რომ მას ქართული კერძების ამერიკულ რესტორანში ინტეგრირების იდეა რუსეთში ცხოვრების დროს გაუჩნდა. მისი თქმით, მოსკოვში ქართულ კერძებს ფაქტობრივად ყოველდღე მიირთმევდა.
"როცა ვაშინგტონში ჩამოვედი, ქართული რესტორანი ვერსად ვიპოვე და ვიფიქრე, რატომაც არა, მე გავაკეთებ-მეთქი", - ამბობს როუზ პრევიტი.
4. 2017 წლის ნოემბერში BBC-მ ქართულ ხაჭაპურს ვრცელი სტატია მიუძღვნა
2017 წლის ნოემბერში BBC-ზე გამოჩნდა სტატია, რომელშიც განხილულია ქართული ხაჭაპურის თითქმის ყველა სახეობა. როგორც სტატიიდან ირკვევა, ჟურნალისტს საქართველოში მეგზურობა ქართველმა მაკო ქავთარაძემ გაუწია. მისი დახმარებით, სტატიის ავტორმა გაიცნო ხაჭაპურის მომზადების წესები და დეტალურად აღწერა როგორც პროცესი, ისე შთაბეჭდილებები. ჟურნალისტმა გასინჯა იმერული და აჭარული ხაჭაპურები და ორივე კერძზე დიდი აღფრთოვანებით დაწერა.
ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სტატია, რომელიც ქართული ხაჭაპურის შესახებ უცხოურ მედიაში გამოქვეყნებულა.
5. ნიუ-იორკის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა კულინარიულმა საიტმა აჭარულ ხაჭაპურს ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა
NY Eater-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში შესავალში ჟურნალისტი წერს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ხაჭაპური ნიუ-იორკის კლასიკა გახდა. ამ აზრს ავტორი მთელი სტატიის განმავლობაში ავითარებს და განიხილავს ხაჭაპურის ისტორიასა და მომზადების წესს. რეპორტაჟში, რომელიც 2018 წლის აპრილში გამოქვეყნდა, ავტორი ქართული რესტორნის მფლობელებს ესტუმრა და მათთან ჩაწერა ინტერვიუ. სტატიის ბოლოს სპეციალური ვიდეოც არის გამოქვეყნებული, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ ამზადებენ აჭარულ ხაჭაპურს ნიუ-იორკში.
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
კომენტარები