დიდ ბრიტანეთში, 111 წლის წინ დაწერილი საქართველოს სახალხო მემორანდუმი აღმოაჩინეს, რომელსაც ხელს აწერს სამი ათასი ქართველი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მემორანდუმის ავტორი ქართველი ნაციონალისტი, ვარლამ ჩერქეზიშვილია. ის თავისი საქმიანობის გამო რუსეთის იმპერიამ ციმბირში გადაასახლა, თუმცა 1870 წელს ჩერქეზიშვილმა მოახერხა ციმბირიდან გაქცევა და საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. ლონდონში ჩერქეზიშვილი ოლივერ და მარჯი უორდროპებს დაუმეგობრდა. სწორედ, უორდროპმა შესწირა მემორანდუმი ბოდლენის ბიბლიოთეკას, სადაც ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს ეს დოკუმენტი.

ეს არის პირველი, შემთხვევა როცა საქართველოს მოსახლეობამ მოითხოვა საკუთარი უფლებების დაცვა, ოფიციალური მემორანდუმით. დოკუმენტი 1907 წელს ჰააგის სააერთაშირისო კონფერენციაზე წარადგინეს.

3 000-მდე ხელმოწერით, საქართველოს ხალხი - სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლები, ქალები, კაცები, ვაჭარ-მრეწველები, მუშები, თავადაზნაურობა, გლეხები, სასულიერო პირები, მასწავლებლები - ყველა ერთად აწერდა ხელს დასავლეთის სახელმწიფოებისადმი მიმართვას. აპროტესტებდნენ რუსეთის მიერ, 1783 წელს დადებული გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევით, საქართველოს ანექსიას. ხელმომწერები დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებდნენ შეეჩერებინათ დასავლეთ საქართველოში (გურიის ტერიტორიაზე) რუსეთის მიერ წარმართული ხოცვა-ჟლეტა, ნგრევა და მოითხოვდნენ ტრაქტატის პირობების შესრულებით საქართველოსთვის პოლიტიკური ავტონომიის მინიჭებას.

აღმოჩენის ავტორები ოქსფორდში მომუშავე ქართველი პროფესორები ნიკოლოზ ალექსიძე და ბექა კობახიძე არიან. ბოლენის ბიბლიოთეკის საიტზე ხელმისაწვდომია ასევე, დოკუმენტის ელექტრონული ვერსიაც.