სტარტაპები, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა - ინტერვიუ ავთანდილ კასრაძესთან
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო შექმნის დღიდან არაერთი გამოწვევის წინაშე მდგარა, მაგრამ მთავარი იყო ერთი: როგორ გაეერთიანებინა საზოგადოება ინოვაციების გარშემო. ივნისის დასაწყისში ტექნოპარკი საერთაშორისო ღონისძიებას YouthDig-ს მასპინძლობს, რომელიც ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში პირველად ტარდება. ინოვაციების სააგენტოს მიზნებსა და გამოწვევებზე და უკვე განვლილ გზაზე ინტერვიუში სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე ისაუბრებს.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო რამდენიმე პროექტს ახორციელებს (ბიზნეს ინკუბატორი, სტარტაპ მეგობრული, სტარტაპ ბითსი, IT ტრენინგები, IT სპეციალისტები, ინოვაციური ბანაკი). რა არის ამ პროექტების მიზანი და როგორ არის შესაძლებელი მასში ჩართვა?
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო უამრავ სხვადასხვა პროექტს ახორციელებს იმისათვის, რომ საქართველოში შეიქმნას ინოვაციების ეკოსისტემა და საქართველოში ნებისმიერ ნიჭიერ ადამიანს ჰქონდეს თავისი იდეის განხორციელების შესაძლებლობა. სწორედ ამას წარმოადგენს ინოვაციების სააგენტო და ტექნოლოგიური პარკი.
ინოვაციების სააგენტოს სხვადასხვა პროექტი აქვს. იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც იდეაც კი არ აქვთ, მათთვისაც კი კონკრეტული ღონისძიებებია. ჰაკათონები, კრეათონები, მეიქათონები ესაა შესაძლებლობა მათთვის, რომ ამ ერთიანი ეკოსისტემის ნაწილი გახდნენ. აქ მოვლენ, იმუშავებენ გუნდის სხვა წევრებთან ერთად, რათა დაიბადოს იდეა.
ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს, რომ ჰაკათონზე შექმნილი იდეები, ახალ სტარტაპად გადაქცეულა და დიდ კომპანიებს უყიდიათ. ერთ-ერთი მაგალითია ბელარუსიაში, როდესაც სწორედ ჰაკათონზე დაწყებულმა პროექტმა ფეისბუქის ყურადღება დაიმსახურა და $150 მილიონად იყიდა 19-20 წლის ბიჭების შემქნილი პროექტი. შესაბამისად, ჩვენთვის ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აინტერესებს ამ თემის ნაწილი იყოს, ღირებულია.
ჩვენ გვაქვს, ასევე, სხვადასხვა აქტივობა უკვე იდეის მქონე სტარტაპებისთვის, ერთ-ერთი მათგანია ბიზნეს ინკუბატორი. აქ სახელმწიფო მათ ეხმარებათ იდეის დახვეწაში, განვითარებაში და ეხმარებაში იმაში, რომ ინვესტორების წინაშე წარდგნენ და შემდგომ მოიპოვონ ინვესტიცია. ასე ვთქვა, ამზადებს იდეას, რომ იდეამ შექმნას კონკრეტული პირველი პროტოტიპი, მინიმუმ valuable product, რათა მიიღოს, სახელმწიფოს ინვესტიცია ან კერძო პირის ინვესტიცია, რაც ჩვენთვის ბევრად უფრო მისასალმებელია.
სტარტაპ მეგობრული ისეთი პროგრამაა, რომელიც გამიზნულია უკვე არსებული სტარტაპების მხარდასაჭერად. ეს არის პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა. ის გულისხმობს, რომ სტარტაპების მხარდაჭერა არის ჩვენი ერთიანი ვალდებულება, როგორც სოციალური პასუხისმგებლობა, რადგან ჩვენ ამით კარგ საქმეს ვაკეთებთ. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა კერძო კომპანიას, დადგეს სახელმწიფოს გვერდით და გარკვეული სერვისები, შეღავათები, წახალისების მექანიზმების შეიმუშავოს სტარტაპებისთვის. რეალურად, სტარტაპებია ის ძალა, რომელიც ქმნის ქვეყნის მომავალს და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას.
სტარტაპების ხელშემწყობ პროექტებზე რომ უფრო დეტალურად გვითხრათ. რა შესაძლებლობებია, რე ხელშემწყობი და ხელშემშლელი ფაქტორები არსებობს?
პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ სტარტაპების ეკოსისტემა მარტივი არაა. ძალიან რთული სისტემაა, რომელიც ერთობაში ძალიან ბევრ კომპონენტს მოიცავს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პირველი ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით იყო ის, რომ სტარტაპსაზოგადოება შექმნილიყო. ამისთვის ჩვენ გავაკეთეთ უამრავი ღონისძიება.
პირველ წელს, როდესაც ინოვაციების სააგენტო შეიქმნა, 150-ზე მეტი წვრილ-წვრილი პატარა ღონისძიება ჩავატარეთ მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა ხალხში ეს ინფორმაცია გასულიყო და ხალხი ჩართულიყო. მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყეთ სტარტაპებისთვის ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა, რომელიც არის ეს ტექნოლოგიური პარკი, რომელშიც ვიმყოფებით.
ეს არის სტარტაპების მხარდასაჭერი სივრცე, სადაც ადამიანს და სტარტაპს მოვიდეს და თავისი იდეა რეალურად განახორციელოს. ეს არ არის სიტყვით ნათქვამი. აქ არის ყველა საჭირო მაღალტექნოლოგიური აპარატურა, რომ შექმნას თავისი პროდუქტის პირველადი პროტოტიპი და სწორედ ის წარადგინოს ინვესტორების წინაშე.
აქ არის უფასო საკონსულტაციო სივრცეები საგადასახადო, იურიდიული, საბუღალტრო მიმართულებებით, ასევე, მენეჯმენტისა და ადამიანური რესურსების მიმართულებით. ტექნოლოგიური პარკი სთავაზობს იმ უნარებს, რომელიც სტარტაპს საწყის ეტაპზე შეიძლება აკლდეს.
ტექნოლოგიურ პარკში არის საერთო სამუშაო სივრცე და ოფისები სტარტაპებისთვის. ეს ყველაფერი მათთვის არის აბსოლუტურად უფასო. თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში, რათა სხვა სტარტაპებსაც ჰქონდეთ საშუალება, რომ გამოიყენონ ის სიკეთეები, რომლებსაც სახელმწიფო მათ სთავაზობს.
შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი კონკურსები და განაცხადების რაოდენობა ბევრად აღემატება დაკმაყოფილებული სტარტაპების რაოდენობას, თუმცა ეს ის პროცესია, რომელიც ყველა სტარტაპმა უნდა განვლოს.
რაც შეეხება შემაფერხებელ ფაქტორებს, ჯერ კიდევ კერძო საინვესტიციო ფონდების ნაკლებობა აღინიშნება საქართველოში. ამ მიმართულებით კერძო სექტორის გააქტიურება არის სახელმწიფოს შემდგომი ორი წლის განმავლობაში უმთავრესი ამოცანა.
ინკუბატორი, აქსელერატორი, რომელიც ინოვაციების სააგენტოს აქვს შექმნილი სტარტაპებისთვის, უნდა გადავიდეს კერძო სექტორის მენეჯმენტში და კერძო სექტორის ოპერირების ქვეშ.
ამისთვის შეიძლება, რომ სახელმწიფომ გარკვეული სუბსიდიები განახორციელოს და წაახალისოს კერძო სექტორი. თუმცა ჩვენ მივიჩნევთ, რომ როდესაც კერძო სექტორი უწევს ოპერირებას და დაინტერესებულია კონკრეტული მოგებით, უფრო მეტი შესაძლებლობაა, ამ სტარტაპმა მიაღწიოს წარმატებას.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო შეიქმნა 2014 წელს. ამ ხნის განმავლობაში შეიცვალა თუ არა სააგენტოს ხედვა?
რა თქმა უნდა. ეს არის ძალიან სწრაფად განვითარებადი ინდუსტრია. მუდმივად ტექნოლოგიების განვითარება იწვევს მიდგომების გადახალისებას. 2014 სახელმწიფო აკეთებდა ყველაფერს იმიტომ, რომ ეს უცნობი იყო და საზოგადოებისთვის გვინდოდა ინფორმაცია მიგვეტანა. სააგენტო იყო ორგანიზატორი ყველა ჰაკათონის, კრეატნის, მეიქათონის.
დღეს ამისთვის ჩვენ გვაქვს საგრანტო პროგრამა და კერძო სექტორს ვთხოვთ, რომ შემოიტანონ განაცხადი. იმისათვის რომ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული ჩვენს საზოგადოებაში ამისთვის ჩვენ კერძო სექტორს ვაძლევთ ფინანსებს, რათა მათ განახორციელონ კონკრეტული ქმედებები.
იყო დრო, როდესაც სახელმწიფო ფაბლაბში ქმნიდა გარკვეულ პროდუქტებს, თუმცა ეს ეტაპიც გავიარეთ. ეს მთლიანად კერძო სექტორს გადავეცით და მათი იდეები არის მნიშვნელოვანი.
ჩვენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს როლს ვუყურებთ, როგორც მხარდამჭერისა და ხელშემწყობის. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება, რა თქმა უნდა, სტარტაპებმა უნდა შეძლონ.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობითა და მათი ნიჭიერებით ეს ყველაფერი საქართველოში განხორციელებადია.
თუ შეგიძლიათ რომ გამოყოთ სააგენტოს მიღწევები? და რა არის მისი სისუსტე თუ გამოწვევა?
დღეს ყველაზე თვალნათელი მიღწევა არის ის, რომ ინოვაციები საქართველოში არის ყველაზე პოპულარული თემა. ეს ასე არ იყო 2014 წლამდე.
როდესაც სააგენტოს ვქმნიდით, ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა მოგვიწია იმისათვის, რომ დაგვესაბუთებინა აბსოლუტურად ყველასთვის, რომ საჭიროა სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს ინოვაციებს.
თუმცა დღეს აბსოლუტურად ყველას სურს, რომ საკუთარი თავის იდენტიფიცირება მოახდინოს ინოვაციებთან და ახლოს იყოს იმ ეკოსისტემასთან, რომელიც შექმნილია საქართველოში.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ასეთ დონეზე აყვანაში ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და პირველი ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის როლი. სწორედ მათი ხელმძღვანელობით შეიქმნა ეკონომიკის სამინისტროში ეს სტრუქტურა. მაშინ ბატონი გიორგი კვირიკაშვილი იყო ეკონომიკის მინისტრი, ხოლო ბატონი დიმიტრი - მისი მოადგილე.
ახლაც მათი უშუალო მხარდაჭერითა და უშუალო აქტივებით სააგენტოსა და ტექნოპარკის პოპულარიზაცია საქართველოს დიდ მანძილზე გასცდა.
დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმ ცენტრზე, რომელსაც ყველა მაღალი დონის დელეგაციას სურს ეწვიოს. გაესაუბრობს იმ სტარტაპებს, რომლებიც ტექნოლოგიურ პარკშია წარმოდგენილი და გაეცნოს იმ ახალგაზრდებს, რომელიც საქართველოშია.
ჩვენ უამრავი მაღალი დონის სტუმარი გვყოლია. დაწყებული სლოვაკეთის პრეზიდენტით დამთავრებული აშშ-ის სენატორით, ჯონ მაკეინით. ეს არის სივრცე, რომლითაც საქართველო დღეს ამაყობს. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს რეალურად ექმნებათ საშუალება, რომ თავიანთი იდეები განახორციელონ.
და გამოწვევები?
ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ქართულ სტარტაპებს აქვთ ეს არის გლობალურად აზროვნებისა და გლობალური იდეების მეტ-ნაკლები სიმცირე. ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობდით, ვმუშაობთ და გავაგრძელებთ მუშაობას, რადგან საქართველოს ბაზარი ძალიან მცირეა, მითუმეტეს ინოვაციების კომერციალიზაციისთვის.
ჩვენ გვინდა, რომ სწორედ ისეთ ინოვაციებზე იფიქრონ, რომელიც საინტერესოა არამარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის, ევროპისთვისა და მთელი მსოფლიოსთვის. ახლა ასეთი იდეების ნაკლებობა შეინიშნება.
ძირითადად სტარტაპები ორიენტირებული არიან ლოკალური პრობლემების გადაწყვეტაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამით ვერ გავფრინდებით. ეს სტარტაპებმა კარგად იციან. და ჩვენი დაფინანსებული სტარტაპები არიან მხოლოდ და მხოლოდ ისინი, რომლებსაც აქვთ გლობალური პოტენციალი.
ისევ სტარტაპების ხელშემწყობ გარემოებებს რომ დავუბრუნდეთ. რომელი ქვეყნის მაგალითებს იყენებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო იმისათვის, რომ სტარტაპებისთვის მეგობრული გარემო შექმნას?
ჩვენ პირველები არ ვართ ინოვაციების მხარდაჭერაში და სახელმწიფოებმა ინოვაციების მხარდაჭერა ბევრად უფრო ადრე დაიწყეს. მაშინ ჩვენ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყანა ვიყავით, როცა განვითარებულმა ქვეყნებმა ფსონი გააკეთეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებაზე.
ჩვენ ძირითადად, რა თქმა უნდა, ვეყრდნობით ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებასა და, რა თქმა უნდა, სილიკონის ველის გამოცდილებას. ასევე, ისრაელის გამოცდილება არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რადგან მას ჩვენსავით არ აქვს მდიდარი ბუნებრივი რესურსები და ზუსტად ინტელექტუალური შესაძლებლობების კომერციალიზაციით მათ შეძლეს ძალიან ძლიერი და მდგრადი ეკონომიკის განვითარება. სწორედ ინოვაციების განვითარებით, ისრაელში ძალიან სერიოზულად არის განვითარებული სოფლის მეურნეობა.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ევროპის გამოცდილება, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანიისა და ბალტიის ქვეყნების გამოცდილება. ეს არიან ის სახელმწიფოები, რომლებთანაც მუდმივი პარტნიორობა გვაქვს სტარტაპების დონეზე. ამან უზრუნველყო ისიც, რომ სტარტაპებიც საერთაშორისო გახდა.
მაგალითად, ახალდაფინანსებულ სტარტაპებში გვყავს ქართულ-ესტონურ-კანადური სტარტაპები, ქართულ-იტალიური, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთობლიობაში გვაქვს შესაძლებლობა, რომ კონკურენტუნარიანი პროდუქტი შევთავაზოთ მსოფლიო საზოგადოებას.
თანადაფინანსების გრანტების პროგრამასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. დაჯილდოება რამდენიმე დღის წინ ჩატარდა და 18-მა სტარტაპმა 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტი მიიღო. რომ შეგვიფასოთ ეს პროგრამა და რა მნიშვნელობა აქვს მას საქართველოსთვის.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რადგან სტარტაპებს სჭირდებათ საწყისი კაპიტალი. იმისათვის რომ საწყისი კაპიტალი უზრუნველვყოთ, ამისთვის ჩვენ გავაკეთეთ საგრანტო პროგრამა, რომელიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროგრამა გულისხმობს, რომ სტარტაპებს, რომლებსაც აქვთ გლობალური პოტენციალის მქონე იდეები, მათ მიეცეთ დაფინანსება. თუმცა პროცესი, რომელიც ჩვენ უზრუნველვყავით, არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ჩვენ ვსაუბრობთ ინოვაციებზე, რომლებიც თავისი აღქმით არის სუბიექტური. ეს მათემატიკური ფორმულით ვერ გამოითვლება რამდენად ინოვაციურია ესა თუ ის იდეა. იმისათვის რომ კითხვები ყოფილიყო ნაკლები, უზრუნველვყავით სრულიად გამჭვირვალე პროცესი.
რას გულისხმობს ეს პროცესი? თითოეული განაცხადი, რომელიც მივიღეთ, შეაფასა ორმა დამოუკიდებელმა უცხოელმა ექსპერტმა, რომელთა მიუკერძოებლობაზე ეჭვია არავის ეპარება. ამ კონკრეტულ განაცხადებთან მიმართებაში არანაირი პირადი ინტერესი მათ არ აქვთ.
მივიღეთ 132 განაცხადი, თითოეული შეაფასა ორმა დამოუკიდებელმა უცხოელმა ექსპერტმა და ქულების შესაბამისად გამოვავლინეთ ფინალისტი - 43 სტარტაპი. 43 სტარტაპს ჩაუტარდა ინტენსიური ტრენინგი, ასევე, უცხოელი და ქართველი მენტორების მიერ, თუ როგორ უნდა წარმდგარიყვნენ ინვესტორების წინაშე. ინვესტორები იყვნენ შვიდკაციანი ჯგუფი, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ სილიკონის ველიდან, ვაშინგტონიდან და ისრაელიდან. მხოლოდ ამ შვიდმა საინვესტიციო საბჭოს წევრმა მიიღო გადაწყვეტილება, თუ რომელი სტარტაპები დაფინანსებულიყო. შესაბამისად, მთელი ეს პროცესი იყო გამჭვირვალე.
ამ გამჭვირვალე პროცესმა უზრუნველყო ის, რომ ჩვენ გვყავს საუკეთესოთა შორის საუკეთესო გამარჯვებულები.
თუმცა, რაც მინდა ვუთხრა ამ სტარტაპებს და რაც ვუთხარი ფინალში გადასულ სტარტაპებს, 43 სტარტაპს შორის მოხვედრა იყო საკვალიფიკაციო ეტაპიდან მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე გადასვლა. სპორტული ტერმინებით რომ ავხსნათ. ფინალში გამარჯვება და უკვე დაფინანსებული 18 სტარტაპი ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ ჯგუფური ეტაპიდან გავიდნენ და ახლა არიან ფლეი ოფში. ფლეი ოფში მათ მოუწევთ ძალიან ბევრი შეჯიბრის გავლა იმისთვის, რომ საბოლოოდ გახდნენ ჩემპიონები. მათი ამოცანა სწორედ ეს უნდა იყოს.
კიდევ ერთ პროექტთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, YouthDig რომელიც ივნისში ჩატარდება, სადაც არაერთი ქვეყნის მოქალაქე ჩამოდის. რატომ არის ეს ღონისძიება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი?
YouthDig და, ზოგადად, EuroDig არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩვენთვის. საქართველო არის მეორე ქვეყანა მთელ მსოფლიოში, როდესაც ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში ტარდება EuroDig და პირველი აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორ ქვეყნებში. ეს არის ინტერნეტმმართველობასთან მიმართებაში მნიშვნელოვანი ევროპული ღონისძიება და საქართველო მას პირველად მასპინძლობს.
ტექნოპარკი მასპინძლობს ახალგაზრდულ ნაწილს, YouthDig-ს, სადაც ახალგაზრდები, სტარტაპერები, ევროპიდან 60-მდე მონაწილე იქნება, განვიხილავთ თუ როგორ შეიძლება ახალგაზრდები ჩართულები იყვნენ ინტერნეტმმართველობის პროცესში.
დღეს საქართველო თავისთავად მიჰყვება ადამიანის უფლებების თანამედროვე დისკურსს და ვაცხადებთ, რომ ინტერნეტი და წვდომა ინტერნეტთან ეს განუყოფელი უფლებაა. თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს წვდომა ინტერნეტთან, შესაბამისად, ჰქონდეს წვდომა ინფორმაციასთან, ჰქონდეს წვდომა განვითარებასთან.
სწორე ამის გარშემო გაიმართება მსჯელობა ქართველ და უცხოელ სტარტაპებთან ერთად. როგორ შეიძლება, რომ ეს ყველაფერი უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ თითოეული ადამიანისთვის. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს როლი ამ მიმართულებით ცალსახად გამოსაყოფია. როგორც მოგეხსენებათ, ინტერნეტიზაციის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, რეგიონებში სწორედ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მიყვანას გულისხმობს.
რა მიზანი აქვს დასახული სააგენტოს?
სამომავლო გეგმები არის ის, რომ სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ერთად განავითარონ ინოვაციების ეკოსისტემა. ამაში კი კერძო სექტორის როლი გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდეს, ხოლო სახელმწიფოს როლი მცირდებოდეს.
აქ არ ვსაუბრობთ სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი თანხის შემცირებაზე. თანხობრივად შეიძლება, რომ სახელმწიფოს რესურსიც ყოველწლიურად იზრდებოდეს, ეს აუცილებელიცაა, მაგრამ პროპორციულად კერძო სექტორის წილი ბევრად მეტი უნდა იყოს.
ეს იქნება, რეალურად, ხელშესახები დახმარება კერძო სექტორისთვის. კერძო სექტორთან ერთად განვითარებული სტარტაპები უფრო განვითარებული იქნება და ამაში დარწმუნებული ვართ.
ესაა ჩვენი გეგმა, დიდი ამოცანა, რომელსაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მომავალი ორი-სამი წლის განმავლობაში აქტიური მხარდაჭერით განახორციელებს.
ასევე, მეორე დიდი მიმართულებაა პროცესში უნივერსიტეტების ჩართულობა. სწორედ უნივერსიტეტებში, ახალგაზრდებში იქმნება ის ძირითადი იდეები, რომლებიც შემდგომში შეიძლება სტარტაპად ტრანსფორმირდეს. ამ მიმართულებით უნივერსიტეტებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არამარტო ფიზიკური, არამედ ადამიანურიც.
ჩვენი სამომავლო გეგმები, რომელსაც სახელმწიფო პირველ ეტაპზე აქტიურად არ უჭერდა მხარს, ესაა სამეცნიერო ინოვაციების განვითარება. სწორედ ამ მიმართულებით, სააგენტო განათლების სამინისტროსთან ერთად ვაპირებთ, რომ შევქმნათ ტექნოლოგიური გადაცემის ერთიანი სისტემა, რომელიც გულისხმობს აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო-კერძო როგორც უნივერსიტეტების, ისე კვლევითი ინსტიტუტების დახმარებას.
უნდა მოხდეს იმ ტექნოლოგიების იდენტიფიცირება და შეფასება, რომელიც იქმნება დღეს საქართველოში. მას შემდეგ, რაც ჩვენ დავინახავთ რომ ამ ტექნოლოგიებს აქვთ კომერციალიზაციის პოტენციალი, დავაპატენტოთ ისინი მთელ მსოფლიოში და მოვახდინოთ ფოკუსირებული ლიცენზირება უკვე დიდ წამყვან ინდუსტრიულ კომპანიებზე.
ეს არის რეალურად ქართული უნივერსიტეტებისა და ქართული განათლების სისტემის განვითარების ყველაზე დიდი ფინანსური წყარო. ჩვენ ველით, რომ უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში მივიღებ ხელშესახებ შედეგს.
როგორც აშშ-ში, ინგლისსა და ბევრ ქვეყანაში უნივერსიტეტების შემოსავლის ძირითადი წყარო არის არა სტუდენტების გადასახადი, არამედ უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ტექნოლოგიები და მათი კომერციალიზაციის შედეგად მიღებული ფული, გვსურს, რომ სწორედ ასეთი სისტემა შემოვიტანოთ საქართველოში.
-
გადახედვანათია მეზვრიშვილი: თქვენ შეულახეთ პოლიციას ღირსება, როცა მტერზე ბოდიშის მოხდა მოსთხოვეთ, როცა ასობით პოლიციელი მექსიკის საზღვრით ამერიკაში გასაქცევი გახადეთ ნათია მეზვრიშვილი: თქვენ შეულახეთ პოლიციას ღირსება, როცა მტერზე ბოდიშის მოხდა მოსთხოვეთ, როცა ასობით პოლიციელი მექსიკის საზღვრით ამერიკაში გასაქცევი გახადეთ
-
გადახედვათბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაჭრილია რამდენიმე ადამიანი თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაჭრილია რამდენიმე ადამიანი
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე მამუკა მდინარაძე: ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რიგგარეშე არჩევნებზე არც ვფიქრობთ — წარმოუდგენელია, სასაცილოდ არ გვყოფნის მამუკა მდინარაძე: რიგგარეშე არჩევნებზე არც ვფიქრობთ — წარმოუდგენელია, სასაცილოდ არ გვყოფნის
-
გადახედვანოშრევან ნამორაძე: 12 წელია დაისვენა ქვეყანამ, დაისვენა ბიზნესმა. არავითარი ხელახალი არჩევნები ნოშრევან ნამორაძე: 12 წელია დაისვენა ქვეყანამ, დაისვენა ბიზნესმა. არავითარი ხელახალი არჩევნები
-
გადახედვა"ოცნების" ყალბი დამკვირვებლები, რომლებმაც არჩევნების გაყალბებას ხელი შეუწყვეს "ოცნების" ყალბი დამკვირვებლები, რომლებმაც არჩევნების გაყალბებას ხელი შეუწყვეს
-
გადახედვაTAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი: სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯი, ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, თუ რაც იქნება, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი: სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯი, ახალი არჩევნები იქნება გამოსავალი, თუ რაც იქნება, ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას
-
-
გადახედვანიკა გვარამია გზის გადაკეტვის გამო 5000 ლარით დაჯარიმდა ნიკა გვარამია გზის გადაკეტვის გამო 5000 ლარით დაჯარიმდა
-
გადახედვასაია: დაკავებულ პირებთან მიმართებით გამოიკვეთა პირადი ნივთების ჩამორთმევის/მისაკუთრების უკანონო პრაქტიკა საია: დაკავებულ პირებთან მიმართებით გამოიკვეთა პირადი ნივთების ჩამორთმევის/მისაკუთრების უკანონო პრაქტიკა
-
გადახედვავიქტორ ორბანი რუსეთ-უკრაინის ომზე: ეს ომი ევროკავშირმა წააგო ვიქტორ ორბანი რუსეთ-უკრაინის ომზე: ეს ომი ევროკავშირმა წააგო
-
გადახედვა22 დეკემბერს თბილისში ვეტერანებისა და ანწუხელიძის სახელობის საპროტესტო მსვლელობები გაიმართა 22 დეკემბერს თბილისში ვეტერანებისა და ანწუხელიძის სახელობის საპროტესტო მსვლელობები გაიმართა
-
გადახედვატრამპს პანამის არხზე შეერთებული შტატების კონტროლის აღდგენა სურს ტრამპს პანამის არხზე შეერთებული შტატების კონტროლის აღდგენა სურს
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილოს ჯარი მამუკა ხაზარაძე: ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილოს ჯარი
-
გადახედვაფიცო: პუტინთან ჩემი შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე რეაქცია იყო ფიცო: პუტინთან ჩემი შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე რეაქცია იყო
-
გადახედვადღეს თბილისში 11 აქცია-მსვლელობა გაიმართება დღეს თბილისში 11 აქცია-მსვლელობა გაიმართება
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000 მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
-
გადახედვანინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… ნინო წილოსანი: ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს…
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს სალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს
კომენტარები