მაშინ, როცა ლგბტ აქტივისტები ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს ვერ აღნიშნავდნენ, ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მრავალათასიანი მსვლელობა მოეწყო.

2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედაც გამოცხადდა. ამ დღეს სასულიერო პირები და მრევლი, ქალები, კაცები, ბავშვები და მოხუცები ხატებით ხელში მსვლელობაბ აწყობენ, სამებაში ფეხით ადიან და იქ პატრიარქის დალოცვას იღებენ.

წელსაც მღვდელმსახურებმა თავიანთ მრევლთან ერთად ვარდების მოედანზე შეკრება ჯერ კიდევ დილით დაიწყეს. მოდიოდნენ ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი მშობლები და ბავშვები. როგორც შემდეგ გაირკვა, ისინი სხვადასხვა საცეკვაო ანსმაბლის წევრები იყვნენ.

პარალელურად საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეკრება დაიწყეს ნეონაცისტური ჯგუფის წევრებმა. მათგან დღის განმავლობაში 39 შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონდარღვევისთვის დააკავა.

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

მანიფესტაციის მონაწილეები რუსთაველის გავლით ქაშვეთის ეკლესიასთან მივიდნენ, სადაც მათ ეპისკოპოსები შეხვდნენ. მათ შორის იყო პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი. იქიდან მსვლელობა სამებისკენ გაგრძელდა.

ფოტო: ანა ვახტანგაძი / On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძი / On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

მღვდელმსახურების ნაწილი აწყურის ღვთისმშობლის ხატსა და მსვლელობას სამებაში დახვდა.

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge