სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიაჩნია, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების მშობლების, ზაზა სარალიძის და დავით დადუნაშვილის ემოციური და ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.

ლომჯარიას თქმით, ამ ყველაფერს ემატება ბრალდებებიც, თითქოს სარალიძე რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრია, ხოლო დადუნაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობს.

ბრალდებას პოლიტიკურ გავლენებზე, ზაზა სარალიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზვიად კუპრავა მისი ოჯახის ახლობელია და მისი დახმარების გარეშე თავისი შვილის მკლველობის საქმეს ვერ გამოიძებდა.

თბილისში აქცია #ნუმომკლავ მეორე დღეა იმართება. აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მკვლელი ვერ დადგინდა.

გაიგეთ მეტი ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობისა და შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ